პარასკევი, სექტემბერი 5, 2025

სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბრალდებულები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის თქმით, რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ.

29 ნოემბერსაც მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვიდექით , კიდევ დაიძავა სიტუაცია, ჭიჭინაძის ქუჩაზე ახლობლის გამოსაყვანად ავედი, ჯიუტი ადამიანია და არ გამომყვა შუშის სარაჯიშვილის ბოთლი პოლიციის მხრიდან გამოფრინდა და მომხვდა, 4 ადამიანი იგინებოდა დიდ აგრესიას გამოხატავდა ჩემი მიმართულებით ხდებოდა ეს და მე ვერ დავიჯერე ცოტა მივუახლოვდი გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბუნებრივია მოჰყვა ჩემი რეაქცია ვიდეო მოჭრილია აქედან მეც სიტყვიერი შეურაცხ მივაყენე საგანი ეგდო რომელიც იქედან მოვიშორე საფრთხე არ შექმნია პოლიციელებს ძალიან მსუბუქი იყო მოგრძო საგანი. არცერთმა დაზარალებულმა არ თქვა რომ ჩემი ქმედებით საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს.

„12 წლის ასაკი ის პერიოდია, როდესაც ჩემი ოჯახის ახლობელი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. მაღალჩინოსნები, პოლიციელები რომ არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი, რატომ შეიძლება არ დასჯილიყვნენ, ადამიანები ვერ გამოხატავდნენ პროტესტს. ეს ჩემ გარშემო ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ეს იყო შიში, რატომაც ვერ გამოხატავდნენ. მაშინ ვთქვი, რომ არ შემეშინდებოდა. იმის მერე ბევრჯერ გახდა აზრის გამოხატვა საჭირო ქუჩაში. ვერ მოვიტყუები, რომ ძალიან აქტიური ვიყავი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არც პასიური. შემოგდებული კანონის უკან გაწვევამ გააჩინა აზრი, რომ შესაძლებელი იყო რაღაცის მიღწევა პროტესტით. რუსული პოლიტიკური ტექნოლოგიების შედეგია ხალხის დაყოფა, ამ სცენარის ნაწილია ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება. თუ ჩვენ ვამაყობთ „ვეფხისტყაოსანით“, ვამაყობთ ჩვენი ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია, ამაზე მიდის თავდასხმა. მთავრობაში ვინც არიან, ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ, ჩვენს შვილებს უნგრევენ მომავალს. რუსთაველზე ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ, უსამართლობაზე მეტად არაფერი მეზიზღება. ერი ცოტა რამეზე ვართ შეთანხმებულები, მაგრამ შეთანხმებულები ვართ ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ, რომელმაც ასევე ისაუბრა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: „29 ნოემბერსაც მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვიდექით, კიდევ დაიძავა სიტუაცია. ჭიჭინაძის ქუჩაზე ახლობლის გამოსაყვანად ავედი, ჯიუტი ადამიანია და არ გამომყვა. შუშის ბოთლი პოლიციის მხრიდან გამოფრინდა და მომხვდა, ოთხი ადამიანი იგინებოდა, დიდ აგრესიას გამოხატავდა ჩემი მიმართულებით.  მივუახლოვდი, გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა ჩემი რეაქცია. ვიდეო მოჭრილია აქედან. მეც სიტყვიერი შეურაცხ მივაყენე, საგანი ეგდო, რომელიც იქედან მოვიშორე, საფრთხე არ შექმნიათ პოლიციელებს, ძალიან მსუბუქი, მოგრძო საგანი იტო. არცერთ დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ჩემი ქმედებით საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს“.

რაც შეეხება ბრალდებულ ონისე ცხადაძეს, მან აღნიშნა, რომ ბრალს არ აღიარებს და კავშირი მასა და სხვა ბრალდებულებს შორის ვერ დადგინდება.

„თავაწეულები რომ შედიან და გამოვლენ სინდისის პატიმრები ციხეში, ამ დროს გერმანიაში გაქცეული კაცი ნუ „გვებლატავება“ იქიდან. მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე უფრო კეთილია. ერთხელ თქვა, ვაჟა თოდუა რომ შემხვდეს ქუჩაში, დიდ სიკეთეს გავუკეთებო, მეც მიპატიებია. ამ დარბაზში არის დედაჩემი. იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა, ფეხზე დგას, მე რა წამაქცევს, სულ უვადო რომ მომისაჯოთ. მუხლის გადაკვალიფიცირებას არ ვემხრობით. მიყვარხართ ყველანი, ვინც სამშობლოსთვის იბრძვით. რაც არ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, თავი მაღლა აწიეთ, ისტორიის სწორ მხარეს ხართ. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ ამას გააკეთებდით, გაწირავდით. ციხის აღწერას დავიწყებ განაჩენის მერე, პირობები რომ გაგაცნოთ, იქ რაც დაგხვდებათ. ბოლოს მინდა, დავასრულო, თუ უვიზოს შევინარჩუნებთ, გავიგე, ჩვენს პროკურორებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან“, – აღნიშნა ცხადაძემ.

როგორც ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილიმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარულისთვის ასამართლებენ.

„გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულისთვის, აღარ გვინდა რუსეთი, ევროპა გვინდა. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა გუშინ და საქართველოს დასდო ბრალი. ეს მთავრობა მიიწევს რუსეთისკენ და უნდა მოვაშოროთ ეს მთავრობა. პროკურორებს მივმართავ, მალე მოვა დრო და საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით. ადვოკატებს მადლობა, რომ მსოფლიოს დაანახეთ მოღალატე პროკურორები და ცრუ მოწმეები. ვიბრძოლოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – განაცხადა ტერიშვილმა.

ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ჯგუფურად არ მოქმედებდა და საპროტესტო აქციაზე დამოუკიდებლად მივიდა.

„მადლობა ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს მორალური მხარდაჭერისთვის, დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი. არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ ბრალდებას, არ შემისრულებია არავის მითითებები, მით უმეტეს, ჩემთვის უცნობი ხალხის. ეს ადამიანები აქ გავიცანი. მივმართავ პროკურორებს, უუნაროები ბრძანდებით. 9 თვე რომ რაღაცას ამტკიცებთ და ბოლოში სხვა რაღაცას, გუშინდელი დღეც ამას ამტკიცებს. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავსი არაფერი ვიკადრეთ. ისევ შევხვდებით ერთმანეთს სასამართლო დარბაზში, ოღონდ ადგილების გაცვლით“, – აღნიშნა თეთრაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ...

ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოდის ქუჩაში და არ უჯერებს იმ მოწოდებებს, რომელიც თუნდაც ზელენსკის ჰქონდა, ან იმ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც რუსთაველზე მიტინგზე გამოდიოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.„ხალხი არ უჯერებს და სისხლს არ ღვრის, ქართველების უმრავლესობამ უარი თქვა მეორე ქართველის სისხლის დაღვრაზე . ესენი ეცდებიან მუდმივად ეს რესურსი, ბერკეტი გამოიყენონ. თუნდაც გუშინ რაც მოხდა. ახალგაზრდა გოგოები, 15-17 წლის, იგინებიან ისეთი სიტყვებით, რომელსაც ადრე ვერ გაიგონებდი არა თუ გოგოს, არამედ კაცისგანაც კი. სახეზე ეტყობათ, რომ ეს გეგმის ნაწილია. უნდათ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში არ არსებობს არც კულტურა, არც მანდილოსნის თემა და არც თვითმყოფადობა, არც ქართული არაფერი. პოპულარულია იმ ადამიანების რომანტიზება, ვინც ისვრის მოლოტოვის კოქტეილებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

-15 ქულა და ფულადი ჯარიმა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ზურაბ ხიზანიშვილი – გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად, პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იმყოფებოდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თურქეთთან წაგებული შეხვედრა (2:3) შეაფასა და მთავარი მწვრთნელის გაძევების ეპიზოდიც გაიხსენა.„ვილიმ ქოჩორაშვილის ეპიზოდის დროს მძაფრი რეაქცია გამოავლინა. ეს მომენტი შეაფასა და თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან გადამოწმებისას კამერასთან ახლოს იყო. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ის აგრესიული იყო, თუმცა ეს საქციელი წითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა.10-კაციან თურქეთთან რატომ არ შემოვიყვანეთ კიდევ ერთი თავდამსხმელი? ეს მანამდე განხორციელებული შეცვლებიდან გამომდინარეობდა. შემდეგ თურქეთიც ხუთმცველიან სქემაზე გადავიდა და მათი დაცვაში თავისუფალი ზონები შემცირდა. ამ დროს ვილისგან ვიღებდით დავალებებს.ხუთმცველიანი ტაქტიკით რომ ვთამაშობდით, ამბობდნენ, თითქოს შეტევას ერთ ფეხბურთელს ვაკლებდით. ოდესღაც ოთხ მცველზე უნდა გადავსულიყავით და ეს დიდი ხნის წინ გვინდოდა. წაგების ან მოგების შემდეგ ამაზე მსჯელობა ადვილია, მაგრამ არ მგონია, რომ შემდეგ მატჩებში ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.რაც შეეხება მამარდაშვილსა და კაშიას, ფეხბურთელებს სურთ, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. მამარდაშვილი მსოფლიო დონის გუნდშია, მაგრამ გიორგი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე კლუბებში სასტარტო შემადგენლობაში არ თამაშობენ და ეს დღევანდელი რეალობაა. სამწუხაროდ, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეც დაგვაკლდნენ.ცენტრალურ მცველებზე რომ ვისაუბროთ, კაშია ძალიან გამოცდილია, გოგლიჩიძეა~ – ნიჭიერი და პერსპექტიული. ვფიქრობ, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რადგან თუ არ თამაშობენ, ეს მათ ფორმაზე აუცილებლად აისახება. კიტეიშვილის არყოფნის გამო ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში შემდეგ შეხვედრას 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან გამართავს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გაიყო – რას ნიშნავს ეს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, A23a, „სწრაფად იშლება“ რამდენიმე უზარმაზარ „ძალიან დიდ ნაწილად“. მანამდე ის თითქმის ტრილიონ მეტრულ ტონას (1.1 ტრილიონი ტონა) იწონიდა და 3,672 კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა, რაც დაახლოებით აშშ-ის შტატ როდ-აილენდის ზომისაა.მეცნიერები აისბერგს 1986 წლიდან აკვირდებიან, როდესაც ის ანტარქტიდაში, ფილჩნერ-რონის შელფურ ყინულს მოწყდა. სად არის ახლა ყველაზე დიდი აისბერგიბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის (BAS) ოკეანოგრაფი ენდრიუ მეიერსი ამბობს, რომ აისბერგი სწრაფად იმსხვრევა და ძალიან დიდი ფრაგმენტები სცვივა, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული ყინულის ცენტრი დიდ აისბერგებად კლასიფიცირებს.„მეგააისბერგი“ ამჟამად დაახლოებით 1700 კვადრატულ კილომეტრამდეა შემცირებული, განაცხადა მეიერსმა. A23a ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიბმული, სავარაუდოდ მანამ, სანამ იმდენად არ შეიკუმშა, რომ ოკეანის ფსკერზე მოჭიდება დაკარგა.შემდეგ, 2020 წელს, აისბერგი ოკეანის დინებების მიერ იქნა აყვანილი, სანამ ისევ არ გაიჭედა ე.წ. ტეილორის სვეტში - მორევში, რომელიც წარმოიქმნება წყალქვეშა მთასთან შეჯახებისას. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აისბერგი კვლავ მოძრაობდა. მიმდინარე წლის მარტში ის კონტინენტურ შელფზე ჩაიძირა, მაგრამ მაისში კვლავ მოწყდა და დრეიფტი განაგრძო.ექსპერტმა აღნიშნა, რომ A23a „მიჰყვება ბედს“ სხვა მეგააისბერგების (A68 და A76) მსგავსად, რომლებიც ასევე დაიშალა სამხრეთ ჯორჯიასთან, ბრიტანეთის საზღვარგარეთულ ტერიტორიასთან სამხრეთ ატლანტის ოკეანეში.A23a ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორე აისბერგის ტიტულს ფლობს, თუმცა მეიერსის თქმით, ეს, სავარაუდოდ, „სწრაფად შეიცვლება“, რადგან ის „მომდევნო კვირების განმავლობაში ფრაგმენტაციას“ გააგრძელებს. უფრო თბილი წყლები და სამხრეთის გაზაფხულის დადგომა ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, „ძალიან პატარა აისბერგებად დაიშლება, რომელთა შემდგომი თვალყურის დევნებაც შეუძლებელია“.აისბერგის გახლეჩა ბუნებრივი პროცესია და მეცნიერებს ჯერ არ აქვთ მეგააისბერგების საკმარისი დაკვირვებები იმის დასადგენად, იზრდება თუ არა მათი რაოდენობა გლობალური დათბობის გამო. თუმცა, ცხადია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრილიონობით ტონა ყინული დაიკარგა გაძლიერებული გახლეჩისა და დნობის გამო, ძირითადად ოკეანის წყლების დათბობისა და ცვალებადი დინების გამო.ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება ანტარქტიდაში საგანგაშო ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზღვის დონის კატასტროფული აწევა გამოიწვიოს.

მარკო რუბიო – ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის

ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისივე თქმით, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.„ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, ყველას ვუთხარით, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, პრობლემებს შექმნით. იქნება რეაგირება, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ქმედებები, რომლებიც თქვენ გინახავთ, ან  სულ მცირე, ასეთი ქმედებების მცდელობები“, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები