ორშაბათი, ივლისი 28, 2025

200-ზე მეტი ბრიტანელი კანონმდებელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს

200-ზე მეტი ბრიტანელი კანონმდებელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს.

ერთობლივ წერილს ხელს აწერს 221 დეპუტატი.

„გვესმის, რომ გაერთიანებული სამეფოს არ აქვს ძალაუფლება, უზრუნველყოს პალესტინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, გაერთიანებული სამეფოს მიერ აღიარებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა. ამიტომ მოგიწოდებთ, გადადგათ ეს ნაბიჯი“, – აღნიშნულია წერილში.

წერილის ხელმომწერი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ მთავრობას, მომავალ კვირას გაერო-ს კონფერენციაზე დასახოს, როდის და როგორ იმოქმედებს თავის დიდი ხნის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეყრდნობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის შეთანხმების ფარგლებში, 15-პროცენტიანი საბაზისო ტარიფი გავრცელდება ყველა სექტორზე, მათ შორის, ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, 15-პროცენტიანი საბაზისო ტარიფი გავრცელდება ყველა სექტორზე, მათ შორის, ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე.„15 პროცენტი ცუდი ციფრი არ არის. ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ. ეს ყველაფერზე ვრცელდება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.ამასთან, როგორც ფონ დერ ლაიენმა განმარტა, ზოგიერთ მნიშვნელოვან პროდუქტზე ტარიფი საერთოდ გაუქმდება.„ასევე, შევთანხმდით, რომ რიგ სტრატეგიულ პროდუქტებზე ნულოვანი ტარიფი იქნება. ესენია: თვითმფრინავები და მათი ნაწილები, ზოგიერთი ქიმიკატი, ნახევარგამტარული აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტი, ბუნებრივი რესურსები და კრიტიკული ნედლეული. ამ სიას კიდევ დავამატებთ სხვა პროდუქტებსაც“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.რუსული ენერგორესურსის პრობლემაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რუსული ნავთობისა და გაზის პროდუქტი შედის ევროკავშირში.„ჩვენ ეს აღარ გვინდა და სრულად უნდა შევწყვიტოთ რუსული საწვავის იმპორტი. ამიტომ ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვა კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი ანგარიშით, წლიურად 250 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეგვიძლია, შევისყიდოთ სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ლევან ხაბეიშვილი – გუშინ ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ, გამოუშვეს ერთი რამის გამო, თუ ის კონკრეტულ თანხას მიუტანს ბიძინას, ამას თუ არ გააკეთებს, გაიზიარებს თავისი...

ჩემი ინფორმაციით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო – თუ ის კონკრეტულ თანხას მიუტანს ბიძინას, და თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს თავისი მოადგილის და ნათესავის ბედს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.„ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე დაკავებულია, მისი ახლო ნათესავი დაკავებულია. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაიჭერდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ დაიჭირეს მისი მოადგილე, ახლო ნათესავი, როგორც ბრიფინგზე თქვეს. მისი ნათესავი ალაგებდა, მაგრამ ალაგებდა ბურჭულაძის სახელით, მისი სახელით იპარავდა. ჯუანშერ ბურჭულაძის ირგვლივ ეს ყულფი დავიწროვდა და, ცხადია, მასაც ემუქრება დაკავება. ჩემი ინფორმაციით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან „კუში“ უნდა მიიტანოს ბიძინასთან და ერთადერთ შემთხვევაში იყიდის თავისუფლებას, თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინას. თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს თავისი მოადგილის და ნათესავის ბედს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი დააკავა. როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

გია ვოლსკი – არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა, იყო მკაცრი

კორუფცია ისეთი თემაა, კი არ უნდა დამალო, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსფარენტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომლებიც იქნება მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხი კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი იქნება.„ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს კიდევ გაფართოვდება სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ფაქტია, რომ არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, ეს სახელმწიფოს ანგრევს, სახელმწიფოს საფუძვლებს ანგრევს. რასაკვირველია, საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ რეიტინგები ძალიან მაღალია საქართველოსი, მოწინავე ქვეყნებშია, ასწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე. ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ, და არა მარტო რეიტინგისთვის, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა, იყო მკაცრი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია სამართლიანობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი დააკავა.როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.

მიხეილ ყაველაშვილი – ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალებაზე შეთავაზება ჩემგან ძალაშია, თუ გამოიყენებენ, ეს არის შესაძლებლობა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მისი შეთავაზება ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის შეწყალების თაობაზე ძალაში რჩება.როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, „ეს არის შესაძლებლობა მათთვის, არჩევნებზე დაანახონ თავიანთი შანსი მოქალაქეებს, რომლებსაც არწმუნებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებზე უკეთესები არიან“.„როცა გვჭირდება ჩვენ ალტერნატიული, ჯანსაღი აზრი, ეს უნდა მოდიოდეს ოპოზიციისგან. ოპოზიციის საქმიანობა ამას უნდა ემსახურებოდეს, რომ უკეთესი შესთავაზოს საზოგადოებას, ვიდრე ხელისუფალს აქვს. უკეთესად წარმოჩნდეს მოქალაქეებთან, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ ხელისუფლებაში. თუ აკეთებს ხელისუფლება, უნდა დააჯერონ მოქალაქეები, რომ მათ უკეთესად შეუძლიათ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ხომ ეს ოპოზიცია არ გვყავს. ისინი არიან დაკავებულები მავნებლობით. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე სწორედ სახელმწიფოებრივი ხედვა, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ის, რომ მათ ეს თავად გადაწყვიტეს და მიზანმიმართულად დაარღვიეს კანონი, სახელმწიფო ვერ იქნებოდა განსხვავებული მათ მიმართ, დამნაშავეს სჭირდება დასჯა და ისინი მოხვდნენ გისოსებს მიღმა.კიდევ ერთხელ, კეთილი ნებაა ეს. პოლიტიკური აქტია თავისთავად, რომ გვინდა, დაანახონ შემდეგი შანსი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არწმუნებენ, რომ ისინი უკეთესები არიან, სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის შესაძლებლობა, თუ გამოიყენებენ. ჩემგან, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება ეს შეთავაზება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე – არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები

არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით. მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ვხედავთ, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი ბრძოლა მიდის, როცა არსებული ადმინისტრაცია ებრძვის „დიფ სთეითს“. იქ მიდის ბრძოლა და საუბარია, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ობამას, შეიძლება, სისხლის სამართლის დანაშაული დაუმტკიცდეს და პასუხისგებაში მიეცეს. არ უნდა აღვნიშნოთ, რომ იქ ერთიანი პოზიციაა. ასევეა ევროკავშირიც. ეს არის ევროკავშირის ბიუროკრატიული ნაწილი. რა თქმა უნდა, რიგი ქვეყნებია გაწევრიანებული, მაგრამ არიან ქვეყნები და მათი წარმომადგენლები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ ამ ყველაფერთან და ნუ წარმოვადგენთ, რომ ევროკავშირი არის ამ ყველაფრის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ღია ვართ, მაგრამ ვამხელთ კიდევაც, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით და, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები