პარასკევი, აგვისტო 22, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია, პრემიერმაც ისაუბრა, რომ ჩვენს ქალაქს ბევრი სპორტული ობიექტი შეემატება. ასევე, რეგიონებში იგეგმება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ახალი საფეხბურთო ცენტრის „ავაზას“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მერს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და დედაქალაქის მერს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს სკოლა დაბრუნებოდა საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდა თაობას. ემოციურად ვარ განწყობილი, 12 წლის ასაკში, თბილისში სწორედ აქ დავიწყე ფეხბურთელის კარიერა. მახარებს დღეს განახლებულ საფეხბურთო სკოლას რომ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს სკოლა გაიხსნა, მაშინ ვინც დაიწყო აქ ფეხბურთის თამაში, უკვე შვილიშვილები ჰყავთ  და ტრადიცია, რომელიც საფეხბურთო სკოლა ავაზას ჰქონდა გაგრძელდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. პრეზიდენტის განმარტებით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ფეხბურთის თამაშის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„გვსურს, მოსახლეობა ჯანსაღი ცხოვრების წესით იყოს დაკავებული. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მუდმივად ვსაუბრობთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრთან, რომ ეს პროცესი იყოს განგრძობადი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სპორტში ჩართული“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელებაა იმ წარმატებების საფუძველი, რასაც  ქართველმა ფეხბურთელებმა მიაღწიეს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილავთ.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს UEFA -ს ეროვნული ასოციაციების სამმართველოს დირექტორის მოადგილე ტიერი ფავრიმ და   FIFA-ს რეგიონულმა კოორდინატორმა მარკო ფერიმ მიმართეს.

კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. მის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ ბოჟაძე -„ლევან გაჩეჩილაძე – შეუვალი ლიდერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა 2007 წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. 2 ნოემბრის აქციის ორგანიზებისთვის მთელი საქართველო მოვიარეთ, ყველა რეგიონი, ყველა რაიონი და 150 000 მოქალაქე შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე. 5 ნოემბერს, მოთხოვნების არ შესრულების გამო ლიდერებმა შიმშილობა გამოაცხადეს. 7 ნოემბერს, დილით ადრე მოშიმშილეები დაარბიეს, მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით. 2007 წლის 7 ნოემბერმა, 2012 წლის 1 ოქტომბერი მოიტანა, ქართველი ხალხის და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება! ლევან გაჩეჩილაძე ამ პროცესის გამორჩეული ლიდერი იყო, დიდება მის ხსოვნას! არავინ და არაფერია დავიწყებული!

Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, თუკი დარღვევები გამოვლინდება, ამ პირებს ვიზები გაუუქმდებათ, ხოლო მათი მფლობელები დეპორტირებულნი იქნებიან.უწყების განცხადებით, ვიზის ყველა მფლობელი გადის „მუდმივ შემოწმებას“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.ამ პროცესის ფარგლებში ხდება სამართალდამცავი ორგანოების მონაცემების, საიმიგრაციო ჩანაწერების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.

27 ქვეყანა ისრაელს ღაზაში უცხოური მედიის დაშვებისკენ მოუწოდებს

27-მა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც ისრაელს მოუწოდებენ, ღაზაში დაუყოვნებლივ დაუშვან უცხოური მედია.„ჟურნალისტები და მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ომის რეალობის განსაზღვრაში. კონფლიქტის ზონებში წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ როლის ეფექტურად შესასრულებლად. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას. ასევე მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა ძალადობას. მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას და ყველა სხვა მხარეს, რომ ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ღაზაში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ შესრულება“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.ამასთან, განცხადების ხელმომწერი ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტის, ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული ნაკადის შეუფერხებელი წვდომისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მოწოდებით გამოდიან.განცხადების ხელმომწერები არიან: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ჩილე, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სიერა ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.

ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მამუკა ჩარკვიანმა გულწრფელი შემოქმედებითა და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ბატონმა მამუკამ თავისი გულწრფელი შემოქმედებით და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ დაუყოვნებელი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.ამასთან, ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის დივიზიაში ჩასვლისას განაცხადა, მუშაობს ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების შესახებ მთავრობის გეგმის დამტკიცებაზე.„ჩვენ გადამწყვეტი გამარჯვების ეტაპზე ვართ. დღეს აქ ჩამოვედი, რათა დამემტკიცებინა გეგმები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა წარადგინეს ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ. ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ბოლო სიახლეები