ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა ოთხი მატჩი, ორი მოიგო და ამდენივე წააგო.
ბოლო ტურში ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება. როგორც წინასწარ ვვარაუდობდით, მერვედფინალში თამაში სწორედ ბოლო ტურის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.
მოცემულობა მარტივია: თუ საქართველო დაამარცხებს ბოსნიას, მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს.
ოღონდ ჯგუფში რომელ ადგილზე გავა, უკვე დღის ბოლო შეხვედრაზე, საბერძნეთი-ესპანეთის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.
უარესი ვარიანტი შანსით: საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგების შემთხვევაშიც რჩება ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი ევრობასკეტს დაემშვიდობებიან.
შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ოთხ-ოთხი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის.
C ჯგუფი | მოგება | წაგება | სხვაობა | ქულები |
საბერძნეთი | 3 | 1 | 342:268 | 7 |
იტალია | 3 | 1 | 307:279 | 7 |
ესპანეთი | 2 | 2 | 311:264 | 6 |
საქართველო | 2 | 2 | 291:302 | 6 |
ბოსნია-ჰერცეგოვინა | 2 | 2 | 317:325 | 6 |
კვიპროსი | 0 | 4 | 214:371 | 4 |
4 სექტემბერი – ხუთშაბათი | ||
16:00 ბოსნია-ჰერცეგოვინა VS საქართველო | ||
19:15 იტალია VS კვიპროსი | ||
22:30 ესპანეთი VS საბერძნეთი |
ჩვენი მეტოქე D ჯგუფიდან იქნება: საფრანგეთი, პოლონეთი, ისრაელი ან სლოვენია. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.
გთავაზობთ ამ ჯგუფის სატურნირო მდგომარეობას, დარჩენილი მატჩების განრიგს და თავად შეაფასეთ, ვის რომელ ადგილზე გასვლის რა შანსი აქვს.
C ჯგუფის პირველადგილოსანი D-ს მეოთხეს ხვდება, C2 – D3, C3 – D2, C4 – D1.
D ჯგუფი | მოგება | წაგება | სხვაობა | ქულები |
საფრანგეთი | 3 | 1 | 347:317 | 7 |
ისრაელი | 3 | 1 | 321:295 | 7 |
პოლონეთი | 3 | 1 | 331:356 | 7 |
სლოვენია | 2 | 2 | 363:356 | 6 |
ბელგია | 1 | 3 | 293:334 | 5 |
ისლანდია | 0 | 4 | 289:325 | 4 |
4 სექტემბერი – ხუთშაბათი | ||
საფრანგეთი VS ისლანდია | ||
ისრაელი VS სლოვენია | ||
პოლონეთი VS ბელგია |