27-მა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც ისრაელს მოუწოდებენ, ღაზაში დაუყოვნებლივ დაუშვან უცხოური მედია.
„ჟურნალისტები და მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ომის რეალობის განსაზღვრაში. კონფლიქტის ზონებში წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ როლის ეფექტურად შესასრულებლად. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას. ასევე მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა ძალადობას. მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას და ყველა სხვა მხარეს, რომ ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ღაზაში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ შესრულება“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, განცხადების ხელმომწერი ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტის, ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული ნაკადის შეუფერხებელი წვდომისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მოწოდებით გამოდიან.
განცხადების ხელმომწერები არიან: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ჩილე, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სიერა ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.