ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025

შალვა პაპუაშვილი – გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და მას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს აშშ-ში ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორის არის სამხრეთკაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს იდეებს და იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, ყალბი დილემებით საზოგადოება იგივე მდინარეში შეიყვანონ

რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს ვერცერთ იდეას და ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი დილემებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლის საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტია და აგვისტოს ბოლოც არ არის შემთხვევით დასახელებული თარიღი.„სინამდვილეში, ეს არის შანტაჟი ახლა და არა გადაწყვეტილება. არ მგონია, ეს გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, თუმცა შანტაჟის ინსტრუმენტია. როგორც ჩვენ შარშან ვნახეთ შანტაჟი, რომელიც ეხებოდა გადაწყვეტილებებს, რომ შეჩერდეს რაღაც პროცესები და ა.შ. კასკადი მთელი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არჩევნების წინ ხდებოდა, ეს იყო ზეწოლის ინსტრუმენტი ქართველ საზოგადოებაზე, რომ ნების ფორმირებაზე მოეხდინათ ზეგავლენა არჩევნების წინ. ახლაც არის ზუსტად იგივე პროცესი. აგვისტოს ბოლოც არ არის შემთხვევითი თარიღი. სექტემბერში იქნება ძირითადი ფაზა წინასაარჩევნო პერიოდისა, კამპანიისა და ვხედავთ მათ შორის რადიკალების განცხადებას არევასთან, დამხობებთან დაკავშირებით. ეს არის ერთი და იგივე სცენარის ნაწილი. ვინაიდან ხედავენ, რომ ვერცერთ იდეას რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს, ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ ყალბი დილემებით არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ტრაგედია ბაღდათში – კაშხალზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა ბაღდათში. სოფელ როკითში არსებულ კაშხალზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო ბაღდათი“ ავრცელებს.ამავე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.დამატებით დეტალებს ვარკვევთ.

ანა დოლიძე – გოჭებო, 17 წლის ასაკში ექვსი სკოლა და უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, ხუთოსანი რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი,...

ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს, – ამის შესახებ პარტიის „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.„გოჭებო, 17 წლის ასაკში, 90-იან წლებში ექვსი სკოლა და ექვსი უბანი მაქვს გამოცვლილი, მათ შორის ერთი ამერიკის, და იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი.ასე რომ, გამოუშვით, რაც გაქვთ, გესლი, ვიმატაოთ ცოტა. სერიოზულად კი: ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს“, – წერს ანა დოლიძე.

შალვა პაპუაშვილი – როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით, „წინ, საქართველო, წინ“, საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას

როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით – „წინ, საქართველო, წინ“, ალბათ საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გასცა პასუხი ყალბ დილემაზე, თითქოს არჩევანია ევროპასა და არაევროპას შორის და ახლაც მცდელობაა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემა დააყენონ.„შედიან იგივე მდინარეში, რომელშიც შარშან შევიდნენ. ეს ხომ უკვე სცადეს, რომ ქართველი ამომრჩეველი დააყენეს ცრუ დილემის წინაშე, გამოიგონეს ყალბი დილემა, თითქოს არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის. ამ ყალბ დილემაზე პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა. ახლაც არის მცდელობა, რომ ასეთი ცრუ დილემა დააყენონ მოსახლეობის წინაშე, თითქოს საკითხო უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ან არ გაუქმებას ეხება. სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რათა რაღაცნაირად ემოციებზე ითამაშონ, რაც არის ყველაზე არაევროპული ქცევა, რომელსაც გეოგრაფიული ევროპიდან ჩვენ დღეს ვხედავთ. ამ ყველაფერს, რაც მთავარია, მოაყოლეს შემდეგ უკვე ნაცადი ღლიცინი ოჯახურ ღირებულებებზე და რაღაცნაირად აგდება საკითხისა, ამის დაყვანა იმაზე, კაცები უნდა დავათხოვოთ, თუ რჩეული ქალ-ვაჟები მივგვაროთ ვინმეს ბრიუსელში. ამ დონის გაღლიცინებაა, ყველა მათი კონტრაქტორი „ენჯეო“ ამაზე ლაპარაკობს, ერთის გარდა. ამ საკითხზე ყველაზე კომპეტენტურად შეუძლია, პასუხი გასცეს ევროკავშირის ელჩს, რომელიც რატომღაც, არსად ჩანს.ეს დღეებია, კალთები დაიხიეს, როგორც იტყვიან, „ენჯეოებმა“ და პროპაგანდისტულმა მედიამ, თითქოს არავინ არ ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არავინ არ ითხოვს ამას, არავინ არ ითხოვს იმას, არავინ არ ითხოვს პროპაგანდას. თუ არავინ არ ითხოვს, რა პრობლემა არის ამ კანონის, მაშინ აგვიხსნან. მაშინ გამოდის, ამ კანონის პრობლემა არის, რომ 17 მაისი დასვენების დღეა. მაშინ გვითხრან,17 მაისი დასვენების დღე რომ წერია, ეს არის ვინმეს პრობლემა და გავიგებთ, გვეცოდინება. სხვა არაფერი ამ კანონში არ წერია და  ევროკავშირის ელჩი ემალება ამ კითხვებს.გაგვცეს პასუხი, მაგალითად, ამ კანონით აკრძალულია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს პრობლემა არის თუ არა მათთვის? უნდა გავაუქმოთ ეს აკრძალვა? ამას გვეუბნებიან? ხომ ამბობენ, კანონი გააუქმეთ სრულადო, კი არ დააკორექტირეთ, ცოტათი ჩაასწორეთ. მიუღებელია, სრულად გააუქმეთო. ანუ, ის, რომ აკრძალულია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს გავაუქმოთ? ის, რომ აკრძალულია, პირადობის მოწმობაში, ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიწეროს ბიოლოგიური სქესის გარდა სხვა სქესი, ეს აკრძალვა მიუღებელია? უნდა გავაუქმოთ უნდა? ამას გვეუბნებიან, თუ არ გვეუბნებიან და ა.შ. უმარტივესი გზაა, ნაცვლად ამ ღლიცინისა, რომელიც კვლავ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებულ „ენჯეობს“ აქვთ ატეხილი, თავად ევროკავშირის ელჩი გამოვიდეს და გვიპასუხოს. ბოლოს და ბოლოს, დაისვენებენ მისი მიმდევრებიც, რომ ეცოდინებათ პასუხი, ითხოვ თუ არა რაღაცის გაუქმებას. ნაცვლად ამ პასუხისა, სხვათა შორის, მივიღეთ კიდევ ერთი თავდასხმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

14 წლის გიორგის, რომელსაც უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება – „ოჯახს 35 0000 დოლარი აქვს მოსაგროვებელი“

14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს, რომელსაც უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.გიორგი ახლა თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში წევს. სამი კვირის წინ სასწრაფოდ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაუტარდა. ამ ოპერაციისთვის 90 000 დოლარი იყო საჭირო, ნაწილი გადახდილია, ახლა ოჯახს 35 0000 დოლარი აქვს მოსაგროვებელი. ამაში მათ ხალხის გვერდში დგომა სჭირდება.ახლა გაღებული თითოეული ლარი უმნიშვნელოვანესია 14 წლის გიორგისთვის.საქველმოქმედო ზარი 0901000929 (სელფის და მაგთის ნომრებიდან)საბანკო ანგარიშები: მიმღები გვანცა შავთვალაძე, გიორგის დეიდა:საქართველოს ბანკი #GE14BG0000000525255073თიბისი ბანკი #GE87TB7907245063600013paypal.me/GShavtvaladzeოჯახი უზომოდ მადლიერია იმ ადამიანების, ვინც თანადგომა გამოხატა.

ბოლო სიახლეები