სამშაბათი, სექტემბერი 9, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მილანის უნივერსიტეტის UNIMONT ცენტრი მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საერთაშორისო პროგრამას ქმნიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, CIF საგრანტო პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ათდღიანი ინტენსიური სასწავლო-კვლევითი ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხებზე ორიენტირებული ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება მილანის უნივერსიტეტის UNIMONT კვლევით ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით და უშუალოდ უკავშირდება სტუ-ის მთის მდგრადი ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას.

ტრენინგკურსებს: „სილაბუსის დიზაინის ხელოვნება და პრაქტიკა“, რომელიც მოიცავს თანამედროვე სასწავლო გეგმის შექმნისა და დისციპლინური ინტეგრაციის მეთოდოლოგიებს; საერთაშორისო სეზონური სკოლა – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება“, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის – „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ პროექტირება, რომელიც შემუშავდება UNIMONT ცენტრთან პარტნიორობით, ატარებენ იტალიელი წამყვანი მკვლევრები და მეცნიერები – პროფესორი სტეფანო კორსი, დოქტორი ანამარია ჯორჯი და დოქტორი რიკარდო გაჯეტი.

ტრენინგის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რომელმაც ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების კონტექსტში და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ქვეყნის ჩართულობის გაძლიერების თვალსაზრისით.

როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, პროექტში იტალიელი მეცნიერების ჩართულობა უზრუნველყოფს როგორც ევროპულ აკადემიურ ხარისხს, ისე საერთაშორისო კვლევითი გამოცდილების ქართველი კოლეგებისადმი გაზიარებას.

„მთის მდგრადი განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია თანამედროვე საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მთიან ზონებს უკავია, სადაც კონცენტრირებულია მდიდარი ბუნებრივი რესურსები, უნიკალური ეკოსისტემები და კულტურული მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულების სტრატეგიულად განსაზღვრა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების აუცილებელი საფუძველია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CIF საგრანტო პროექტის ფარგლებში მთის მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამის შექმნა, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ხედვასთან ორგანულად თანხვედრილი ნაბიჯია. ის ფაქტი, რომ ახლად შექმნილ ფაკულტეტზე სწავლება მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მაღალგანვითარებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კადრების აღზრდას. ეს არის საგანმანათლებლო პოლიტიკის თანმიმდევრული და შორსმიმავალი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის მთიან რეგიონებში მდგრადი განვითარების პროცესს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სტუ-ის ვიცე-რექტორმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ახალი სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინიციატივა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს.

მისი თქმით, პროგრამის მიზანია, მომავალ თაობას შესთავაზოს ინტერდისციპლინური ცოდნა, რომელიც აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ და საინჟინრო კომპონენტებს.

დავით გურგენიძის განცხადებით, პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს ახალი თაობის სპეციალისტების აღზრდას, რომლებიც შეძლებენ როგორც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, ისე ინოვაციური მიდგომების დანერგვას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური მენეჯმენტის სფეროებში.

„მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარების საკითხები, თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი უნივერსიტეტის მისიაა, განვავითაროთ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას, არამედ რეალური პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებასაც უზრუნველყოფს. ახალი სამაგისტრო პროგრამა გახდება პლატფორმა, სადაც ადგილობრივი გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა სინერგიულად შეერწყმება ერთმანეთს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის საერთაშორისო კომპონენტი – სამაგისტრო პროგრამის შემუშავება მილანის უნივერსიტეტის UNIMONT ცენტრთან თანამშრომლობით. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს ევროპული გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გადმოტანას საქართველოში, არამედ ქმნის შესაძლებლობას, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩაერთოს ფართო საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით ქსელებში. სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერის გარეშე, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ხელისუფლების წინდახედული ინიციატივისა და დაფინანსების წყალობით იქმნება გარემო, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მათთვის სრულიად უფასოდ. ამასთანავე, განსაკუთრებულად დასაფასებელია ფაკულტეტის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლების შრომა, რომლებიც ყოველდღიურად ავითარებენ ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ამ მნიშვნელოვან საქმეს და უზრუნველყოფენ მის პრაქტიკულ განხორციელებას. მთის მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამის შექმნა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ერთდროულად აძლიერებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, ხელს უწყობს ქვეყნის პრიორიტეტების რეალიზაციას და ამყარებს საერთაშორისო პარტნიორობას“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გაიხსნა CIF სისტემების ლაბორატორია და მთის მდგრადი განვითარების ცენტრი, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ განათლებასა და კვლევებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილია, 2025-2026 სასწავლო წლის დასვენების დღეები

2025-2026 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 სექტემბერს დაიწყება.ზამთრის არდადეგები30 დეკემბერი - 14 იანვარი.გაზაფხულის არდადეგები8 მარტი - 14 მარტიდასვენების დღეები, თვეების მიხედვით, შაბათ-კვირის გარდა:სექტემბერი - დასვენების დღის გარეშეოქტომბერი - 14;ნოემბერი - 23;დეკემბერი - დასვენების დღის გარეშეიანვარი – 1, 2, 7, 19;თებერვალი - დასვენების დღის გარეშემარტი - 3, 8;აპრილი – 9, 10, 11,12,13;მაისი – 9, 12, 17, 26;ივნისი - დასვენების დღის გარეშე.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები კვლავ ურტყამენ ჩვენს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პასუხი

