ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025

ესტონურ მოდელზე დაყრდნობით ახალი პროფესიული პროგრამა შემუშავდა

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 2020 წლის გაზაფხულიდან, სოციალური მედიის მართვის პროფესიულ დონეზე შესწავლა შეეძლებათ.

ახალი პროგრამა შემუშავდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, PMC კვლევითი ცენტრის, ტალინის ეკონომიკური სკოლის, მარკეტინგული სააგენტო GINGERS-ის და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის თანამშრომლობით.

პროგრამის შემუშავებისას გაითვალისწინეს ესტონური გამოცდილება და მოდელი, რომელიც უკვე წარმატებით მუშაობს.

”სოციალური მედიის მართვაზე” დაშვების მსურველს უნდა ჰქონდეს სრული საშუალო განათლება და შესაძლოა, მოთხოვნებში ჩაიდოს ინგლისურის რომელიმე დონეზე ცოდნა.
ლექციები

ჩაარდება გლდანის პროფესიულ კოლეჯში, ასევე კონკრეტულ კომპანიებში, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის თქმით, პროექტი არის მცდელობა იმისა, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიქმნას პროფესიული მომზადების ისეთი პროგრამა, რომელზეც შრომით ბაზარზე დიდი მოთხოვნაა.

„დღეს, პროფესიული განათლების სისტემას უჭირს, უპასუხოს შრომითი ბაზრის საჭიროებებს საქართველოში. კერძო სექტორის ნდობა კოლეჯების მიმართ დაბალია და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობის მაგალითები – საკმაოდ იშვიათი. ჩვენი პროექტი არის მცდელობა იმისა, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შევქმნათ პროფესიული მომზადების ისეთი პროგრამა, რომელზეც მაღალია მოთხოვნა შრომით ბაზარზე და ხელი შევუწყოთ მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებას კერძო სექტორსა და კოლეჯებს შორის“, – ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
სოციალური მედიის მართვის სწავლება 16

კვირიანი იქნება, რაც საერთო ჯამში, 99 საათს ითვალისწინებს. სწავლების მიზანია პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით მაქსიმალურად მაღალ დონეზე შეასწავლონ სტუდენტებს აღნიშნული პროფესია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს – ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

"თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაოუაშვილო წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ."თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს. დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად - ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა. ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ", - წერს პაპუაშვილი.

ევროპარლამენტარი შტეფენ კოტრე: არ გვაქვს უფლება, დავამხოთ საქართველოს მთავრობა და ევროპელ გადამხდელთა მილიონები ვაგზავნოთ რეჟიმის შეცვლის ოპერაციის დასაფინანსებლად. ქართველებს აქვთ არჩევანის უფლება

მინდა შევახსენო კოლეგებს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და არა ევროკავშირის კოლონია, - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის თემაზე გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარმა შტეფენ კოტრემ.მისი თქმით, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სუვერენულ თანასწორობას.„ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ და არა ოპოზიცია, იმიტომ, რომ სააკაშვილი დიქტატორი იყო და ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავდა, „ქართულ ოცნებას“ კი საქართველო მშვიდობისა და განვითარებისკენ მიჰყავს. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სუვერენულ თანასწორობას. არ გვაქვს უფლება, დავამხოთ საქართველოს მთავრობა და ევროპელ გადამხდელთა მილიონები ვაგზავნოთ რეჟიმის შეცვლის ოპერაციის დასაფინანსებლად. ქართველებს აქვთ არჩევანის უფლება და ჩვენ საქართველო გვჭირდება როგორც პარტნიორი”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის შესახებ გამართულ დებატებზე გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ როგორც კრიტიკული, ისე მხარდამჭერი განცხადებები.

„18 მშვენიერი და საოცარი წელი ერთად…“ – ანუკი არეშიძის ოჯახური კადრები

„18 მშვენიერი და საოცარი წელი ერთად...“ - წერს დიზაინერი ანუკი არეშიძე და მეუღლესთან, კახა კალაძესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი კომენტარი მიიღო.

თეა წულუკიანი: ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, მაგრამ ეს მე...

ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.მისი თქმით, ქართველი ერის არის ქართველი ერი, საქართველო არის საქართველო და ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს რომ ვერ იტან, ამიტომ შენ არ უნდა ყვიროდე იმას, თითქოს ხელისუფლებამ „კამიტით“ მოწამლა საკუთარი ხალხი.„ეს მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ჩაშლილია. არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, მომავალ წელს მორიგი შეთქმულებები კიდევ იქნება და სცენაზე ამ შეთქმულების გათამაშების აქტორები, მსახიობები იქნებიან დღეს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, ასეთი ოპოზიციონერები და გარეთ მდგარი ოპოზიციონერები, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ პირველ რიგში და არა იმ ადამიანებს, ვისაც შესაძლოა, „ოცნებაზე“ არ ვიტყვი, ჩემზე ვიტყვი, თეა წულუკიანი სძულდეს. ეს მათი უფლებაა, ეს არის ყველაზე დიდი უფლება ადამიანი არ გიყვარდეს. შესაბამისად, კი მჩვევია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ ცინიკოსი, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც სძულხარ იმიტომ, რომ ეს პრინციპია, მე შენ მძულხარ. მისაღებია, მაგრამ ჩემი სიძულვილი არ უნდა გადაიზარდოს ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში.ეს ორი რამ არის ძალიან დიდი სხვადასხვა რამ. ადამიანის სიძულვილი არ შემიძლია იმიტომ, რომ ისიც ღმერთმა გააჩინა ჩვენსავით, მაგრამ ძალიან არ მიყვარს მიხეილ სააკაშვილი იმიტომ, რომ მან ძალიან ბევრი რამ დაუშავა ჩვენს ქვეყანას, ძალიან არ მიყვარს მისი ამფსონები, ვინც ამ დასკვნაში არიან მავნებლებად, ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი, მაგრამ ეს მე ვერ მაიძულებს საქართველოს წინააღმდეგ მივიღო შეთქმულებაში მონაწილეობა. ქართველი ერის არის ქართველი ერი, საქართველო არის საქართველო და ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენელს რომ ვერ იტან, ამიტომ შენ არ უნდა ყვიროდე იმას, თითქოს ხელისუფლებამ „კამიტით“ მოწამლა საკუთარი ხალხი. ეს არის შეთქმულებაში მონაწილეობა ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი შეთქმულებები ალბათ მომავალ წელსაც იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.მან სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება.„მე ვარ დასანქცირებული, ვარ მიუღებელი, რადგან მაქვს განსხვავებული აზრი, მაქვს ისეთი რიტორიკა, რომელიც შენ გაწუხებს. მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, რომ ორგანიზმში არის ვირუსი - შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით. ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება, იარლიყების ეპოქა ყველა ქვეყანაში არის საშიში ეპოქა. ჩვენ ეს ხმამაღლა უნდა ვთქვათ. მე და ჩემნაირი მოქალაქეები ყველაფერს ავიტანთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რისთვის კეთდება ეს და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამ იარლიყის. ჩვენი ფუნქციაა, რომ თუ ეს იარლიყები მაინც უნდა იყოს, იყოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ეს არ გავრცელდეს სხვა მოქალაქეებზე. ამას ჩვენ შევძლებთ მომავალ წელს თუ ვერ, წინასწარ ძნელია ითქვას, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და გაუქმება და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს.ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ბრიუსელი, შესაბამისად დღევანდელ ბრიუსელში, ევროპული მომავალი მათი აზრით თუ ის არის, რომ ჩვენ, საქართველოში მოქმედ საბავშვო ბაღებში გოგონებს და ბიჭუნებს ვკითხოთ - აბა, მითხარი შენი აზრით გოგო ხარ, თუ ბიჭი - ეს ვერ იქნება ევროპული მომავალი. ეს არის ბავშვის უფლებების უხეში დარღვევა და მშობლის უფლების დარღვევა, ეს წერია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომელიც შექმნეს და დაწერეს იმათზე გაცილებით უფრო დიდმა და გაცილებით უფრო ჭკვიანმა ევროპელმა მამებმა, ვიდრე დღეს შეიძლება ვიპოვოთ ბრიუსელის რომელიმე ოფისში. თუ ევროპული მომავალი არის ის, რომ ჩვენ ვიღაცამ გვითხრას - აბა, წავედით ევროკავშირში, მიატოვე შენი სოხუმი და ცხინვალი - დავსვათ კითხვა: ეს ერთი და იგივე ევროპული მომავალია, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია? თუ გვეტყვიან, რომ ევროპული მომავალი არის ის, რომ საზოგადოება უნდა დაიყოს ორად, უმცირესობა მართავს უმრავლესობას - ეს გვგონია ევროპული მომავალი? ეს არის ის ხელისუფლება, რომელსაც დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები