ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დაასახელეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე, „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს.

კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვრიდანაა, ის ფრანგულ კლუბს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და მაისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

2008 წლის 8 აგვისტო-411 დაღუპული,130 000-მდე დევნილად ქცეული ადამიანი

ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს. 411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი. 2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა. ომიდან 17 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მავთულხლართებით და ხელოვნური ბარიერებით დაყოფილი სოფლები, მოქალაქეთა გახშირებული გატაცებები, გადაადგილების და სამედიცინო დახმარების მიღების წართმეული უფლებები – ასეთია რეალობა საოკუპაციო ხაზთან. არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 6-პუნქტიან შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს. მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს იმ ისტორიულ გადაწყვეტილებასაც იგნორირებას უკეთებს, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად სწორედ რუსეთი მიიჩნია და ყველა დარღვეულ უფლებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

ირაკლი კობახიძე – სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით

გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის შეფასებით, ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრასა და ქალაქის განვითარებაში.„თბილისის საკრებულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დედაქალაქის განვითარებაში, განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ განსაკუთრებული მისია. ისინი არიან ყველაზე ახლო ურთიერთობაში მოსახლეობასთან. სწორედ მათ მოაქვთ მოსახლეობის პრობლემები და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადაჭრან თითოეული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქისა და თითოეული უბნის განვითარებასთან. გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში. არიან პროფესიონალები, დედაქალაქის გულშემატკივრები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.„სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს ორი კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გვეყოლება ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, აუცილებელია ამ პროცესში ევროპისა და აშშ-ის ჩართულობაც

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, აუცილებელია ამ პროცესში ევროპისა და აშშ-ის ჩართულობაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები შეაჯამა და განაცხადა, რომ ისინი თანხმდებიან შემდეგზე: „სწორედ რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ დიპლომატიას, რომელსაც შეუძლია მშვიდობის გარანტირება“.ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის „ომი ევროპის წინააღმდეგ“.მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა ლიდერების დონეზე შეხვედრების პოტენციური ფორმატები.

კარგი ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება, ძალაში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან შევიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შეთანხმების ამოქმედებისთანავე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM, A, A1, A2, B, B1, C, D, C1, D1, BE, CE, DE, C1E, D1E კატეგორიები/ქვეკატეგორიები.საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

„30.07.2025 წლის ჩანაწერებიდან“,- წერს გოგა მანია და ვიდეოს აქვეყნებს.ის ამ წინასწარმეტყველებაში საუბრობდა, რომ მოსალოდნელი იყო ვირუსი, რომელიც მწერებისგან გავრცელდებოდა.ნახეთ, ვიდეო:

ბოლო სიახლეები