პარასკევი, აგვისტო 1, 2025

ლოცვა, რომელიც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავს

დედის ლოცვა შვილებისთვის!

ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!

უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.

განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:

“მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული” (იგ.1;8,9). თუ არ “დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ” (იგ.3; 21,26).

ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

დმანისში, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს

დმანისში, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, აღმოჩენის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური.„საექსპედიციო ჯგუფმა, არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით, სააგენტოს მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზე 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინა. აღნიშნული აღმოჩენა, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.გათხრები მიმდინარეობს 1.84-1.77 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში, ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. გათხრები 2025 წლის ივლისში განახლდა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.ექსპედიციაში, პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად, მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან“, – წერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მეგობრები და ნათესავები მოულოდნელად გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, აჩი უსტიაშვილს ემშვიდობებიან. როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, გულის შეტევა გახდა.„ცრემლებით ვაკოწიწე შენი ფოტოები აჩი... იცით როგორი ბიჭი იყო აჩი? ყველგან სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა... მოღიმარი, მოციმციმე თვალებით ყველას შეაყვარა თავი. რამდენის გულები გაანადგურე და თან წაიღე... როგორ უნდა მოგინელონ შენმა მშობლებმა, მამიდებმა, მთელმა სანათესავომ, მეგობრებმა, ჩვენო მზეჭაბუკო. როგორ უნდა ჩავხედოთ შენს დედიკოს თვალებში, შენს გაყინულ მამიკოსა და ძმას რა ვუთხრათ, რით ვანუგეშოთ? გულიდან არ ამომდიხარ ჩვენო ბიჭო... გელოდებით შორეული ნაოსნობიდან, გულგახეთქილები“.„ჩვენო აჩი, დაგვღუპე და გაგვანადგურე შვილო, გაუსაძლისი ტკივილი ხარ. აწი უშენოდ რა უნდა ვქნათ“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები