ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025

ირინოლა ჩარკვიანი-წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული…. შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში…სტროფში…. მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო… ჩემ სევდას გულში შევინახავ და მეყვარები სამარადისოდ

,,სიცარიელე… სევდის სინაზე… 😓
…წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული…. 💔
შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში…სტროფში….
მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო…
ჩემ სევდას გულში შევინახავ და მეყვარები სამარადისოდ
“ახლა რა ვუყო…”-წერს მამუკა ჩარკვიანის ქალიშვილი ირინოლა ჩარკვიანი.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, ემსახურება იმას, რომ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და საქართველოს ხელისუფლება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ  „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებას, სადაც საუბარია  დაპატიმრებული პირების, მათ შორის მზია ამაღლობელის ინტერესებისთვის ბრძოლაზე, კონკრეტული მიზანი გააჩნია.„მე არ ვიცი, რას ემსახურება ამ ტიპის უაზრო განცხადებები, სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ, რადგან არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც  ადამიანები ჩადიან დანაშაულს. ამ ფონზე მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვიღაცები გადაარწმუნონ, აზრი შეუცვალონ, მაგრამ რას უშვრებიან დაკავებულთა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებს? ყველამ  ნახა, მაგალითად, ქალბატონი მზია ამაღლობელი  როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს. ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ჩვენ ვიცით“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანია ქვეყნის იმიჯის, საქართველოს ხელისუფლების დაზიანება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.„ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი და საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ ყველაზე მთავარი არის საქართველოს მოსახლეობის აზრი და ამაში უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება რეალურად, ძალიან კარგად აფასებს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გარედან გაგიჟებულები იბრძვიან ვითომ საქართველოს დემოკრატიისთვის, თითქოს ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე გული შესტკივათ. რეალურად მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ის, რომ როგორმე ხელისუფლების სადავეები ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ მაშინვე ქვეყანა ჩართონ ომში რუსეთის წინააღმდეგ და გააღვივონ ის პროცესები, რაც ხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობისას, ნიკა გვარამია „მაკკეინის ინსტიტუტის“ დავალებით შეიწყალა, როგორც ამაზე „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაშია საუბარი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არ არის.„არაფერია გამორიცხული, ნუ გაგიკვირდებათ. სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე ჩვეულებრივი აგენტი, როგორც დანარჩენი რადიკალები – გვარამია და სხვები. არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი აგენტურაა – ჰყავთ თავიანთი პატრონები და რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. არც ეს არის გამორიცხული, რაზეც თქვენ ხაზი გაუსვით, რომ სალომე ზურაბიშვილს მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება, უბრძანეს, დაავალეს, რომ ის ყოფილიყო გათავისუფლებული“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე – არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას

ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, მას ოპოზციის მერობის ერთიან კანდიდატზე საუბრის ინტერესი არ აქვს.„მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე. მე ვესაუბრები მოსახლეობას, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ვსაუბრობ იმ პროექტებზე, რაც გავაკეთეთ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც. არც იმის გვერიდება, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც თბილისში ძალიან ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. თბილისში, თავისი სიძველიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს.ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს, ვერ ხედავს, თუმცა ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ეთელ კატერჰემი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეთელ კატერჰემი 1909 წლის 21 აგვისტოს, ტიტანიკის ჩაძირვამდე 3 წლით ადრე დაიბადა. ბრიტანელი ქალი უკანასკნელი ადამიანია, რომელიც ედუარდ VII-ს მეფობას მოესწრო, რომლის შვილთაშვილის შვილმა, მეფე ჩარლზ მესამემ, კატერჰემს სპეციალური მისალოცი ბარათი გამოუგზავნა.

მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას...

„ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის  აკადემიის  106 წლის იუბილესა და  აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს აკადემიის 106 წლის იუბილე მიულოცა და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, სიტყვით მოგმართოთ ღირსეულ, მამაც და პატრიოტ მამულიშვილებს, ჯარისკაცებს, ვინც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე ძვირფასს - ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას იცავთ. დღეს ჩვენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმიანობაში. განსაკუთრებით გილოცავთ კურსდამთავრებულებს, ვინც იმ დიდებული ქართველი ოფიცრების რიგებს უერთდებით, რომელთა სიმამაცეზე, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმზე იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ქვეყნის ღირსება და უსაფრთხოება!“- განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას,  ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებას და სამშობლოს უანგარო სიყვარულს.„თქვენ ხართ ადამიანები, ვინც უნდა იყოს ქართული, პატრიოტული, შეუდრეკელი სულის მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისთვის. ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას,  ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებასა და სამშობლოს უანგარო სიყვარულს. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გერქვას ღირსეული ჯარისკაცი, ნიშნავს რომ განუხრელად იცავდე ამ პრინციპებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და უწყების თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის. მიხარია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გაიზარდონ უმაღლესი დონის ოფიცრები. პროფესიული მომზადების მიღმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენთუზიაზმს, სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ ქვეყნის შვილებს ისტორიულად მოგვდგამს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე სამშობლოს დაცვას ეხება“- განაცხადა პრეზიდენტმა.ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. ასევე,  მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, აკადემიის ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.

ალეკო ელისაშვილი – ვიცი, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ჩვენც გვინდა, უბრალოდ, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ პროცესს, სხვა სტრატეგია გვაქვს და ჩვენი გზებიც აქ...

ვიცი, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ჩვენც გვინდა, უბრალოდ, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ პროცესს, სხვა სტრატეგია გვაქვს და ჩვენი გზებიც აქ იყოფა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილს დიდ პატივს სცემს.„ლევანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან ყოჩაღი, გულადი ბიჭია და ძალიან მონდომებული. ვიცი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ამ ხელისუფლების. უბრალოდ, ჩვენც ანალოგიურად გვინდა, რომ დავამარცხოთ და გამოვყაროთ ამ ხელისუფლებიდან, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებთ ამ პროცესს და სხვა სტრატეგია გვაქვს, ლევანს და დანარჩენებს – სხვა სტრატეგია, ჩვენი გზებიც მანდ იყოფა. ჩვენ ჩვენს გზაზე გაგვიმარჯოს, ლევანს – თავის გზაზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.ჟურნალისტის კითხვაზე, უწერია თუ არა მშვიდობიან რევოლუციურ გზას განხორციელება, ელისაშვილმა უპასუხა, რომ 4 ოქტომბერს გამოჩნდება.„აღდგომა და ხვალეო, მაგას გავიგებთ 4 ოქტომბერს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს“.

ბოლო სიახლეები