ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025

ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს

ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახა კალაძის ცენტრალური საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, კახა კალაძე და მისი გუნდი არიან გარანტი, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება.„მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. მინდა, კახი კალაძეს მივულოცო დღევანდელი დღე, საარჩევნო შტაბის გახსნა. უკვე საბოლოო ფაზაში შედის ჩვენი საარჩევნო კამპანია. ეს არჩევნები, მე ვიტყოდი, შედარებით მოსაწყენია წინა არჩევნებთან შედარებით, რადგან კონკურენტები, უბრალოდ, არ ჰყავს კახა კალაძეს. არც პარტიულად გვყავს მაინცდამაინც კონკურენტები, თუმცა ჩვენით უნდა გავიხალისოთ ეს არჩევნები და მიზნად დავისახოთ რეკორდების დამყარება. მე ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით. გვექნება ძალიან ამბიციური მიზანი და პარტიული კუთხით უნდა მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს. მთავარი საფუძველი არის ის საქმეები, რაც პირადად კახა კალაძესა და მის გუნდს აქვთ გაკეთებული თბილისისთვის.ყველას გვახსოვს, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი რვა წლის წინ და, როგორ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში. გამორჩეული გემოვნებით, სიყვარულითა და გულისხმიერებით კეთდებოდა თითოეული საქმე. ამაში უპირველესი და მთავარი დამსახურება ეკუთვნის კახა კალაძეს. მე, როგორც რიგითმა თბილისელმა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საქმისთვის, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უკეთებია. გუნდის გარეშე შეუძლებელია ამ საქმეების კეთება. კახა კალაძეს ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი. ცოტა ხნის წინ გვქონდა თბილისის საკრებულოს ჯერ – მაჟორიტარების, შემდეგ პროპორციული სიის წარდგენა. ვიცით, როგორ ძლიერია მერიაში კახა კალაძის გუნდი. ეს გუნდი და, უპირველესად, კახა კალაძე არიან გარანტი, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად გალამაზდება და განვითარდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას, გაუმარჯოს კახა კალაძეს! წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ ორ მატჩს როგორ ჩავატარებთ – გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„რა თქმა უნდა, ნაკრებში დროში შეზღუდულები ვართ, თუმცა გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი იყო – ბევრი კარგი რამ შევისწავლეთ. მზადება კარგად მიდის და ხანმოკლე დრო პრობლემად არ გვექცევა.მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან თამაში, სადაც სამი გოლი გავუშვით. ახლა ბევრად უფრო გამოცდილი გუნდი ვართ, საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ვეცდებით, ქულები ავიღოთ.რეალისტები უნდა ვიყოთ. ესპანეთს ბევრჯერ ვეთამაშეთ და ძალიან რთული მოწინააღმდეგეა, მასთან ქულების დაგეგმვა თითქმის შეუძლებელია. თურქეთსა და ბულგარეთს რაც შეეხება, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა, მათთან წარმატებით უნდა ვითამაშოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ ორ მატჩს როგორ ჩავატარებთ – ეს არის გასვლის ერთადერთი შანსი. ესაა რეალობა“, – განაცხადა კაშიამ.საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„როცა რთული პერიოდი მქონდა, კორონა დამიდასტურდა, დიდი ტექსტი მომწერა…“ – რას იხსენებს კვარა

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უკვე ყოფილ თანაგუნდელ ნიკა კვეკვესკირზე საუბრობს.„კვეკვე არის ჩვენი თილისმა კაცი. ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ის იყო ჩვენთვის მაგალითი, თითოეული ახალგაზრდისთვის. როცა რთული პერიოდი მქონდა, ფინალის წინ კორონა დამიდასტურდა და მაშინ წავაგეთ, კვეკვემ მომწერა ძალიან დიდი ტექსტი და ეგ ტექსტი იყო მოტივაციის მომცემი. ყველაფერი უნდა გავაკეთო ამისთვის, რომ მე და კვეკვეს და არა მარტო კვეკვეს, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გვეთამაშა ერთ დღეს“, - ამბობს კვარა „პირველ არხთან“.დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გამტანი ნიკა კვეკვესკირი კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს.კვეკვესკირმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ამიერიდან ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფში იმუშავებს.

ექიმი ლალი ჯანაშია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა• პირველი და მთავარი პრეპარატი.• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.• ჟანგბადის მიწოდება.• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.3. ინტრავენური თერაპია• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).4. დამხმარე მედიკამენტები• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი.

სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს...

