პარასკევი, ივლისი 18, 2025

დიმიტრი სამხარაძე: ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება

ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

დიმიტრი სამხარაძის თქმით, „დიფ სთეითის“ გეგმები არ შეცვლილა, ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში კვლავ მეორე ფრონტის გახსნაა.

„ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება! დიფსთეითის გეგმები არ შეცვლილა, ევროპას დააწვა რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად, მაგათი მონა პოლიტიკოსების ზეწოლა საქართველოზე, ზუსტად მეორე ფრონტის გახსნისკენ არის მიმართული! 7 რეზოლუცია რამოდენიმე დღეში! არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ საფრთხეს ვერ იაზრებს! არიან სამწუხაროდ ისეთებიც, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ, ემსახურებიან დიფსთეითის მონა ჩინოვნიკებს, შეგნებულად ცდილობენ საქართველოში არეულობის გამოწვევას და თან საკუთარ თავს ქართველებს უწოდებენ!!
ერთად ვერავინ მოგვერევა!!

საქართველოს ვერ დააჩოქებენ!“-წერს სამხარაძე Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკო კვარაცხელიას დედა საქმიდან პროკურორის ჩამოშორებას და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

2021 წელს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა საქმის გადაკვალიფიცირებას და პროკურორის, გია შაიშმელაშვილის ჩამოშორებას ითხოვს. როგორც ამის შესახებ თავად იზა ომაძე წერს, მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, რომ კვარაცხელიას მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა, მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო.იზა ომიაძე მიიჩნევს, რომ პროკურორმა განზრახ შეუცვალა საქმეს კვალიფიკაცია, რაშიც მან, სავარაუდოდ, ფულიც აიღო.იზა ომაძის განცხადება:"ბატონო პროკურორო, საქართველოს პროკურატურა, ეს ჩემი შვილია, ჩემი ნიკო, რომელიც ოთხი წლის წინ ქალაქის შუაგულში დაქირავებულმა მკვლელებმა უსულო ახალგაზრდებმა დაგვიხვრიტეს. საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილია, ყოველგვარი ვადა ამოიწურა, მოთმინების ფიალაც გადაივსო, მინდა მოგმართოთ თხოვნით რომ პროკურორი შაიშმელაშვილი საქმიდან ჩამოაშოროთ და ამ საქმეს სწორი კვალიფიკაცია მისცეთ!რადგან ამ ბატონმა პროკურორმა, ნიკო კვარაცხელიას საქმე ფაქტობრივად ჩაფარცხა, რის და რა ფასად ალბათ ამას თქვენ უკეთ გაიგებთ ვიდრე მე.საქმეში იყო თითქმის ყველა მტკიცებულება, კონკრეტული სახელები, სამუშაო ტელეფონები უამრავი მტკიცებულება რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ მან ეს საქმე დაშალა , კვალიფიკაცია შეუცვალა და ისე შემოდო თაროზე…ეჭვი მაქვს, რომ მან და მისმა პატრონებმა ძალიან დიდი ფული აიღეს, სხვანაირად ადამიანი ასეთ ბოროტებაზე არ წავიდოდა, ვხედავ როგორ უბნელებს თვალს და გონებას დიიიიდი ფული მაღალჩინოსნებს! ჰკითხეთ ვისი მითითებებით მოქმედებდა შაიშმელაშვილი!მე შემიძლია გითხრათ რომ აუცილებლად დადგება ის დღე როცა ნიკოს მკვლელობის დამკვეთებს თავად მიუჯდება ბატონი შაიშმელაშვილი გვერდით!!! და არა მარტო შაიშმელაშვილი! ისე არ გამწირავს უფალი, ამ დღეს რომ არ მომასწროს…ვიმეორებ და ათასჯერ გავიმეორებ ნიკო კვარაცხელია არ მოუკლავს თავის თაობას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა იყო შეკვეთილი, თუ ვის მიერ ეს თქვენ უნდა დაადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ თქვენ და თქვენი ხელისუფლება გამოდიხართ დამკვეთი, მე მინდა პირადად თქვენ დაინტერესდეთ ამ საქმით. თქვენი წინამორბედებისავით ნუ დაიდებთ და ნუ დაუტოვებთ შვილებს ცოდვას!ბატონ ღარიბაშვილს მივმართე, ბატონ გომელაურს მივმართე, ბატონ შოთაძეს მივმართე, რეაგირება ნული, მხოლოდ ის აინტერესებდათ რა სახის პროტესტის მობილიზება შემეძლო!ჩამოაშორეთ ნიკო კვარაცხელიას საქმეს პროკურორი შაიშმელაშვილი და გადააკვალიფიცირეთ საქმე როგორც შეკვეთილი მკვლელობა! მთელმა საქართველომ იცის რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა! არ დავნებდებით, არ გახდება ეს საქმე ხანდაზმული, ყოველი დღე 15 სექტემბერია ჩვენთვის!" - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.22 წლის ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი საქმის შეკვეთილი მკვლელობის მიმართულებით გამოძიებას ითხოვდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.„21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შსს – ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თამარ ჩიბურდანიძე: ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია, როგორც ზანგეზურის პროექტი. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ

ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემის გამოყენებას ეხმიანება.თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება შანტაჟს, რადგან მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად ურჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს.„როდის უნდა მიხვდეს დასავლეთი, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის. რაც უფრო აძლიერებენ ჩვენზე ზეწოლას, მით უფრო იზრდება ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა. თუკი ევროპელები ქართული ოპოზიციის „რჩევებს” ითვალისწინებენ (როგორც ჩანს, ასეა), ვეტყვით, რომ ამათი პოლიტიკური გათვლები არათუ შავი ზღვის იქეთ, არამედ, შავი ზღვის აქეთაც ვერ ამართლებს. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რომ შეეძლოთ, აქამდე იყრიდნენ ჯავრს „ურჩ ხელისუფლებაზე” და მეორეც, არც ეს აშინებს ქართველ ხალხს, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად გვირჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს. არც ოჯახურ ღირებულებებს ვცვლით ჩვენი გენის გამანადგურებელ „უფლებრივ ღირებულებებზე” და არც ამერიკულ „FARA”-ს ვუწუნებთ რამეს.რაც შეეხება ზანგეზურის პროექტს, დასავლეთის მცდელობა, საქართველოს გვერდის ავლით შეძლონ აღმოსავლეთთან ახალი ეკონომიკური ჰაბის შექმნა, იდეაშიც კი მკვდარია. მათ კარგად იციან სამხრეთ კავკასიის რთული და ფეთქებადი პოლიტიკა. ისიც იციან, რომ საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიაში, ეთნოკონფლიქტების დარეგულირებაში ერთადერთი მშვიდობის გარანტია.იქნება თუ არა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, ესეც გარკვეულწილად ჩვენს ნებ აზეა დამოკიდებული და არა ევროპა-ამერიკის სურვილზე. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ. „როლური თამაშები”, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, ზედმეტად ბრიყვულია და ამ პროცესებში მათ არავინ გაჰყვება. რეალური თვითმყოფადობის შეგრძნებამ მეტი დამაჯერებლობა შემატა ხელისუფლებას და ამ სიმაღლიდან იქ, ქვემოთ, „ევროპელ მბრძანებლებთან” ლახტობანას თამაში, მხოლოდ ოპოზიციის საქმეა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ტატა ხვედელიანი – ვიბრძვით, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან დღემდე არ მიგვიღია არანაირი გეგმა ამასთან დაკავშირებით

ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.ხვედელიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.„არჩევნებში მონაწილეობა თუ არ სჭირდებათ, რატომ შეიტანეს განაცხადი? აქ არ მიიღება საუბრები ხელახალ არჩევნებზე, ან 2028 წლის არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები მუდმივად იძახიან, ამ ვითარებაში არჩევნები ეს არ არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეცვალონ რამე ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი თუ არ სჭირდებათ, რატომ მიმართავენ განცხადებით? ჩვენთვის ერთნაირად პრიორიტეტულია ყველა პარტიის ამომრჩეველი, სწორედ ამიტომაც ვართ შესული ამ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი რეპრესიის ფონზე, ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო ჩვენი ქვეყანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს. ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან ჩვენ არ მიგვიღია დღემდე არანაირი გეგმა ან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ აპირებენ, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე, პოლიტპატიმრების მიმართულებით პოზიციონირებას, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას? მთავარი ამ პროცესში არის ძალიან საინტერესო – დღესდღეობით ყველაზე მეტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ერთმანეთს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.

ბოლო სიახლეები