ორშაბათი, აგვისტო 25, 2025

დღეს ბუტა რობაქიძეს 40 წელი შეუსრულდებოდა

24 აგვისტოს, ბუტა რობაქიძის დაბადების დღეა.

მის საფლავთან ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბებნენ.

2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, დიდუბეში, პატრულმა ავტომანქანა გააჩერა. ვტომანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა.

პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა  ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.

მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები რობაქიძის გვამთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აიათოლა ალი ხამენეი – ადამიანები, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუაციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია

ადამიანები, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუაციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.ხამენეის თქმით, თეირანი არასდროს დაემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას.„მათ სურთ, რომ ირანი დაემორჩილოს ამერიკას. ირანელი ერი მთელი თავისი ძალით დაუპირისპირდება მათ, ვისაც ასეთი მცდარი მოლოდინები აქვთ. ადამიანები, რომლებიც გვთხოვენ, რომ არ გამოვაქვეყნოთ ლოზუნგები აშშ-ის წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია“, – აღნიშნა ხამენეიმ.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, თავდაპირველად, ადგილობრივმა გამოცემა "გურიის მოამბემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის დინებამ წაიღო.მომხდარზე გამოძიება გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ 146-146 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთმა ასევე დაიბრუნა კურსკის ოლქის რვა მცხოვრები.როგორც რუსეთში აცხადებენ, გათავისუფლებული ტყვეები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც მათ აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ სამხედროებს რუსეთში ჩაიყვანენ, სადაც ისინი მკურნალობას და რეაბილიტაციას თავდაცვის უწყების სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან.რუსეთში ასევე აცხადებენ, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯეი დი ვენსი – იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის ომი არაუმეტეს ექვს თვეში დასრულდება

იმედი მაქვს, რუსეთ-უკრაინის ომი არაუმეტეს ექვს თვეში დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.„ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ვენსმა ოპტიმიზმი გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიპლომატიის მიმართ.„ახლა ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ენერგიულ დიპლომატიაშია ჩართული, რათა მკვლელობების შეჩერება სცადოს. ვფიქრობ, ამერიკელმა ხალხმა ამით უნდა იამაყოს, რაც არ უნდა იყოს ამის შედეგი. დასრულდება ომი სამ თვეში თუ ექვს თვეში – იმედი მაქვს, რომ არაუმეტეს ექვს თვეში – ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს მკვლელობების შეჩერებას. ზოგჯერ გვგონია, რომ რუსებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და ზოგჯერ, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ის ძალიან იმედგაცრუებულია რუსებით. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც ამის მისაღწევად გვჭირდება და არ მგონია, რომ ეს ერთ ღამეში მოხდეს“, – განაცხადა ვენსმა.მისი თქმით, მკვლელობების შეჩერება დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა რუსები და უკრაინელები რაიმე შუალედური პოზიციის პოვნას. ამასთან, ვენსის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნახეს გარკვეული სახის დათმობები როგორც უკრაინის მხრიდან, ისე რუსეთისგან.„ჩვენ გვჯერა, რომ უკვე ვნახეთ ორივე მხარისგან მნიშვნელოვანი დათმობები, სულ რაღაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მე არ მითქვამს, რომ რუსები ყველა დათმობაზე წავიდნენ. მაგრამ რაც მათ დათმეს, არის აღიარება, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეინარჩუნებს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღიარეს, რომ კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას ვერ შეძლებენ. მათ აღიარეს, რომ საჭიროა უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. წავიდნენ თუ არა ისინი ყველა საკითხზე დათმობაზე? რა თქმა უნდა, არა. უნდა დაეწყოთ თუ არა ომი? რა თქმა უნდა, არ უნდა დაეწყოთ, მაგრამ ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ვენსმა.

„დაბადების დღეს გილოცავ იმიერში… დღეს მძიმე დღე გვაქვს… 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა“ – მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე

ყველასთვის საყვარელ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს, სოციალურ ქსელში კოლეგები და მეგობრები ემოციური სტატუსებით ემშვიდობებიან.მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე წერს, რომ დღეს მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა: „მამუკა!!!  დაბადების დღეს გილოცავ იმიერში. დღეს მძიმე დღე გვაქვს შენ ახლობლებს. 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა. ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს. შენი შემოქმედება უკვდავია, ჩვენო გენიოსო!!!“ – წერს ხათუნა ჭავჭანიძე სოციალურ ქსელში. 

ბოლო სიახლეები