სამშაბათი, აგვისტო 4, 2026

საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია – “საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია” ჩამოყალიბდა. მისი მიზანი  საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სხვა მფლობელების უფლებების, შემსრულებლების, ქართველი ავტორებისა და ფონოგრამის მწარმოებლების უფლებების დაცვაა. ორგანიზაციის მართვას სათავეში უდგას და-ძმა: ალექსანდრე და თამარ გვარიშვილებიაღსანიშნავია, რომ მათი ოჯახის მეგობრების წრეში ძალიან ბევრი ხელოვანია. სწორედ მათი სათანადო დაფასება გახდა და-ძმის მიერ ასოციაციის შექმნის ინსპირაცია. 

ასოციაციის ამჟამინდელი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიის – „Rozum-b2b” ფლეიერის დანერგვა. მასში ჩატვირთულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული ნაწარმოებები, რომლებზეც ექსკლუზიური უფლება ისეთი ცნობილი ხმისჩამწერი ბრენდებისგან აქვთ, როგორებიცაა: Sony და Warner Music. ეს მოწყობილობა გასართობი სივრცეების მუსიკალურად გაფორმებისთვის გამოიყენება და ამავდროულად აღრიცხავს მსოფლიოს რომელ ნაწილში, რა დროს რა მუსიკა უკრავს. ერთი სიტყვით, ფლეიერი საშუალებას იძლევა, მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების იდენტიფიცირება და შემოქმედი ადამიანის შრომის სათანადოდ, ობიექტურად და მაქსიმალურად სწრაფად ანაზღაურება. ამ ყველაფერზე დასაკვირვებლად კი იქმნება ვებ პლატფორმა Rozum.ge.

პლატფორმისა და ზოგადად მოწყობილობის შესახებ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი გაგვესაუბრა:

“Rozum.ge-ზე დარეგისტრირება შეეძლებათ ფლეიერის მომხმარებლებსა და ნაწარმოებების ავტორებს. მომხმარებელის დარეგისტრირებისას, მან უნდა აირჩიოს, სად უნდა დაუკრას ფლეიერმა – რესტორანში, კაფეში, სპორტული დარბაზსა თუ სხვა ნებისმიერ ადგილას.. ვებგვერდზე შესული ადამიანი ნახავს სპეციალურად შექმნილ ფლეილისტებს. ასევე, მას თავად შეუძლია, გააკეთოს ფლეილისტი. შესაძლებელია ასევე ერთ თვიანი ფლეილისტის გაკეთებაც, შემდეგ კი მასში მუსიკის ცვლა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

რაც შეეხება ავტორს, მას ექნება თავისი კაბინეტი და იქ დეტალურად დაინახავს, რომელ ქვეყანაში რომელ ობიექტზე როდის გაიჟღერებს მისი ნაწარმოები. აღირიცხება ამ ნაწარმოების გაჟღერების სიხშირეც და შემდეგ გამოყოფილი ფული ავტომატურად დაირიცხება მის ანგარიშზე.”

M: კონკრეტულად, როგორ ნაწილდება თანხა?

კომპანიას მიაქვს თავისი პროცენტი, დანარჩენი კი 4-ად ნაწილდება: სიმღერის ავტორი, ტექსტის ავტორი, შემსრულებელი და არანჟირება. მათ თვეში ერთხელ შეუძლიათ დაგროვილი თანხის გამოტანა.

როგორც ალექსანდრე გვარიშვილი ამბობს, ფლეიერის საქართველოში შემოტანას 2 ფაქტი უძღოდა წინ: პირველ რიგში, ხედავდა თავისი შემოქმედებითი სამეგობროდან, მსგავს პროდუქტზე რამხელა მოთხოვნილება იყო. და რომ დღესდღეობით საავტორო უფლებები მკაცრად არ კონტროლდება. ქვეყანაში არ არის დანერგილი მუსიკის კანონიერად გამოყენების კულტურა. გარდა ამისა, მან გაიცნო ის ადამიანები, რომელთაც როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც სურდათ ამ ინოვაციის დანერგვა, შემდეგ კი – ალექსანდრე გვარიშვილი ამ იდეის განმახორციელებელი აღმოჩნდა.

