სამშაბათი, აგვისტო 19, 2025

„ვფიქრობ, ჩემს შედეგებზე ძალიან ბევრი გოგონა გაიზრდება და იფიქრებენ, რომ თუ მან შეძლო, ჩვენც შევძლებთ“ – ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი, პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა და უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა, „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ჩემპიონები“ მოსამზადებელ კემპზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პლანეტის პირველობაში უდიდესი როლი ფსიქოლოგის მხარდაჭერამ იქონია.

ძიუდოისტი ამბობს, რომ სურს მომავალი თაობისთვის მოტივაციის მიმცემი იყოს.

“მართლაც ძალიან კარგად ვიასპარეზე მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველაფერი ჩავდე იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ჩემპიონი და მადლობა ღმერთს, რომ ეს შრომა დამიფასდა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში – ჩემს მწვრთნელებს, ჩემს მეუღლეს, ჩვენს ფედერაციას.

მოვლენების ამგვარ განვითარებას ველოდი და მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის. გავიარე ძალიან კარგი შეკრებები და ყველანაირად მობილიზებული ვიყავი, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, ძალისმიერად. ყველა აღნიშნავდა იმას, რომ დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა ვიყავი. ვფიქრობ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინე. ვფიქრობ, აქამდე თავდაჯერება მაკლდა და ეს თავდაჯერებაც ბევრი ვარჯიშის შედეგად მოდის.

როდესაც ძალიან კარგი შეკრებები გავიარე, ძალიან კარგი მომზადება გავიარე, იმასაც მივხვდი, რომ უკვე შემეძლო გავმხდარიყავი ჩემპიონი. ამაზე ჩემი ფსიქოლოგიც მუშაობდა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ვიპოვე ჩემი პლუსები, მინუსები და ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ჩამოყალიბებულად და ჭკვიანურად ვიჭიდავე. მე თვითონაც დავიჯერე ჩემი თავის, ფსიქოლოგმა დამანახა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი იშრომო, ძალიან ბევრი ივარჯიშო, თუმცა თუ ფსიქოლოგიურად კარგად არ შეხვდი მაგ შეჯიბრებას, შეიძლება დამწყებმა სპორტსმენმაც დაგამარცხოს. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრე ძალიან მშვიდად ვიყავი, აუღელვებლად ვჭიდაობდი. ვიცოდი, რომ ის დღე ჩემი იყო, მე მეკუთვნოდა, იმ დღეს მე უნდა გავმხდარიყავი ჩემპიონი და ოქროს მედალს ვერავინ წამართმევდა.

ძალიან გახარებული ვარ, რომ მოვახერხე საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა საზღვრებს გარეთ, ჩვენი დროშა ყველაზე მაღლა ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ჩემს შედეგებზე ძალიან ბევრი გოგონა გაიზრდება და ექნებათ საფიქრალი ის, რომ თუ ეთერ ლიპარტელიანმა შეძლო, ჩვენც შევძლებთ”, – აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალეკო ელისაშვილი – იოლი გასეირნება არ გველის, თავგანწირულ, უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ – ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დავაბრუნოთ ხალხის ხმა

