პარასკევი, აგვისტო 1, 2025

შალვა პაპუაშვილი – ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, საქართველომ აირჩია მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილ რეგიონს მიეკუთვნება და მშვიდობის მიღწევის მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტირებულია ომით დაზარალებული საზოგადოებების შერიგებასა და ჩართულობაზე. მისივე განმარტებით, სამშვიდობო ინიციატივები თანდათან ნდობის საფუძველს ქმნის, რაც მშვიდობის პირველ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით. სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს. საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.

„პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – კანადა მაღალ ტარიფებს აწესებს ჩვენი ფერმერებისთვის, ისინი ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას, პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა წლებია, უსამართლოდ ეპყრობა ამერიკელ ფერმერებს.„ისინი ძალიან მაღალ ტარიფებს აწესებენ ჩვენი ფერმერებისთვის. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ფერმერებს. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის სამხედრო ხარჯები.„მათ სურთ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისგან და წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენ ძირითადად ვიცავდით მათ ჩვენი სამხედროებით. ისინი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავიანთ სამხედროებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი, ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე. მისი განცხადებით, ამერიკა უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან.„ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი. ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასეთივე აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია.„როდესაც „კოვიდი“ გამოჩნდა, ბოლო, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, იყო ფრანგებისთვის, იტალიელებისთვის, ესპანელებისთვის მეთქვა, რომ ტარიფებით დაუწესდათ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

ბოლო სიახლეები