საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბათუმში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლი მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს
გუნდის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსი აჩვენა და არამარტო პირველ დაფაზე, არამედ მთელ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მეოთხე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო მერი არაბიძე გახდა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაო კი მესამე ინდივიდუალურ დაფაზე ლელა ჯავახიშვილს ხვდა წილად. მესამე ადგილზე ვაჟთა ნაკრების წევრი ივან ჩეპარინოვი გავიდა.