იოლი გასეირნება არ გველის, თავგანწირულ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ - მთელი გულით მინდა, სანამ შემიძლია, სანამ ჯანი მაქვს, ჩემს საქართველოს დავუმტკიცო, რომ მისთვის რაღაც გავაკეთე. რომ მოვა მიქელ-გაბრიელი, მასთანაც, ჩემს სამშობლოსთანაც, მშობლებთან, წინაპრებთან, ჩემს შვილებთან ვიყო მართალი, არანაირ ბრძოლას ჩემთვის ფასი არ აქვს, სადაც ხალხის დარდი, გასაჭირი, პრობლემები არ ისმის, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ორი პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი დასახელდა.როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დაბრუნდეს ხალხის ხმა.„დღეს მთელ საქართველოს და მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, ვაჩვენებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთო მიზნისთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ინტერესისთვის, საქართველოს დაბრუნებისთვის გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ეს არ უნდოდათ ზუსტად იმათ, აქ რომ ჰქონდათ ოფისი, ამ სულგაყიდულებს, ამ ბაღლინჯოებს. ეს არ უნდოდათ, მაგრამ მოვახერხეთ. ყველანაირი წინააღმდეგობა შეგვიქმნეს, უამრავი დაბრკოლება შეგვიქმნეს, მაგრამ დღეიდან ჩვენ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ ერთობლივ ბრძოლას ვიწყებთ საქართველოს დასაბრუნებლად, თბილისის დასაბრუნებლად, ჩვენი თითოეული სოფლისა და კალმით ნახატი ქალაქების დასაბრუნებლად. მერე, საერთო ჯამში, ქვეყანაც დავიბრუნოთ და ჩვენი გადახვეწილი ხალხი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, ამოვისუნთქოთ. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი საქართველო. მე პირადად ამ არჩევნებში მონაწილეობას ვუყურებ, როგორც ბრძოლას. არანაირი იოლი გასეირნება არ გველის. თავგანწირულ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ, მაგრამ ეს არის ბრძოლა. ჩვენ რთულად, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ერთობლივ ბრძოლაზე, ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმება, ეს ძალიან მახარებს. როგორც პოლიტიკოსს კი არა, როგორც ქართველს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. იმიტომ, რომ მეც დავიღალე, საკუთარი თავიც დავღალე სხვების ლანძღვით, თათხვით. ერთობლივი ბრძოლით გავახაროთ ყველა, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. მთელი გულით მინდა, სანამ შემიძლია, სანამ ჯანი მაქვს, ჩემს საქართველოს დავუმტკიცო, რომ მისთვის რაღაც გავაკეთე. რომ მოვა მიქელ-გაბრიელი, მასთანაც, ჩემს სამშობლოსთანაც, მშობლებთან, წინაპრებთან, ჩემს შვილებთან ვიყო მართალი, არანაირ ბრძოლას ჩემთვის ფასი არ აქვს, სადაც ხალხის დარდი, გასაჭირი, პრობლემები არ ისმის. ისე გავერთეთ ეს ერთი წელია არავის საყვედურს არ ვეუბნები, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომ ხალხი დაგვავიწყდა საერთოდ. ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დავაბრუნოთ ხალხის ხმა. არანაირ ბრძოლას ფასი არ აქვს, თუ წინ ყოჩი არ მიგიძღვის, თან ისეთი ფალავანი არ არის, ვისი იმედიც გაქვს. სწორედ ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ხელები უთბება

სასწაულმოქმედი ხატების შესახებ მსოფლიოსა თუ საქართველოში არაერთი ისტორია მოგვისმენია.ამ ხატს "დედოფალი", ანუ "სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა. ის 2014 წელს შეიქმნა და ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ანალოგია, რომელსაც "პორტაიტისა" ეწოდება.ზურაბ შიოშვილი კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს.„ხელების გათბობა პირველად დააფიქსირა ხალხმა. როცა ასლის დარიგება დავიწყეთ, გვწერდნენ, გვირეკავდნენ, რომ აღმოაჩინეს რომ ხატს ხელი უთბებოდა. ერთ-ერთი ფაქტი ჩვენ დავაფიქსირეთ სახლში. ზამთარი იყო. ხატს როცა შესაწირს ჩუქნიან, გიორგი კიდებს ამ სამკაულებს იქ, სადაც ხატია დაბრძანებული. ვუყურებ ამ ადამიანს და ვხედავ გადაწითლდა, ლამის ოფლი ჩამოდის. ვხედავ რომ ადამიანი იწვის და ინტუიციურად მივხვდი, რომ ეს სიმხურვალე მოდიოდა აქედან (ხატიდან). ახლოს მივედი ხატთან, ხელი მივიტანე, ხელისგული პრაქტიკულად დამეწვა. მაგრამ მე მსგავსი ფაქტი არც წამიკითხავს და არც მსმენია (კარგი განათლება მაქვს რელიგიური ლიტერატურიდან). ამიტომ არ ვთქვი. მაგრამ როცა გამრავლდა ხატი, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გვწერდა, რომ მათაც შენიშნეს მსგავსი.„იქნებ გვეჩვენება, მაგრამ ჩემთანც უთბება ხელი“,- აღნიშნავდა მრევლის ნაწილი. შემდეგ როცა ამერიკაში, მონასტერში წაიღეს, იქაც კი გახდნენ ამ ფაქტის მომსწრენი“, - ამბობს ზურაბ შიოშვილი. 

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინს გარიგების დადება და ომის შეწყვეტა მის გამო სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა მის გამო სურს.როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რა დროსაც მიკროფონი ჩართული იყო.„ვფიქრობ, მას სურს გარიგების დადება. ვფიქრობ, მას სურს გარიგების დადება ჩემთვის, გესმის? რამდენადაც გიჟურად არ უნდა ჟღერდეს“, – უთხრა ტრამპმა მაკრონს.

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა ახალი სახეობის საღებარით სენსიბილიზირებული მზის ელემენტი შეიმუშავა

„ჩვენს მიერ შემუშავებული მზის ელემენტის სიიაფის, ხანგამძლეობის, მედეგობის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და გამოყენების სიმარტივის გამო, საღებარით სენსიბილიზირებული ფოტონური თხევადკრისტალური მზის ელემენტის დამონტაჟება შესაძლებელია როგორც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ისე ძნელად მისადგომ ლოკაციებზე. ამ ეტაპზე ვატარებთ ოპტიკური, თერმული, ელექტროოპტიკური და მზის ელემენტის შემადგენელი კომპონენტების კონცენტრაციული თანაფარდობების ოპტიმიზაციის ექსპერიმენტებს. უკვე შექმნილია სამუშაო პროტოტიპები და მიმდინარეობს მათი ფიზიკური პარამეტრების ოპტიმიზაცია, რათა მოხდეს მზის ან ხელოვნური სინათლის წყაროების მიერ გამოსხივებული სინათლის ინტენსივობების მაქსიმალურად გარდაქმნა ელექტროენერგიად”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, გია პეტრიაშვილი აცხადებს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, გია პერტიაშვილის ხელმძღვანელობით, ახალი სახეობის საღებარით სენსიბილიზირებული ფოტონური თხევადკრისტალური მზის ელემენტი შეიმუშავა, რომლის ფართო წარმოებაში გამოყენება, როგორც გია პეტრიაშვილი აცხადებს, შეამცირებს ელექტროენერგიის გამომუშავების ტრადიული წყაროების წილს, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევენ გარემოს დაბინძურებას. სტუ-ის მეცნიერის თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უფრო მდგრადი და ხელმისაწვდომი მზის ენერგიის მომავლისკენ და ამდენად, სფეროში კვლევისა და განვითარების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პერსპექტიული ტექნოლოგიების სრული პოტენციალის გამოსავლენად და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად.„როდესაც ვსაუბრობთ ამ სისტემების ენერგეტიკულ ეფექტიანობასა და წარმადობაზე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს მზის მიერ გამოსხივებული ინტენსივობის ელექტრო ენერგიად გარდაქმნის რამდენიმე მეთოდი, და მათზე დაფუძნებული ხელსაწყოები. ყველაზე პერსპექტიულია მზის ელემენტები, ანუ ფოტოვოლტური უჯრედები, რომლებიც მზის ენერგიას გარდაქმნიან ელექტრო ენერგიად. ამათგან, ყველაზე გავრცელებულია სილიციუმზე დაფუძნებული მზის ელემენტები. თუმცა, მათ გააჩნიათ მთელი რიგი ნაკლოვანებები, როგორიცაა, ფოტომგრძნობიარე ფენის სისქე, დამზადების რთული ტექნოლოგია, სიძვირე და სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის ტემპერატურული დამოკიდებულება. კერძოდ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, მკვეთრად ეცემა სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის ეფექტურობა. ამჟამად შემუშავებულია, ან შემუშავების სტადიაზეა, მზის ელემენტები, რომლებიც გვიჩვენებენ სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის უფრო მაღალ ხარისხს, ვიდრე ტრადიციული სილიკონის ელემენტები. მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ისეთი ახალი სახეობის მზის ელემენტების შემუშავება, რომლებიც დაფუძნებული იქნებიან დამზადების მარტივ ტექნოლოგიაზე, ექნებათ სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის მაღალი კოეფიციენტი და არ ექნებათ ტემპერატურული დამოიდებულებები. ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიულ გარდამქმნელს წარმოადგენს საღებარით სენსიბილიზირებული მზის ელემენტი, რომლის პარამეტრების გასაუმჯობესებლად აქტიური კვლევები მიმდინარეობს. იგი შედგება ელექტროგამტარი მინის ზედაპირზე დაფენილი პლაზმონური ნანონაწილაკებისაგან, ორგანული ლუმინესცენციური საღებარებისაგან და გარკვეული სახეობის ელექტროლიტებისაგან. ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა რომ, ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სახეობის საღებარით სენსიბილიზირებული მზის ელემენტის ეფექტურობა უფრო მაღალია, ვიდრე სილიციუმზე დაფუძნებული მზის ელემენტები. ამჟამად მიმდინარეობს ოპტიმიზაციის კვლევები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს წარმოდგენილი მზის ელემენტის ოპტიკური და თერმოოპტიკური პარამეტრები”, - აცხადებს გია პეტრიაშვილი.სტუ-ის მეცნიერის თქმით, საქართველოს, განახლებადი ენერგიების მიმართულებით, უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელთა შორისაა ქარის და თერმული ენერგიები. თუმცა, მზის ენერგიას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს სუფთა, განახლებადი და ენერგოდამოუკიდებელი სამყაროსკენ გადასვლის საქმეში.როგორც გია პეტრიაშვილი აცხადებს, დადგენილია, რომ დედამიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დასხივებული მზის ინტენსივობა დაახლოებით 1000 ვატის ტოლია. გამოსხივების ამ რაოდენობას კი გლობალურად, შეუძლია მოახდინოს 85000 ტერავატის გენერირება, მაშინ როდესაც ამჟამად მსოფლიოში მოხმარებული მთლიანი ენერგიის სიდიდე 15 ტერავატის ტოლია.„როგორც წესი, არსებულ მზის ელემენტებსა და სინათლის ელექტროენერგიად გარდამქმნელებში ელექტროლიტებად გამოიყენება მჟავა/ტუტეზე დაფუძნებული ორგანული და არაორგანული სითხეები, თუმცა მათ გააჩნიათ მრავალი ნაკლოვანებები, როგორებიცაა, აქროლადობა, გარემოს დაბინძურება, გაჟონვის მაღალი ალბათობა და შედეგად, განსაკუთრებული იზოლირების საჭიროება. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ეფექტურობის ტემპერატურული დამოკიდებულებები. პირველად, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მზის ელემენტში, ელექტროლიტად გამოყენებულია თხევადკრისტალური ნივთიერება. თხევადკრისტალური ელექტროლიტის ჩანაცვლებით მკვეთრად უმჯობესდება საღებარით სენსიბილიზირებული ფოტონური თხევადკრისტალური მზის ელემენტის პარამეტრები. კერძოდ, თხევადი კრისტალი არის ეკოლოგიურად უსაფრთხო, იგი არ არის აქროლადი და არ საჭიროებს ღრმა იზოლაციას, ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სინათლის ელექტროენერგიად გარდაქმნის ეფექტურობა, აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა, დამზადების ტექნოლოგია არის მარტივი და იაფი. ფოტონური კრისტალის მიერ სინათლის მრავალჯერადი შიდა არეკვლის შედეგად, მზის ელემენტის ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება”, - აცხადებს გია პეტრიაშვილი.

