ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ მშვიდობისა და განვითარებისთვის როგორც რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა, მზად ვართ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ

თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომლებსაც აერთიანებთ ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო და თურქეთი ითანამშრომლებენ მშვიდობისა და განვითარებისთვის როგორც რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა.

„ჩვენ, ორი ქვეყანა ვართ მონაწილე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი, გაზსადენი. საქართველო გახლავთ აგრეთვე სამშობლო მესხელი თურქების, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებული თავიანთი ისტორიული სამშობლოდან 1944 წელს. ჩვენს დისკუსიებში, რომელიც ეფუძნება ამ ეკონომიკურ და კულტურულ ისტორიულ კავშირებს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას, გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ კიდევ უფრო განვაგრძობთ წინსვლას, ვაჭრობის, ურთიერთობების განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველს ემყარება. ჩვენ გვაქვს დიდი სავაჭრო ბრუნვა. ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა 3 მილიარდი დოლარი და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიც არის 5 მილიარდი დოლარი და აგრეთვე, რომ გვქონდეს მეტი ურთიერთინვესტიციები იმ კარგი, გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში. ათასობით თურქული სამშენებლო კომპანია მუშაობს საქართველოში. კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტებით.

გარდა ამისა, მილიარდობით ღირებულების 300 დიდი სამშენებლო პროექტი უკვე განხორციელებულია. გარდა ამისა, ჩემს კოლეგასთან ვისაუბრე, რომ თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის სრული განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ურთიერთობა, თანამშრომლობა აგრეთვე სამხედრო თავდაცვის სფეროში უდიდესი მნიშვნელობისაა. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები.  დისკუსიის დროს ჩვენ აგრეთვე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და საერთოდ მსოფლიოში. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. კონკრეტულად, სამმხრივი მექანიზმების მეშვეობით, რომელიც გვაქვს საქართველო-აზერბაიჯანთან ერთად, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების გამყარების საქმეში.

ჩვენ ახლო მომავალში ჩვენს ქვეყანაში გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი სამმხრივი შეხვედრა. ჩვენ აგრეთვე განზრახვა გვაქვს, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგეს პარლამენტის თავმჯდომარეებს შორისაც.

ვისაუბრეთ შავ ზღვაზე, კავკასიაში უსაფრთხოებაზე, აგრეთვე უკრაინაში ომზე და ღაზაში ადამიანურ ტრაგედიაზე. საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ მშვიდობისა და განვითარებისთვის, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ დღევანდელ დისკუსიებში და ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ ღრმა ურთიერთობებისთვის, არამედ მზად ვართ, სამომავლოდ განვავითაროთ ურთიერთობები რეგიონში. მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები თავიანთ საცხოვრებლებში მესხი თურქების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების შესახებ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ამ პროცესს საჭიროებისამებრ ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. აგრეთვე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება და გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე. მადლობა პრეზიდენტ ყაველაშვილს, მის დელეგაციას და მოკითხვები საქართველოს მეგობარ ხალხს. ჩვენი საფეხბურთო გუნდების შეხვედრა 4 სექტემბერს შედგება, ეს იქნება საკვალიფიკაციო მატჩი. ესეც კიდევ უფრო გააღრმავებს მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად უეფას სუპერთასის გამარჯვებულია!

ისტორიაში პირველად - პსჟ უეფას სუპერთასის გამარჯვებულია.პარიზელებმა ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხეს და ზედიზედ მეორე ევროპული ტიტული მოიგეს

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მკურნალია. გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

„ასოშიეთედ პრესი“ – აშშ დროებით ხსნის სანქციებს რუსულ ტრანზაქციებზე, რომლებიც საჭიროა ალასკაზე შეხვედრის მოსამზადებლად

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გასცა ლიცენზია, რომელიც დროებთ წყვეტს კონკრეტულ სანქციებს, რათა რუსეთმა შეძლოს გარკვეული თანხების გადახდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ალასკაზე ვიზიტისთვის. ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს.ლიცენზია, რომელიც 20 აგვისტომდე იქნება ძალაში, სამიტიდან ხუთი დღის შემდეგ რუსეთის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ფული დახარჯოს, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და სხვა სუბიექტებს, მიიღონ სამიტთან დაკავშირებული გადასახადები, რომლებიც სხვაგვარად აშშ-ის სანქციებით აკრძალულია.ლიცენზია რუსეთს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს გადასახადები, რომლებიც ჩვეულებრივ აუცილებელია ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა, სახაზინო დეპარტამენტის 13 აგვისტოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი ტრანზაქციები იქნება ნებადართული.

გიგა ცხელიშვილი-როცა ბედისწერამ დიდი ბედნიერებისთვის მომამზადა უკან ხანჯალსაც მალავდა, უნდა აჯობო ბედისწერას და თავად შექმნა

როცა ბედისწერამ დიდი ბედნიერებისთვის მომამზადა უკან ხანჯალსაც მალავდა, უნდა აჯობო ბედისწერას და თავად შექმნა-წერს პატარა შოშიების მამა გიორგი ცხელიშვილი

33 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

33 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემით დასრულდა.1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა.შსს-ს ჯარების შესვლა აფხაზეთში რკინიგზის დაცვას ითვალისწინებდა.   კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა.სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში.სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთში მთლიანად განადგურდა რკინიგზა, 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა.ასევე დაუზუსტებელი ინფორმაიით 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.

ბოლო სიახლეები