ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025

ბრიუს უილისის ბრძოლა დემენციასთან და ურთულესი რეალობა: “„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია“

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი ბრიუს უილისი 1955 წლის 15 მარტს დაიბადა. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. მისი მონაწილეობით ცნობილი ფილმებია „კერკეტი კაკალი“, „არმაგედონი“, „მეხუთე ელემენტი“ და სხვა.

ბრიუს უილისი რვა წლის ასაკიდან იწყებს სამოყვარულო დრამატულ სტუდიაში მეცადინეობას. მოსინჯა სიმღერაც ბლუზის ანსამბლში, თამაშობდა სტუდენტურ თეატრალურ კოლექტივთან. 1977 წელს, 22 წლის ასაკში მან დაანება თავი კოლეჯში სწავლას. მცდელობა მიეღო როლი კინოში, სცენაზე, ტელევიზიაში უშედეგოდ მთავრდებოდა.

უილისის დებიუტი კინოში შედგა 1987 წელს რეჟისორ ბ. ედვარდსის კომედიაში „ბრმად პაემანი“. ფილმი აღიარეს წარმატებულად და მან მსახიობს გაუხსნა ფართო ასპარეზი. ნიუ-იორკის პოლიციელის ჯონ მაკლეინის როლმა ფილმში „კერკეტი კაკალი“ და ფილმის კომერციულმა წარმატებამ საშუალება მისცა უილისს გაეგრძელებია თავისი გმირის ეკრანული ბიოგრაფია ორ გაგრძელებაში „კერკეტი კაკალი 2″ და „კერკეტი კაკალი 3“, რომელიც გადაიღეს 1995 წელს, ხოლო 2007 წელს გამოვიდა „კერკეტი კაკალი 4“.

ბრიუს უილისს, უკვე რამდენიმე წელია მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. 2022 წელს მისი ოჯახის გავრცელებული განცხადებით, მსახიობს აფაზია დაუდგინდა – მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის სერიოზული დარღვევა, რის გამოც უილისმა კინო კარიერა დაასრულა. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ პრობლემა უფრო რთულად იყო: 2023 წლის თებერვალში ექიმებმა მას ფრონტოტემპორალური დემენცია (FTD) დაუდგინეს – ნევროლოგიური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ მეტყველებაზე, არამედ ემოციებზე, ქცევასა და მეხსიერებაზეც.

 

დასაწყისში ოჯახი იმედოვნებდა, რომ მკურნალობისა და სწორი გარემოს დახმარებით დაავადების პროგრესირება შენელდებოდა. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში უილისის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. მას სულ უფრო მეტად უჭირს მეტყველება და ოჯახმა კომუნიკაციის საკუთარი ფორმები შექმნა. იმ ნიშნებითა და ჟესტებით, რომლითაც მსახიობი ახლობლებს პასუხობს.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ექიმი ლალი ჯანაშია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:1. დაუყოვნებლივი ადრენალინის შეყვანა• პირველი და მთავარი პრეპარატი.• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.2. სუნთქვის გზების უზრუნველყოფა• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.• ჟანგბადის მიწოდება.• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.3. ინტრავენური თერაპია• სწრაფი ინფუზია 0.9% NaCl-ის.• ჰიპოტენზიის დროს – ვაზოპრესორები (ნორადრენალინი, დოპამინი).4. დამხმარე მედიკამენტები• ანტიჰისტამინები (H1 და H2 ბლოკატორები).• გლუკოკორტიკოიდები (მეტილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) – რეციდივის პრევენციისთვის.5. ჰოსპიტალიზაცია და მონიტორინგი• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი.

სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს...