“ჩვენ შევთავაზეთ ამ ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში უკვე არსებულ ასოციაციას, თუმცა, წინააღმდეგობას წავაწყდით. ჩემი შემოქმედებითი სამეგობროდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ მათი შრომა სათანადოდ არ ფასდება. უარის შემდეგ გადავწყვიტეთ, თავად შეგვექმნა ასოციაცია. მისი შექმნიდან მალევე ავტორთა დიდი ნაწილი შემოგვიერთდა და მათი რიცხვი დღითი-დღე უფრო იზრდება.”

გარდა იმისა, რომ ფლეიერით მასში ჩატვირთული სიმღერების პირდაპირი გაჟღერება შეიძლება, მას ასევე აქვს ინტელექტუალური საკუთრების ამომცნობი ფუნქციაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც გასართობ სივრცეში ლაივ-შესრულება იქნება, იგი ამ მუსიკას ამოიცნობს. ე.ი იმოქმედებს ისევე, როგორც შაზამი.

M: გარდა იმისა, რომ ფლეიერის მეშვეობით კონკრეტული ავტორების შრომა დაფასდება, კიდევ რა მხრივაა იგი სასარგებლო ამ ხალხისთვის?

კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ სასტუმროში სპეციფიკური მუსიკა უკრავს. ეს პროგრამა აძლევს იმის საშუალებას ჩვენს ავტორს, მიხვდეს ზუსტად, როგორ მუსიკას მოიხმარს თუნდაც კონკრეტულად სასტუმრო ევროპასა ან აზიაში, ნებისმიერ ადგილას.. შემდეგ შექმნას მსგავსი მუსიკა და გაყიდოს. იმავენაირად იყიდება იქ ქართული მუსიკა, როგორც ადგილობრივი, რადგანაც ყველა მუსიკა ერთ ტექნოლოგიაშია თავმოყრილი. ამდენად, უფრო მარტივად დაინახავს, მის საკუთარ მუსიკაზე რა მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, სამიზნე ადგილებში კონცერტებიც შეიძლება გამართოს. ერთი სიტყვით, აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით იგი უფრო მობილიზებული იქნება. და თუკი აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სცოდნოდათ, რომელ ქვეყანაში აინტერესებთ მათი შემოქმედება, ახლა ყველაფერ ამის კონტროლი ტელეფონითაც კი შეიძლება.

M: როგორ ფიქრობთ, მომავალში როგორი განვითარება ექნება აღნიშნულ ინოვაციას?

უკვე ვამჩნევთ კარგ გამოხმაურებას როგორც ავტორების, ისე რესტორნების მხრიდან – მათ აკმაყოფილებთ არსებული შეთავაზება, ვფიქრობთ, რომ ეს მოწყობილობა ძალიან პერსპექტიულია და ჩვენს ქვეყანაში დადებით შედეგს გამოიღებს.

M: და ბოლოს, ზოგადად რომ შევეხოთ, რა ეტაპზეა დღეს ასოციაციის საქმიანობა?

ასოციაციის ჩამოყალიბების შემდეგ შეიქმნა rozum-ი. გარდა ამისა, შეიქმნა კიდევ ერთი ხმის ჩამწერი სტუდია, რომელიც სულ მალე ამოქმედდება. გავაკეთეთ კულტურის განვითარების ფონდიც, რომელიც დამწყებ ხელოვანებს დაეხმარება პირველი ნაბიჯების გადადგმაში (გამოფენის გაკეთება, ალბომის გამოშვება, პირველი წიგნის გამოცემა..). შევქმენით ვებ პლატფორმა Allart.ge, რომელიც როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ხელოვნებას მიმოიხილავს. ასევე, ვგეგმავთ, მხოლოდ კულტურის განხრით ტელევიზიის გაკეთებასაც. ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ ბიზნესი იყოს, არამედ, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ქართულ კულტურას

marketer.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი – ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით – ქვეყანამ ბოდიში მოიხადა და შეტევა გავაუქმეთ

ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.რეზაის განცხადებით, კასპიის ზღვაში უკრაინის მიერ ირანულ გემზე დარტმის საპასუხოდ თეირანი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის მზად იყო.„მაგრამ, ამის შემდეგ ქვეყანამ ბოდიში მოიხადა და ჩვენ შეტევა გავაუქმეთ“, - აღნიშნა ხამენეის მრჩეველმა.ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, ირანი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობის განმუხტვა უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის საუბრის შემდეგ მოხერხდა.

7 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2026 წლის ივლისში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.სტატისტიკის მიხედვით, ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს წიწაკა, საზამთრო და გაზეთი.წიწაკა -58.5%;საზამთრო - 56.2%;გაზეთი - 41%;დიზელის საწვავი - 36.4%;ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 36%;მსხალი - 35%;კიტრი - 35%;

ვალერი ზალუჟნი ​- ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ გავწევრიანდებოდით, სამწუხაროდ, უკრაინა ვერასდროს გაწევრიანდება ნატო-ში

ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს, დაახლოებით 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტებს დავუფლებოდით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ ნატო-ში გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასდროს გავწევრიანდებით მასში, – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ ნატო დღემდე მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზეა დაფუძნებული, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის.ზალუჟნიმ უარყოფითად შეაფასა ნატო-ს პოტენციალიც.„სავარაუდოდ, ნატო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რაშიც ახლაა და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება უკრაინას იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია, სულ მცირე, რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრის მისაღწევად“, – განაცხადა მან.ზალუჟნის განმარტებით, უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს ნატო-ს ქვეყნებში არსებობს.უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, ზალუჟნის აზრით, ეფექტური არა ნატო, არამედ სხვა კავშირებია.ზალუჟნის აზრით, ეფექტური მექანიზმია ასევე უკრაინის წევრობა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) კოალიციაში.მისივე თქმით, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების მართვის ორგანოები 2015 წლიდან ჩამოყალიბდა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ სუსტია და არ შეესაბამება საჭირო დონეს.

სტუ-ის რექტორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - პროფესორ მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასპორტო საზოგადოებას.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალებით ქართულმა სასპორტო და საუნივერსიტეტო საზოგადოებამ დაკარგა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ღირსებით გამორჩეული ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები ქართული სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს მიუძღვნა - ერთგულად ემსახურა ეროვნულ სპორტს და ღირსეული კვალი დატოვა საუნივერსიტეტო სივრცეში.მისი გამოცდილება, პროფესიული და ადამიანური ღირსებები, ორგანიზატორული ნიჭი და საქმისადმი ერთგულება ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემის საფუძველი იყო კოლეგებსა და სტუდენტებში, ამავდროულად, მნიშვნელოვანი ძალა იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართული სასპორტო განათლების განვითარებისთვის.საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სასპორტო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

ჰაკერული თავდასხმა ლიხტენშტაინზე: გაჟონილია 31 ათასი კომპანიის პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია

ჰაკერებმა გატეხეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად გამოიყენებოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცნობია, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან ან რა იყო მისი მიზანი. შექმნილია კრიზისების მართვის ჯგუფი, ხოლო დაზიანებული სისტემა, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, სრულად არის გათიშული.ლიხტენშტაინის სამთავრო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. მისი მოსახლეობა 40 000-ს ოდნავ აღემატება. სამთავროში ყველაზე მომგებიან სექტორებად ფინანსური და საბანკო მომსახურება მიიჩნევა.ბრიჯიტ ჰაასი, ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრი: „გამოძიება საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა, რათა მათ მონაცემთა დაცვის მაქსიმალურად მაღალი დონე ჰქონდეთ გარანტირებული“. ემანუელ შედლერი, სექტორ „მართლმსაჯულება და საზოგადოების“ მრჩეველი: „დაზიანებული სისტემა სრულად გაითიშა და ამჟამად გადის საფუძვლიან შემოწმებას, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. პრევენციის მიზნით, ასევე გაითიშა მსგავსი ტექნიკური პარამეტრებით მომუშავე ორი სხვა სისტემაც“.

ბოლო სიახლეები