რუსები კვლავ ურტყამენ ჩვენს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ამაზე პასუხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს სამხედრო შტაბის სხდომა გამართა, სადაც ქვეყნის თავდაცვისთვის საჭირო კრიტიკული საკითხები განიხილეს.„სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის განახლებულ თავდასხმებზე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე. ამაზე საპასუხო ქმედებები არსებობს და აუცილებლად იქნება, თუმცა მთავარია სისტემის სტაბილურობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მარაგების, წარმოებისა და მიწოდების გრაფიკების, დრონების წარმოებისა და სამხედრო შესაძლებლობების საკითხებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, დენის შმიგალს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ შეხვედრის შესახებ ესაუბრა.„მიმდინარეობს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ შეხვედრისთვის მზადება. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ამ „რამშტაინის“ შეხვედრის მთავარი მიზანია, ასევე ჩვენი კონტაქტები ევროპასა და აშშ-სთან. ამასთან, მინისტრთან ერთად, განვსაზღვრეთ 2026 წლის პრიორიტეტები. ეს ეხება როგორც თავდაცვის ძალებისთვის საჭირო ძირითად აქტივებს, ასევე ფინანსებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ყველანი თანაბრად ეფექტურები უნდა ვიყოთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ყველა, ვინც თავდაცვისთვის მუშაობს. უკრაინის არმია უნდა იყოს და იქნება! ურყევად ძლიერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შალვა პაპუაშვილი – გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ შტაბს, უცხო ქვეყნის ელჩისგან ექსტრემისტების მხარდაჭერა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია

საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან – სოფო ჯაფარიძე

კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე აცხადებს.„ყველაფერს ვერ ვისაუბრებ, ცხადია, მაგრამ ძალიან მალე ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ მათგან.ასე რომ, რეჟიმი დასუსტებულია, რეჟიმი სრულიად გამოშიგნულია, ჩამოშლილია და დაგვრჩა ერთი - გაფორმება საქართველოს გამარჯვების, რომელიც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს და ყველას, მთელ საქართველოს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ველოდებით რუსთაველის გამზირზე, რათა ერთად მივიღოთ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

ბერძნები, რომლებსაც ოთხზე მეტი შვილი ჰყავთ, გადასახადებისგან თავისუფლდებიან

ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ღონისძიებიდან, რომლის განხორციელებასაც საბერძნეთის მთავრობა ქვეყანაში შობადობის წასახალისებლად გეგმავს. საბერძნეთში შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 1.4 ბავშვს შეადგენს, რაც მოსახლეობის აღწარმოებისთვის საჭირო 2.1-იან ნიშნულს ბევრად ჩამორჩება. საბერძნეთის მთავრობის მეთაური ამ ციფრებს „ეროვნულ საფრთხედ“ მიიჩნევს და, შესაბამისად, ხაზს უსვამს ამ კუთხით საგადასახადო რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც კირიაკოს მიცოტაკისმა 8 სექტემბერს დააანონსა.რეფორმა გადასახადების 1.6 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს. ფისკალური სიახლე 2026 წლიდან ამოქმედდება და საშემოსავლო გადასახადის ყველა კატეგორიის ორი პუნქტით შემცირებასაც გულისხმობს.საბერძნეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქვეყანაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე ამბიციური საგადასახადო ცვლილებაა. ასევე გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები სოფლად მცხოვრებთათვის და იმ დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც 1,500-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობს. ყველაზე მიუვალი ტერიტორიები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.ამით ოფიციალური ათენი იმედოვნებს, რომ წაახალისებს ახალგაზრდებს, გადავიდნენ ამ ადგილებში, სადაც საცხოვრებელი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.თუმცა, ყველაზე დიდ ყურადღებას ის ნაბიჯი იქცევს, რომელიც ოთხზე მეტი შვილის მქონე დაბალშემოსავლიან ოჯახებს გადასახადებისგან ათავისუფლებს. „ჩვენ გვესმის, რომ ცხოვრების ღირებულება განსხვავებულია, როცა ერთი, ორი ან სამი შვილი გყავს. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა იპოვოს გზა, წაახალისოს და დააჯილდოოს ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებმაც არჩევანი მეტი შვილის ყოლის სასარგებლოდ გააკეთეს,“ - აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი. საბერძნეთის მოსახლეობა დაახლოებით 10.2 მილიონს შეადგენს, მაგრამ თუ შობადობის დღევანდელი მაჩვენებელი შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ის 8 მილიონამდე შემცირდება.ევროსტატის პროგნოზით, 2050 წლისთვის მოსახლეობის 36 პროცენტი 65 წელს გადაცილებული იქნება. საბერძნეთში შობადობის კოეფიციენტი 15 წლის წინ დაწყებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ განახევრდა. ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საბერძნეთის საგადასახადო რეფორმა ამ პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული: „როგორც ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი, ვიტყოდი, რომ უმთავრესი პრიორიტეტი დემოგრაფიული საკითხია“.ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტი ბერძენი წავიდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ახალგაზრდები, რომლებიც „ტროიკას“ (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - რედ.) მიერ ქვეყნისთვის დაწესებული შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ, და როგორც ზოგი ანალიტიკოსი მიუთითებს, სწორედ ამით უნდა აიხსნას შობადობის კლებაც.

ბოლო სიახლეები