ჯორჯია მელონი – მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა თუ გვსურს, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, მოხარული ვარ, რომ საუბარს დავიწყებთ წინადადებით, რომელიც ნატო-ს მეხუთე მუხლის...

შეგიძლიათ, დაეყრდნოთ იტალიას, როგორც თავიდანვე. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და მხარს ვუჭერთ მცდელობებს მშვიდობის დამყარებისთვის, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თეთრ სახლში მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სამ-ნახევარი წელი ჩვენ ვერ ვხედავდით ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ რუსეთის მხარეს ჰქონდა დიალოგის სურვილი. ასე რომ, რაღაც იცვლება, რაღაც შეიცვალა. დიდი მადლობა თქვენ, პრეზიდენტო ტრამპ. მადლობა ასევე ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლის შეჩერებისთვის, რომელიც მიღწეულია უკრაინელების სიმამაცით და იმ ერთიანობით, რომელსაც ჩვენ, ყველა ვაჩვენებთ უკრაინელებს. ეს იმიტომ ვთქვი, რომ თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომაც არის ეს საუკეთესო დღე. ცხადია, შეგიძლიათ, დაეყრდნოთ იტალიას, როგორც თავიდანვე იყო. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და მხარს ვუჭერთ თქვენს მცდელობებს მშვიდობის დამყარებისთვის. ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ. პირველი არის უსაფრთხოების გარანტიები, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება, რაც ყველა სახის მშვიდობის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ საუბარს დავიწყებთ წინადადებით, რომელიც ნატო-ს მეხუთე მუხლის მოდელია“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.თეთრ სახლში, გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

ბოლო სიახლეები