ხუთშაბათი, სექტემბერი 4, 2025

შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს, დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა, დღეს ამას გვეუბნება გერმანიის ელჩი, რაც ტყუილია

თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს. დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა, დღეს ამას გერმანიის ელჩი გვეუბნება, ეს ტყუილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ და ბევრი ევროპელი ქვეყანას ესკალაციისკენ მოუწოდებდნენ.

„თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს. ამერიკა რომ თავის ინტერესს ატარებს, ეს არის აქსიომა. ტყუილი ის იყო, ამერიკის ყოფილი ელჩები რომ გვიმტკიცებდნენ, მაგალითად, დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა. დღეს გერმანიის ელჩი გვეუბნება, თითქოს საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. ელჩები, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული საკუთარი ქვეყნის ერთგულებაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან როგორ გამოდიან? ეს ვნახეთ უკრაინის ომის მაგალითზე. როგორც კი დასჭირდათ, ბევრმა გაგვწირა. გაგვწირა უკრაინამ, ბევრმა ევროპელმა, რომელიც  ესკალაციისკენ მოგვიწოდებდა. მოყოლილი მაქვს კიდეც, ელჩი დეგნანი როგორ მოვიდა ჩემთან 28 თებერვალს, როცა ოთხი დღის დაწყებული იყო ომი და კიევზე იყო მიმდგარი რუსული ჯარი. მოვიდა და კატეგორიულად ითხოვდა, აირჩიეთ, ახლა სად დგახართო – უნდა მოახდინოთ ესკალაცია რუსეთთან, დაუწესოთ სანქციები, ჩაკეტოთ ცა და ასე შემდეგ. ელჩი რომ მოვიდა ჩემთან და ეს მითხრა, მოვახსენე ო’ბრაიენს, როდესაც ჩამოსული იყო მაშინდელ ახალ ელჩთან, დანიგანთან ერთად. ასევე ვუთხარი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, თუ მოადგილის თანაშემწეს. დამეთანხმა და იცით, რა მითხრა? ალბათ მაშინ შევცდით, რომ ზედმეტი მოვითხოვეთო. იცით, ჩემი პასუხი რა იყო? თქვენ რომ შეცდით, შეიძლება, იმ შეცდომის გამო ახლა დღეს ტანკი მდგარიყო ამ ტერიტორიაზე-მეთქი.

ყველა, ვინც ითხოვდა ესკალაციას რუსეთთან, ცდილობდა საქართველოს ჩათრევას ომში. ყველა, ვინც გვეუბნებოდა, ჩაკეტეთ საზღვარი, ითხოვდნენ ამას. ყველა, ვინც ამბობდა, ვიზები შემოიღეთ, ეკონომიკური სანქციები დააწესეთ, ეს არის ინსტრუმენტი ესკალაციისა და ომში ჩათრევის. დეგნანი ჩემთან ავტომატით არ იყო მოსული, რომ წადი, ისროლეო, მაგრამ ამას ვამბობ და ზუსტად ეს არის, რაზეც საუბრობს მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი და სხვები. ახლა მზის შუქზე გამოდის ყველა ის საუბარი და მტკიცებულებები, რაც იყო – ითხოვდნენ ესკალაციას ქვეყანასთან, რომლის ჯარიც თბილისიდან 30 კილომეტრში დგას. მასთან ითხოვდნენ ესკალაციას, ეკონომიკურ სანქციებს, ჰაერის ჩაკეტვას მათი თვითმფრინავებისთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირ წიხლით ჩვენი შეტენვა ომში. ეს ვუთხარი ამერიკის მდივნის თანაშემწეს და არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია, დამეთანხმა ამ ყველაფერში და მობოდიშებასავით მოუვიდა, რა ვქნათ, არ გამოვიდა ლამაზადო. ასეთი ლამაზად არგამოსვლით, დღეს ქვეყანა მიწასთან იქნებოდა გასწორებული და ღმერთმა უწყის, ვინ სად იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მანანა მენაბდე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

მანანა მენაბდე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი თუმანიშვილის თეატრში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა.მანანა მენაბდე, მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში დაიბადა, წერდა და ასრულებდა სიმღერებს და საზოგადოებას თავი საკუთარი განსხვავებული მუსიკალური ხელწერით დაამახსოვრა. მუსიკოსი 76 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები კლიმატური ცვლილებებისა და საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევას ატარებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები კლიმატური ცვლილებებისა და საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევას ატარებენ. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელი მიხეილ ფიფია საგრანტო პროექტის - „საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე” შეაფასა.მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები, როგორიცაა ძლიერი წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ზვავი, სეტყვა, ქარიშხალი, გვალვა და ა.შ. უფრო ხშირი და მძიმე გახდება.„კლიმატის გლობალური ცვლილებების ფონზე, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ამის დასტურია გრიგალური ქარისა და ქარბორბალას გახშირებული შემთხვევები, რაც ადრე არ დაფიქსირებულა. მაგალითად, 2021 წლის 25 სექტემბერს ქალაქ ფოთში ერთ-ერთ ტერმინალზე, განვითარდა ტორნადო (ქარბორბალა), რასაც მოჰყვა ინფრასტრუქტურის დაზიანება. 2023 წლის 4 ივ­ნისს კი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში და­ფიქ­სირ­და ტორ­ნა­დო. სოფელ ვა­ჩი­ან­ში ძლი­ერ სე­ტყვას ქარი მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ტორ­ნა­დო­ში გა­და­ი­ზარ­და და სო­ფელ­ში ბევრ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და. 2024 წლის 25 ივნისის ტორნადომ კახეთში დაგლიჯა ხეები. სტიქიამ დააზიანა ალავერდის გუმბათი, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. 2024 წლის 9 ივნისს იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზარალა მოსახლეობა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. მოსალოდნელია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები, როგორიცაა ძლიერი წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი, ზვავი, სეტყვა, ქარიშხალი, გვალვა და ა.შ. უფრო ხშირი და მძიმე გახდება კლიმატის ცვლილების, ეკოსისტემის დეგრადაციის, მოსახლეობის ზრდისა და ურბანიზაციის გამო”, - განაცხადა მიხეილ ფიფიამ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგრანტო პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თანაწამყვანი კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.შესაბამისად, პროექტი ხორციელება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ბაზებზე, სადაც დასახული ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი კვლევითი გარემოა შექმნილი. პროექტში ჩართულნი არიან - სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელის ნაზიბროლა ბეგლარაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მიხეილ ფიფია (პროექტის კოორდინატორი) შემადგენლობით და თანაწამყვანი ორგანიზაციის, თსუ-ის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის სექტორის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ნინო ჯამრიშვილის (პროექტის ძირიტადი შემსრულებელი) შემადგენლობით, საგრანტო პროექტის - საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე”, ფარგლებში კვლევას ატარებენ.როგორც ნაზიბროლა ბეგლარიშვილი აცხადებს, კვლევის მიზანია საქართველოში საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) კლიმატური მახასიათებლების გამოკვლევა (ინტენსივობა, დღეთა რიცხვი, არეალები, განმეორადობა, ხანგრძლიობა).„საქართველოსთვის შედგება მეტეოროლოგიური მოვლენების მონაცემთა ბაზა, ბოლო 50 წლის პერიოდის1973-2022 წლებისთვის, შემუშავდება კლიმატური მახასიათებლების - ინტენსივობის, დღეთა რიცხვის, განმეორადობის გეოინფორმაციული რუკები. დადგინდება ძირითადი არეალები, ხანგრძლიობა და გამოვლინდება ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებები. პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) მონაცემთა ბაზის ფორმირებაში მდგომარეობს. ხდება მონაცემთა დამუშავება, ეს მონაცემებია: ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის საარქივო მასალები, მუნიციპალიტეტებიდან მიღებული კლიმატური ცნობარები სტიქიისგან მიყენებული დაზიანებების შესახებ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციები. თითოეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა თავისებურებებით ხასიათდება, სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით მოხდება ამ მოვლენების ინტენსივობის კომპლექსური შეფასება. შესრულებული სამუშაოს საფუძველზე შეიქმნება სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობის, აგრეთვე მათი საშუალო და უდიდეს დღეთა რიცხვის გეოინფორმაციული რუკები. ასევე, მოხდება საკვლევი საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების შეფასება. დასკვნით ეტაპზე მოხდება წინა პერიოდებში შესრულებული სამუშაოების შეჯამება. ჩატარდება შემუშავებული გეოინფორმაციული რუკების და გამოკვლეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების სივრცულ-დროითი ანალიზი, მათი მრავალწლიური ცვლილების შეფასება, გამოვლინდება ახალი გეოგრაფიული კანონზომიერებები. საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კვლევაში მეთოდების კომპლექსური გამოყენებით განისაზღვრება პროექტის განხორციელების ინოვაციური მიდგომა“, - აცხადებს ნაზიბროლა ბეგლარიშვილი.სტუ-ის ინფორმაციით, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის დასრულების შედეგად შექმნილი დამხმარე/საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ინტელექტუალურ საკუთრებად, მკვლევართა გუნდის წევრების მიერ გამოყენებული იქნება უნივერსიტეტებში შესაბამისი სალექციო კურსებში სტუდენტთათვის.

რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა

რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გაბრიაძის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.„გარდაიცვალა ბატონი რეზოს მეუღლე, ქალბატონი ელენე (კროშკა) ჯაფარიძე, მისი ერთგული მეგობარი, მხარდამჭერი და მთელი ცხოვრების სიყვარული. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი ელენეს გარდაცვალების გამო და ვუთანაგრძნობთ გაბრიაძეების ოჯახს.რეზოს თითქმის ყველა პერსონაჟ ქალში შეიძლება მისი საყვარელი კროშკას შტრიხების პოვნა, მაგრამ განსაკუთრებული ამ მხრივ რამონაა. სწორედ „რამონა“ გათამაშდება დღეს ჩვენი თეატრის სცენაზე და ეს სპექტაკლი ქალბატონი ელენეს ხსოვნას მიეძღვნება.ქალბატონი ელენეს დაკრძალვა შედგება 7 სექტემბერს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა კალაძე – არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც სამწუხაროდ უკრაინაშია

არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.„პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამას ჩვენ ხომ არ ვიგონებთ? ერთია ის, რაც კაბინეტებში ხდებოდა – პირდაპირი მუქარები იყო პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის მისამართით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და უზრუნველყოფილი ვიქნებოდით ყველანაირი საბრძოლო მასალით. გარდა ამისა, გამოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები – უკრაინის უშიშროების მდივანი იყო მემგონი, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, საქართველო უნდა შეგვეხიდოს და მეორე ფრონტი გაიხსნასო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, შეხედულებით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ინტერესები იქნება დაცული. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – ყველამ ვნახეთ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“, დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში

ყველამ ვნახეთ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“. დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში უნდა აინტერესებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის კუთხით.„უპირველეს ყოვლისა, ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, ვნახეთ ყველამ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“. ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო, ოფიციალურად აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ „რადიო თავისუფლება“, რომელსაც აფინანსებს ბრიუსელი და რომელიც თავის დროზე CIA-ს მიერ შექმნილი ქვედანაყოფია, არის პროპაგანდისტული. დღეს ვნახეთ, რომ ამერიკამ და ტრამპმა შეუწყვიტეს დაფინანსება ამ პროპაგანდისტულ მანქანას. ბრიუსელმა კი დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო და პროპაგანდისტულ მედიად აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი. ვნახეთ, თუ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე. თუმცა აქ პრობლემა არაფერი არ არის, პირიქით, გვინდოდა კიდევაც დოკუმენტის გასაჯაროება, თუმცა უფლება არ გვქონდა. ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და ნახოს საზოგადოებამ, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიშში, რომელიც ყოველწლიურად იწერება – და ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა – აღწერილია, თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციური, საკანონმდებლო თუ, სტატისტიკის მიხედვით, უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში, წესით, უნდა აინტერესებდეთ, საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, ევროკავშირს კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო. იმ მხრივ, რომ მიგრაციული ნაკადების მართვა, მათ შორის ახალი კანონი და ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით. ხედავთ, როგორ ხდება უკანონო მიგრანტების გაშვება ქვეყნის ტერიტორიიდან. მათ შორის, რეადმისიის მხრივ საქართველო კეთილსინდისიერად იქცევა. პოლიციის ატაშეები, რომელიც იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება იყოს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინონ დანაშაული ან არსებობს გარკვეული სტატისტიკა, არიან ყველა ასეთ საელჩოში მივლენილი და ადგილობრივ სამართალდამცავ სისტემასთან ერთად მუშაობენ ამ საკითხზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკომისიის მიერ დადებული ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევაც აჩვენებდა, რომ კორუფციის სიმცირით საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებდა.„რაც შეეხება კანონის უზენაესობის მიმართულებას, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ობიექტური შეფასებები სხვადასხვა რეიტინგის. ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთი მიკერძოებული უცხოელი პოლიტიკოსი საკუთარ დღის წესრიგს არგებს საქართველოს მიმართ შეფასებებს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც, მათ შორის ბრიუსელის ჩინოვნიკები. ევროკომისიამ სულ ახლახან დადო ერთ-ერთი კვლევა ორგანიზაციის, სადაც ვნახეთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს კორუფციის სიმცირით, კანონის უზენაესობის მაჩვენებლებით და ა.შ. ყველა ამ მაჩვენებლებით კანდიდატ ქვეყნებს რომ ვუსწრებთ ყოველთვის, ეს უკვე ჩვეულებრივი ნორმა არის და ყველა სტატისტიკა და რეიტინგი ამას აჩვენებს. თქვენ ახლახან ნახეთ, ბერლინში როგორ ბრუტალურად დაარბიეს აქცია, ათრევდნენ მონაწილეებს და ძალადობდნენ მონაწილეებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში თუ სხვა დედაქალაქებში პოლიცია ბრუტალურად ექცევა დემონსტრანტებს და ეს ვნახეთ, რომ ლამის ნორმად იქცეს ევროკავშირში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები