კვირა, აგვისტო 17, 2025

შალვა პაპუაშვილი – პუტინი დაეთანხმა ტრამპს, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო, თუ აშშ-ის პრეზიდენტს ჰქონდა ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს

დონალდ ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ სურს ომების დასრულება და მშვიდობის მიღწევა, ხოლო უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი. ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ აშშ-ის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.

„აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, რომლის სლოგანადაც შეირჩა „სწრაფვა მშვიდობისკენ“, მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად.

არჩევის დღიდან პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ სურს ომების დასრულება და მშვიდობის მიღწევა, ხოლო უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი. ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას. ომის აცილება შესაძლებელი იყო. ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.

ამგვარი მოსაზრება ახალი არ არის. თუმცა, პრეზიდენტების შეხვედრაზე ეს ფორმალურადაც დადასტურდა. მანამდე კი იყო სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაც, რომ უკრაინის ომი ე.წ. პროქსი ომია, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი. ეს დასტური კი პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ უცხოელი მტერ-მოყვარეები და მათი ინტერესების მომსახურე შინნაზარდი სასარგებლო იდიოტები.

ამასთან, ეს დასტური ასევე პირდაპირ ააშკარავებს, რატომ არ დაიწყო საქართველოში ომი 2022 წელს. იმიტომ, რომ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის იარაღად გამოყენება უნდოდათ, 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებაში დახვდნენ პატრიოტები და არა – მარიონეტები.

არ დაგვავიწყდეს, რომ ომამდე ხუთი თვით ადრე, როდესაც უკვე ნათელი იყო, საით მიდიოდა საქმე, რეფერენდუმად გამოცხადებული 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღისთვის უცხოურმა სპეცსამსახურებმა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს, რათა ძალადობრივი სცენარით ხელისუფლება შეეცვალათ.

დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რა იყო ამ გეგმის მიზანი – სახელისუფლებო კაბინეტებში დახვედროდათ ის ხალხი, ვინც „შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზე“, „ბომბების წვიმაზე“ და „ათი ათასი რუსი ჯარისკაცის აქ დაკავებაზე“ უყოყმანოდ ეტყოდა თანხმობას და საქართველოს გლობალური დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე მორიგი კომბინაციისთვის გაწირულ პაიკად აქცევდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრაგედია საქართველოს სახალხო არტისტის, ვალერი სიჭინავას ოჯახში

საპატიო ჩხოროწყუელს, "ჯანსულოს" ლეგენდარულ შემსრულებელს, საქართველოს სახალხო არტისტს, ვალერი სიჭინავას შვილი გარდაეცვალა."თანაგიგრძნობთ ვალერი და იზა. ძალიან მეწყინა დასანანია ასე ახალგაზრდა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს პაატას ალალ და კეთილ სულს.",- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

„როიტერი“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უარყო ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დონეცკის მთლიანი ოლქის დათმობის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დონეცკის მთლიანი ოლქის დათმობის შესახებ, ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარს, რომელიც, უკრაინის ლიდერის თქმით, საათნახევარი გაგრძელდა, ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილია დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, რომელზეც სააგენტო „როიტერის“ წყაროს ცნობით, ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეული.მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინმა შესთავაზე ფრონტის ხაზის გაყინვა, თუ უკრაინა სრულად გაიყვანს თავის ძალებს დონბასიდან, რაც ზელენსკიმ გამორიცხა.ამასთან, გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს.დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ. ლიდერების მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.

ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო ავიაკომპანია Air Canada-ს ყველა რეისი გაუქმდა

ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო ავიაკომპანია Air Canada-ს ყველა რეისი გაუქმდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დღეში დაახლოებით 130 ათასს მგზავრს შეეხება.პროფკავშირმა, რომელიც ავიაკომპანიის 10 ათას ბორტგამცილებელს წარმოადგენს, გაფიცვა შაბათს დილიდან გამოაცხადა. გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ, ხმელეთზე ყოფნის სამუშაო საათების ანაზღაურებას ითხოვენ.Air Canada-მ, რომელიც მსოფლიოს 180 ქალაქში ასრულებს პირდაპირ რეისებს, აცხადებს, რომ გაფიცვის პირველ დღეს გაუქმდა 623 ავიარეისი. კომპანიაში ამბობენ, რომ პროფკავშირთან მოლაპარაკებების დროს ბორტგამცილებლებს ოთხი წლის განმავლობაში ანაზღაურების ჯამში 38%-ით გაზრდას დაჰპირდა, საიდანაც 25%-ით ზრდა პირველ წელს მოხდება.პროფკავშირების განცხადებით, შეთავაზება არ შეესაბამება ინფლაციას, საბაზრო ღირებულებას და მინიმალურ ანაზღაურებას, ასევე შეთავაზება არ ითვალისწინებს გარკვეული სამუშაო საათების, კერძოდ, ბორტზე ასვლამდე და აეროპორტებში რეისების შესრულებამდე საათების ანაზღაურებას.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა – ამინდი მკვეთრად შეიცვლება

16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ონლაინ-კაზინო ათობით მილიონის მოგებას იღებს

შპს „NAITIVE APPS“ უკრაინის აზარტულ ბიზნესში 2022 წლიდან, Super Gra-ს ბრენდის ქვეშ ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილია, თუმცა ამჟამად ბენეფიციარ მესაკუთრედ დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორი, ბექა პაატაშვილია მითითებული.ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამავე კომპანიის ხელმძღვანელი და მეწილე იყო ნატალია ივანოვნა პანჩენკოც. იგივე პიროვნება 2019 წელს მართავდა შპს PROJECT PARTNERS-ს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე დავით კეზერაშვილია. 2025 წლის მხოლოდ პირველი ორი კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიის შემოსავალი 2 483 819 800 უკრაინული გრივნაა, წმინდა მოგება - 127 637 300 გრივნა. 2024 წელს შემოსავალი 4 685 749 900 გრივნა, 2023 წელს კი 604 794 200 გრივნა იყო.

ბოლო სიახლეები