ბრალდებულები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ.ერთ-ერთი ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის თქმით, რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ.29 ნოემბერსაც მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვიდექით , კიდევ დაიძავა სიტუაცია, ჭიჭინაძის ქუჩაზე ახლობლის გამოსაყვანად ავედი, ჯიუტი ადამიანია და არ გამომყვა შუშის სარაჯიშვილის ბოთლი პოლიციის მხრიდან გამოფრინდა და მომხვდა, 4 ადამიანი იგინებოდა დიდ აგრესიას გამოხატავდა ჩემი მიმართულებით ხდებოდა ეს და მე ვერ დავიჯერე ცოტა მივუახლოვდი გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბუნებრივია მოჰყვა ჩემი რეაქცია ვიდეო მოჭრილია აქედან მეც სიტყვიერი შეურაცხ მივაყენე საგანი ეგდო რომელიც იქედან მოვიშორე საფრთხე არ შექმნია პოლიციელებს ძალიან მსუბუქი იყო მოგრძო საგანი. არცერთმა დაზარალებულმა არ თქვა რომ ჩემი ქმედებით საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს.„12 წლის ასაკი ის პერიოდია, როდესაც ჩემი ოჯახის ახლობელი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. მაღალჩინოსნები, პოლიციელები რომ არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი, რატომ შეიძლება არ დასჯილიყვნენ, ადამიანები ვერ გამოხატავდნენ პროტესტს. ეს ჩემ გარშემო ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ეს იყო შიში, რატომაც ვერ გამოხატავდნენ. მაშინ ვთქვი, რომ არ შემეშინდებოდა. იმის მერე ბევრჯერ გახდა აზრის გამოხატვა საჭირო ქუჩაში. ვერ მოვიტყუები, რომ ძალიან აქტიური ვიყავი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არც პასიური. შემოგდებული კანონის უკან გაწვევამ გააჩინა აზრი, რომ შესაძლებელი იყო რაღაცის მიღწევა პროტესტით. რუსული პოლიტიკური ტექნოლოგიების შედეგია ხალხის დაყოფა, ამ სცენარის ნაწილია ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება. თუ ჩვენ ვამაყობთ „ვეფხისტყაოსანით“, ვამაყობთ ჩვენი ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია, ამაზე მიდის თავდასხმა. მთავრობაში ვინც არიან, ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ, ჩვენს შვილებს უნგრევენ მომავალს. რუსთაველზე ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ, უსამართლობაზე მეტად არაფერი მეზიზღება. ერი ცოტა რამეზე ვართ შეთანხმებულები, მაგრამ შეთანხმებულები ვართ ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ, რომელმაც ასევე ისაუბრა ჭიჭინაძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: „29 ნოემბერსაც მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვიდექით, კიდევ დაიძავა სიტუაცია. ჭიჭინაძის ქუჩაზე ახლობლის გამოსაყვანად ავედი, ჯიუტი ადამიანია და არ გამომყვა. შუშის ბოთლი პოლიციის მხრიდან გამოფრინდა და მომხვდა, ოთხი ადამიანი იგინებოდა, დიდ აგრესიას გამოხატავდა ჩემი მიმართულებით.  მივუახლოვდი, გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა ჩემი რეაქცია. ვიდეო მოჭრილია აქედან. მეც სიტყვიერი შეურაცხ მივაყენე, საგანი ეგდო, რომელიც იქედან მოვიშორე, საფრთხე არ შექმნიათ პოლიციელებს, ძალიან მსუბუქი, მოგრძო საგანი იტო. არცერთ დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ჩემი ქმედებით საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს“.რაც შეეხება ბრალდებულ ონისე ცხადაძეს, მან აღნიშნა, რომ ბრალს არ აღიარებს და კავშირი მასა და სხვა ბრალდებულებს შორის ვერ დადგინდება.„თავაწეულები რომ შედიან და გამოვლენ სინდისის პატიმრები ციხეში, ამ დროს გერმანიაში გაქცეული კაცი ნუ „გვებლატავება“ იქიდან. მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე უფრო კეთილია. ერთხელ თქვა, ვაჟა თოდუა რომ შემხვდეს ქუჩაში, დიდ სიკეთეს გავუკეთებო, მეც მიპატიებია. ამ დარბაზში არის დედაჩემი. იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა, ფეხზე დგას, მე რა წამაქცევს, სულ უვადო რომ მომისაჯოთ. მუხლის გადაკვალიფიცირებას არ ვემხრობით. მიყვარხართ ყველანი, ვინც სამშობლოსთვის იბრძვით. რაც არ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, თავი მაღლა აწიეთ, ისტორიის სწორ მხარეს ხართ. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ ამას გააკეთებდით, გაწირავდით. ციხის აღწერას დავიწყებ განაჩენის მერე, პირობები რომ გაგაცნოთ, იქ რაც დაგხვდებათ. ბოლოს მინდა, დავასრულო, თუ უვიზოს შევინარჩუნებთ, გავიგე, ჩვენს პროკურორებს ერთმანეთი შეუყვარდებათ და დაქორწინდებიან“, – აღნიშნა ცხადაძემ.როგორც ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილიმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარულისთვის ასამართლებენ.„გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულისთვის, აღარ გვინდა რუსეთი, ევროპა გვინდა. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა გუშინ და საქართველოს დასდო ბრალი. ეს მთავრობა მიიწევს რუსეთისკენ და უნდა მოვაშოროთ ეს მთავრობა. პროკურორებს მივმართავ, მალე მოვა დრო და საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით. ადვოკატებს მადლობა, რომ მსოფლიოს დაანახეთ მოღალატე პროკურორები და ცრუ მოწმეები. ვიბრძოლოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – განაცხადა ტერიშვილმა.ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ჯგუფურად არ მოქმედებდა და საპროტესტო აქციაზე დამოუკიდებლად მივიდა.„მადლობა ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს მორალური მხარდაჭერისთვის, დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი. არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ ბრალდებას, არ შემისრულებია არავის მითითებები, მით უმეტეს, ჩემთვის უცნობი ხალხის. ეს ადამიანები აქ გავიცანი. მივმართავ პროკურორებს, უუნაროები ბრძანდებით. 9 თვე რომ რაღაცას ამტკიცებთ და ბოლოში სხვა რაღაცას, გუშინდელი დღეც ამას ამტკიცებს. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავსი არაფერი ვიკადრეთ. ისევ შევხვდებით ერთმანეთს სასამართლო დარბაზში, ოღონდ ადგილების გაცვლით“, – აღნიშნა თეთრაშვილმა.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა კალაძე – საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული და ცილისწამებას შეიცავს

საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული და ცილისწამებას შეიცავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მოსმენასთან დაკავშირებით, სადაც მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი, ასევე ჰელსინკის კომისიის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნათქვამია: „საქართველო ერთ დროს აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს“.„მთელმა საქართველომ იცის, ვინ არის აგენტურა, რას წარმოადგენენ, ვის ებრძვიან. ჩინეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სხვა ქვეყნები მიისწრაფვიან, რომ ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც ჩინეთს აქვს. საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეტად გაღრმავდეს, უფრო დაახლოვდეს ჩვენი ეკონომიკა. კონკრეტული კონგრესმენების განცხადებები ტყუილზეა დაფუძნებული, შეიცავს ცილისწამებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ჩანს, რა არის ჩვენი სულისკვეთება და მთავარი მიზანი – ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„შვილმა, კორპუსის სადარბაზოში, მამას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა…“ – დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მამის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.„დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს და პროკურორებს – ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით – ჩემი თხოვნაა, ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს,...

მინდა, მივმართო პროკურორებს და თქვენ - ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლოზე განაცხადა, სადაც ის საბოლოო სიტყვით სარგებლობს.როგორც ანდრო ჭიჭინაძემ აღნიშნა, ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.„მინდა, მივმართო პროკურორებს და თქვენ ეს ჩემი აზრია, ჩემი სახელით ვლაპარაკობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქვს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემ მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას „ჩვენ”, რადგან არ მაქვს ამის უფლება. დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ..თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა - თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მიიღებთ მონაწილეობას. ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ…შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ ის, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს ეხება, ბატონ ვაჟას მეტად...ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს",-აღნიშნა ჭიჭინაძემ.მისივე თქმით, „არც ერთმა დაზარალებულმა და თვითმხილველმა არ თქვა რომ მისი ქმედებით დაზიანება მიიღო“.„არც ერთმა დაზარალებულმა თვითმხილველმა არ თქვა, რომ ჩემი ქმედებით დაზიანება კი არა საფრთხე შეექმნა ვინმეს, ასეთი ადამიანი არ არსებობს...ჯგუფურობაზე არაფერს ვიტყვი მოგონილია“,-აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.მისივე თქმით, არასდროს გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და ყველა ვისაც შეეძლო ბოროტად იყენებდა ამ ინსტიტუტს.„ამის პიკი იყო წინა ხელისუფლება, ამ ხელისუფლებამ კარგად დაიწყო ამ ინსტიტუტის გაჯანსაღება, საბოლოო ჯამში გადასარევად გაგრძელდა იგივე, რაც იქამდე ხდებოდა, დღეს სასამართლოს შეუძლია არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღება...პირველ სამ აღკვეთზე მოსამართლეებმა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომელ მოწმეების ზემოქმედებაზე და დანაშაულის განმეორებაზეა საუბარი? მიმალვა თავიდანვე მოიხსნა, თუმცა სამივე მიზეზი არარელევანტური იქნებოდა... როგორ უნდა მემოქმედა მოწმეებზე, როცა პროკურატურა აკეთებდა ამას...შეიძლება 40 კაცს, რომლებიც აქ იყვნენ და არ იცნობდნენ ერთმანეთს, თეორიულად წარმოგიდგენთ, რომ ერთი და იგივე აზრი მოუვიდეს თავში“,- აღნიშნა ჭიჭინაძემ, რომლის საბოლოო სიტყვას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ბოლო სიახლეები