ბრალდებულები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ.ერთ-ერთი ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის თქმით, რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ.29 ნოემბერსაც მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვიდექით , კიდევ დაიძავა სიტუაცია, ჭიჭინაძის ქუჩაზე ახლობლის გამოსაყვანად ავედი, ჯიუტი ადამიანია და არ გამომყვა შუშის სარაჯიშვილის ბოთლი პოლიციის მხრიდან გამოფრინდა და მომხვდა, 4 ადამიანი იგინებოდა დიდ აგრესიას გამოხატავდა ჩემი მიმართულებით ხდებოდა ეს და მე ვერ დავიჯერე ცოტა მივუახლოვდი გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბუნებრივია მოჰყვა ჩემი რეაქცია ვიდეო მოჭრილია აქედან მეც სიტყვიერი შეურაცხ მივაყენე საგანი ეგდო რომელიც იქედან მოვიშორე საფრთხე არ შექმნია პოლიციელებს ძალიან მსუბუქი იყო მოგრძო საგანი. არცერთმა დაზარალებულმა არ თქვა რომ ჩემი ქმედებით საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს.„12 წლის ასაკი ის პერიოდია, როდესაც ჩემი ოჯახის ახლობელი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. მაღალჩინოსნები, პოლიციელები რომ არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი, რატომ შეიძლება არ დასჯილიყვნენ, ადამიანები ვერ გამოხატავდნენ პროტესტს. ეს ჩემ გარშემო ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ეს იყო შიში, რატომაც ვერ გამოხატავდნენ. მაშინ ვთქვი, რომ არ შემეშინდებოდა. იმის მერე ბევრჯერ გახდა აზრის გამოხატვა საჭირო ქუჩაში. ვერ მოვიტყუები, რომ ძალიან აქტიური ვიყავი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არც პასიური. შემოგდებული კანონის უკან გაწვევამ გააჩინა აზრი, რომ შესაძლებელი იყო რაღაცის მიღწევა პროტესტით. რუსული პოლიტიკური ტექნოლოგიების შედეგია ხალხის დაყოფა, ამ სცენარის ნაწილია ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება. თუ ჩვენ ვამაყობთ „ვეფხისტყაოსანით“, ვამაყობთ ჩვენი ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია, ამაზე მიდის თავდასხმა. მთავრობაში ვინც არიან, ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ, ჩვენს შვილებს უნგრევენ მომავალს. რუსთაველზე ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ, უსამართლობაზე მეტად არაფერი მეზიზღება. ერი ცოტა რამეზე ვართ შეთანხმებულები, მაგრამ შეთანხმებულები ვართ ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ, რომელმაც ასევე ისაუბრა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: „29 ნოემბერსაც მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვიდექით, კიდევ დაიძავა სიტუაცია. ჭიჭინაძის ქუჩაზე ახლობლის გამოსაყვანად ავედი, ჯიუტი ადამიანია და არ გამომყვა. შუშის ბოთლი პოლიციის მხრიდან გამოფრინდა და მომხვდა, ოთხი ადამიანი იგინებოდა, დიდ აგრესიას გამოხატავდა ჩემი მიმართულებით.  მივუახლოვდი, გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა ჩემი რეაქცია. ვიდეო მოჭრილია აქედან. მეც სიტყვიერი შეურაცხ მივაყენე, საგანი ეგდო, რომელიც იქედან მოვიშორე, საფრთხე არ შექმნიათ პოლიციელებს, ძალიან მსუბუქი, მოგრძო საგანი იტო. არცერთ დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ჩემი ქმედებით საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს“.რაც შეეხება ბრალდებულ ონისე ცხადაძეს, მან აღნიშნა, რომ ბრალს არ აღიარებს და კავშირი მასა და სხვა ბრალდებულებს შორის ვერ დადგინდება.„თავაწეულები რომ შედიან და გამოვლენ სინდისის პატიმრები ციხეში, ამ დროს გერმანიაში გაქცეული კაცი ნუ „გვებლატავება“ იქიდან. მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე უფრო კეთილია. ერთხელ თქვა, ვაჟა თოდუა რომ შემხვდეს ქუჩაში, დიდ სიკეთეს გავუკეთებო, მეც მიპატიებია. ამ დარბაზში არის დედაჩემი. იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა, ფეხზე დგას, მე რა წამაქცევს, სულ უვადო რომ მომისაჯოთ. მუხლის გადაკვალიფიცირებას არ ვემხრობით. მიყვარხართ ყველანი, ვინც სამშობლოსთვის იბრძვით. რაც არ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, თავი მაღლა აწიეთ, ისტორიის სწორ მხარეს ხართ. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ ამას გააკეთებდით, გაწირავდით. ციხის აღწერას დავიწყებ განაჩენის მერე, პირობები რომ გაგაცნოთ, იქ რაც დაგხვდებათ. ბოლოს მინდა, დავასრულო, თუ უვიზოს შევინარჩუნებთ, გავიგე, ჩვენს პროკურორებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან“, – აღნიშნა ცხადაძემ.როგორც ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილიმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარულისთვის ასამართლებენ.„გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულისთვის, აღარ გვინდა რუსეთი, ევროპა გვინდა. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა გუშინ და საქართველოს დასდო ბრალი. ეს მთავრობა მიიწევს რუსეთისკენ და უნდა მოვაშოროთ ეს მთავრობა. პროკურორებს მივმართავ, მალე მოვა დრო და საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით. ადვოკატებს მადლობა, რომ მსოფლიოს დაანახეთ მოღალატე პროკურორები და ცრუ მოწმეები. ვიბრძოლოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – განაცხადა ტერიშვილმა.ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ჯგუფურად არ მოქმედებდა და საპროტესტო აქციაზე დამოუკიდებლად მივიდა.„მადლობა ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს მორალური მხარდაჭერისთვის, დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი. არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ ბრალდებას, არ შემისრულებია არავის მითითებები, მით უმეტეს, ჩემთვის უცნობი ხალხის. ეს ადამიანები აქ გავიცანი. მივმართავ პროკურორებს, უუნაროები ბრძანდებით. 9 თვე რომ რაღაცას ამტკიცებთ და ბოლოში სხვა რაღაცას, გუშინდელი დღეც ამას ამტკიცებს. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავსი არაფერი ვიკადრეთ. ისევ შევხვდებით ერთმანეთს სასამართლო დარბაზში, ოღონდ ადგილების გაცვლით“, – აღნიშნა თეთრაშვილმა.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები