საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის, ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.
„ღრმად დამწუხრებული ვარ გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველი, გამორჩეული ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის, ჩარლი კირკის მკვლელობის გამო.
ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.
საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს. ჩემი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან და ახლობლებთან არის“, – წერს ირაკლი კობახიძე.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.