ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველო თუ ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას.

„2025 წლის 29 იანვარს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2585 (2025), რომელიც ამტკიცებდა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას იმ პირობით, რომ საქართველო 2025 წლის აპრილამდე შეასრულებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და გამოაცხადებდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს გაუმჯობესებული პირობებით.

ნაცვლად ამისა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნის წინაშე დგანან. ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის აღმოფხვრის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული ხანგრძლივი კამპანია.

გარდა ამისა, ქართულმა დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. რეპრესიებისა და გამოყოფის ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებს და უგულებელყოფს ასამბლეის ავტორიტეტს. ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრ სახელმწიფოში ავტორიტარული უკუსვლის იგნორირება ამ ინსტიტუტის საფუძველს ძირს უთხრის. თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, ჩვენ არსებითი საფუძვლით გავასაჩივრებთ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას და მოვუწოდებთ ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს გარიცხვის პროცესი ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლში მოხსენიებული ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გავავრცელოთ-8 წლის ეკატერინეს საზოგადოების დახმარება სჭირდება, ბოლო 2 წელია მძიმე სენს ებრძვის

ეკატერინე, 8 წლის ბოლო 2 წელია მძიმე სენს ებრძვის, თურქეთის კლინიკაში მკურნალობის შემდეგ ბავშვს რეციდივი ფაუდასტურდა. ოჯახი ისრაელში მკურნალობას გეგმავს, ეს დედის წერილია: “ჩემს შვილს, ეკატერინე ოსიყმიშვილს კიდევ ერთხელ სჭირდება თქვენი დახმარება! თქვენ იცით, რა რთული გზები გაიარა მან მკურნალობის! თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი ამ გზაზე და მეიმედებოდით! გთხოვთ, ამჯერადაც გამიწიოთ დახმარება!როგორც იცით, მას თავის ტვინის იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე-ასტრობალსტომ MN1 გლიომის მაღალი სტადია დაუდასტურდა! ოპერაციის შემდეგ იმკურნალა თურქეთში,სოლიდარობის ფონდის დახმარებით. ეხლა სასწრაფოდ საჭიროებს ისრაელის კლინიკაში გადაყვანას, ვინაიდან მკურნალობის დამთავრებიდან 9 თვეში რეციდივი აღმოაჩნდა და მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ იქნა შეთავაზებული! რამოდენიმე ქვეყანამ მისი დიაგნოზის სიმძიმის გამო უარი განაცხადა მიღებაზე! მარტო ერთი ქვეყანა ისრაელი არის თანახმა! მაგრამ მკურნალობას ისე ვერ დაგვიწყებს თუ ისევ ლაბორატორიული გამოკვლევა არ ჩაატარა! რაშიც კლინიკა 50 000$ ითხოვს დეპოზიტზე! ჯანდაცვის სამინისტრო დამპირდა 10 000$ სხვა დარჩენილი თანხა სასწრაფოდ არის გადასარიცხი კლინიკის ანგარიშზე,ვინაიდან ორი თვეა მკურნალობის გარეშეა ბავშვი!საქართველოს ბანკი #GE02BG0000000609822702თბს ბანკი #GE07TB7149945064300082ლიბერთი ბანკი #GE10LB0711101941990340მიმღები ნ.გ პ/ნ 62006052093

მძიმე ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაღუპულია 4 ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე მძიმე ავარიის შედეგად 4 პირი დაიღუპა.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ბიძგები სენაკთან, სოფელ გახომელასთან დაფიქსირდა.მიწისძვრის სიმძლავრემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა.

ირაკლი ნადარეიშვილი – სახელმწიფოს საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტარტაპების დაგენერირებულმა ეკონომიკურმა სარგებელმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო სხვადასხვა ინსტრუმენტით აქტიურად არის ჩართული ეკოსისტემის მხარდაჭერაში, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.მინისტრის მოადგილემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ საგრანტო პროგრამების ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში 250-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო საგრანტო დაფინანსება. ნადარეიშვილის ინფორმაციით, მათ მიერ გენერირებული ჯამური ეკონომიკური სარგებელი როგორც შემოსავლების, ასევე მოზიდული ინვესტიციის თვალსაზრისით 700 მილიონ ლარზე მეტია.150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპისთვის შერჩეული 50 მონაწილე სტარტაპერი 150 პრეტენდენტიდან შეირჩა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესიდეების შესახებ განაცხადები ელექტრონული პორტალის – www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინეს. შერჩეული სტარტაპერები გადამზადდნენ ბიზნესგეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით.თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული მენტორები ამზადებენ. გამარჯვებულები 2025 წლის 17 სექტემბერს გამოვლინდებიან. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.„ეს პროგრამაც და მთელი რიგი სხვა ღონისძიებებიც, სახელმწიფოს ჩართულობით განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველო ნამდვილად ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი რეგიონში ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ასევე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება, მაგალითად, წლის ბოლოსთვის საქართველოში შემოვა ოთხი ახალი საერთაშორისო, უმაღლესი კატეგორიის აქსელერატორი, რაც ხელს შეუწყობს ქართული ეკოსისტემის, ქართული სტარტაპების კიდევ უფრო მეტ დაახლოებას გლობალურ ბაზრებთან და ხელმისაწვდომობას საერთაშორისო ინვესტიციებზე“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიას, შესაბამისად წევრობის და უსაფრთხოების გარანტიების ერთმანეთთან დაკავშირება არასაჭირო და საშიშია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება არ ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიას, შესაბამისად წევრობის და უსაფრთხოების გარანტიების ერთმანეთთან დაკავშირება არასაჭირო და საშიშია. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.„დადასტურდა, რომ მესამე მსოფლიო ომის რისკის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ ტრამპი-პუტინის შეხვედით. დადასტურდა, რომ იზოლაციის სტრატეგია წარუმატებელია. დადასტურდა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფრონტის ხაზზე გადაწყვეტა შეუძლებელია და ამის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით არის შესაძლებელი. დადასტურდა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიას, შესაბამისად წევრობის და უსაფრთხოების გარანტიების ერთმანეთთან დაკავშირება არასაჭირო და საშიშია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ორბანი ასევე მიესალმება ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებების დროს გადადგმულ ნაბიჯებს და მხარდაჭერას უცხადებს მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებას.ვიქტორ ორბანის ინიციატივაა, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე მიიწვიოს ევროპა-რუსეთის სამიტი.ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთ ნაწილად განიხილავს.

ბოლო სიახლეები