თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე ეს მეოთხე მედალია. მანამდე ტურნირზე ჩემპიონობა ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ანა ჯაფარიძემ იზეიმა, სანდრო მარგველაშვილი პარატაეკვანდოში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ზაკო მუშკუდიანი კი პარაცურვაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრები პარასპორტის სამ სახეობაში ცხრა პარაათლეტით არის წარმოდგენილი. ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები 28 ივლისამდე გაგრძელდება.
ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას პორტის სამინისტრო ავრცელებს.