პარასკევი, აგვისტო 1, 2025

ალეკო ელისაშვილი – გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ივლისს წარმადგენენ მერობის კანდიდატად, დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ივლისს წარმადგენენ მერობის კანდიდატად. დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან პირველი დონის ხელისუფლება აირჩევა.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ივლისს წარმადგენენ მერობის კანდიდატად ჩვენი კოალიციაც და გახარიას პოლიტიკური ჯგუფიც. 31 მოვა, აღდგომა და ხვალეო, და ვნახოთ, აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია. ორი დღე დაელოდეთ და გაიგებთ წარმადგენენ, არ წარმადგენენ თუ ვის წარადგენენ საერთოდ. ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა. 31-ში დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ.

თვითმმართველობის არჩევნები, მე რომ მკითხოთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში, რადგან ეს არის პირველი დონის ხელისუფლება და ხალხს ყველაზე მეტად რაც სჭირდება, ის პრობლემები უნდა მოაგვაროს თვითმმართველობამ, როგორც საკრებულოებმა, ასევე გამგეობებმა, მერიებმა. თუმცა ვხედავთ, რომ დღესაც ზუსტად იმ ადგილას ვართ, რომ ეს მოღალატეების ხელისუფლება ერთადერთი რამით არის დაკავებული, არჩევნების წინ მოგვატყუოს და არჩევნების მერე არ გააკეთოს არაფერი, თან ფული მოიპაროს. აი, ამ პროექტზე ვართ ახლა მოსულები. აქ ახლა უნდა დაქროდეს და დაგრიხინებდეს მიწისზედა მეტრო. სამგორის მეტროდან უნდა ჩამოიშხუილოს აქ, ლილოსთან და 2021 წლიდან რუსთავისკენ უნდა უხვევდეს მარჯვნივ. ან მარჯვნივ გადახვეული მეტრო მანახეთ, ან მარცხნივ გადმოხვეული მეტრო, არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ. თქვენც, მეც და ყველას მოჰპარეს 12 მლნ ლარი არაფერში. ტენდერი გამოაცხადეს, კვლევა გააკეთეს და შემოდეს თაროზე. ან გააკეთეს ის კვლევა, ან არ გააკეთეს საერთოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ამბავი უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში და ამ ქალაქშიც“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – კანადა მაღალ ტარიფებს აწესებს ჩვენი ფერმერებისთვის, ისინი ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას, პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა წლებია, უსამართლოდ ეპყრობა ამერიკელ ფერმერებს.„ისინი ძალიან მაღალ ტარიფებს აწესებენ ჩვენი ფერმერებისთვის. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ფერმერებს. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის სამხედრო ხარჯები.„მათ სურთ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისგან და წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენ ძირითადად ვიცავდით მათ ჩვენი სამხედროებით. ისინი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავიანთ სამხედროებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი, ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე. მისი განცხადებით, ამერიკა უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან.„ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი. ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასეთივე აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია.„როდესაც „კოვიდი“ გამოჩნდა, ბოლო, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, იყო ფრანგებისთვის, იტალიელებისთვის, ესპანელებისთვის მეთქვა, რომ ტარიფებით დაუწესდათ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

ბოლო სიახლეები