ორშაბათი, ივლისი 21, 2025

რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება – ხალხი მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს და თავისუფალი არჩევნების გზით ოპოზიციურ პარტიებს მოგვანიჭებს მანდატს, რომ დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რვა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში რვა პარტია იწყებს წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს.

„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, რვა პროდასავლური ძალა, არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის.

ივანიშვილი კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით.

რუსული რეჟიმის სრულ იზოლაციას აუცილებლად მოჰყვება მისი დემონტაჟი. შედეგად – მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით პოლიტიკურ პარტიებს მოგვანიჭებს იმის მანდატს, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო.

ჩვენი გამარჯვების გზა არის საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან ართანამშრომლობა, უწყეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება.

ამ ამოცანების შესასრულებლად უკვე ცხრა თვეა ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს – არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებულ ფარს და უარი ვთქმვით მანდატებზე ; არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების ფასად. ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან, რომ მიგვეღწია რეჟიმის საერთასორისო იზოლაციისთვის.

ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია. იმისათვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხისგან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებს და ენერგიას დაეფუძნოს“, – ნათქვამია რვა პარტიის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება 21 ივლისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

21 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +28 - წვიმასოხუმი +29 - უმეტესად მზიანიზუგდიდი +29 - წვიმამესტია +23 - წვიმაფოთი +27 - წვიმაბათუმი +27 - წვიმაოზურგეთი +28 - წვიმაქუთაისი +30 - წვიმაამბროლაური +31 - წვიმაახალციხე +29 - წვიმაბორჯომი +26 - წვიმაბაკურიანი +25 - წვიმაგორი +35 - წვიმაცხინვალი +31 - წვიმასტეფანწმინდა +23 - წვიმაგუდაური +18 - წვიმათელავი +33 - უმეტესად მზიანირუსთავი +38 - უმეტესად მზიანითბილისი +36 - უმეტესად მზიანი

7,4 მაგნიტუდა – რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რუსეთში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, ერთ-ერთი ყევლაზე დიდი 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრისაა და ეპიცენტრი აღმოსავლეთ კამჩატკაა.აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრების სერიამ ცუნამის საშიშროება გამოიწვია, რის გამოც თავდაპირველად გაფრთხილება გაიცა როგორც რუსეთში, ასევე ჰავაიში. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ტალღების სიმაღლე დიდი არ იქნებოდა – მაქსიმუმ, 60 სმ.მიწისძვრები დაფიქსირდა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის მახლობლად, ჯერ 7.0 მაგნიტუდის, შემდეგ 6.7 და 7.4, რასაც კიდევ რამდენიმე დაბალი სიმძლავრის ბიძგი მოჰყვა.ცუნამის მცირე ტალღები მოსალოდნელი იყო ჰავაიში, იაპონიასა და მიდვეის ატოლზე, თუმცა ყველა გაფრთხილება მოგვიანებით გაუქმდა.

ამერიკაში გაუჩინარებული ქართველი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ამერიკაში გაუჩინარებული ქართველი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.„ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გაიზიარა გულისტკივილი და ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მიიღო ლევანის სამძებრო პროცესებში. განსაკუთრებით, მადლობა იმ ბიჭებს, ვინც დღეს მოვიდნენ შეკრების ადგილას და ერთობლივი ძალებით მოხერხდა ლევანის პოვნა. სამწუხაროდ, გარდაცვლილი (ჩამომხრჩვალი) იპოვეს იმ ტერიტორიის მომიჯნავე ტყის სიღრმეში, სადაც გვქონდა ორიენტირი.ამ ეტაპზე, პოლიცია იმყოფება ადგილზე.სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ ეს ფაქტი მაგალითი იქნება იმის, თუ როგორ ორმაგად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ემიგრაციაში, მაგრამ, მშვიდობას გისურვებთ ყველას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სად ვერ გადაადგილდებით… – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სახიდე გადასასვლელი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის...

თსუ-ის მარშზე ,,ლელო - ძლიერი საქართველო" არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე - რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე გუშინდელ აქციას და მასში არმონაწილეობის მიზეზს განმარტავს.მისი განცხადებით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ არ და ვერ იქნებოდა იმ აქციის ნაწილი, რომლის მთავარ მოთხოვნასაც არ ეთანხმება.ამასთან, კუპრაძის თქმით, სხვა აქციებზე, ყველგან წარმოდგენილი იქნებიან.„გუშინდელი აქცია რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც ძალიან კარგი იყო, თან ეს ყველაფერი 19 ივლისს.თსუ-ის მარშზე ,,ლელო - ძლიერი საქართველო" არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე - რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არ/ვერ ვიქნებოდით იმ აქციის ნაწილი, რომლის მთავარ მოთხოვნასაც არ ვეთანხმებით.სხვა აქციებზე, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისთვის და ა.შ. ვიქნებით ყველგან წარმოდგენილი. ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი მარში გავმართეთ და გავაძლიერეთ პროტესტი, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის მიუხედავად, არ ვპასუხობთ ბრალდებებს, ჩვენ ვუფრთხილდებით ახლანდელ და მომავალში საჭირო ერთობასაც, რაც აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად.მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში. ჩვენ ვიბრძვით ერთი მთავარი მიზნისთვის, საქართველოს რუსული რეჟიმისგან გასათავისუფლებლად!“,-წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, „არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თბილისში, აქცია გაიმართა.აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოხატეს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, თსუ-ის კორპუსთან განცხადება გააკეთა „საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ“. ასამბლეის წევრთა თქმით, უერთდებიან 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

ბოლო სიახლეები