ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მილიარდობით დოლარით შემცირდება საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება.

კანონპროექტი 216 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღეს. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტი ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. თანხის უმეტესი ნაწილი, რომელიც მცირდება, გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დასახმარებლად, მაგალითად, დაავადებების, ომის ან ბუნებრივი კატასტროფების დროს. ასევე, მცირდება 1.1 მილიარდი დოლარის დაფინანსება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა მიეღო.

ახლა კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.

„წარმომადგენელთა პალატამ ცხრა მილიარდი დოლარის ხარჯების შემცირების კანონპროექტი დაამტკიცა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხარჯების, სადაც წელიწადში მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა. რესპუბლიკელებიამას 40 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ეს დიდი ამბავია!”- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პაატა მანჯგალაძე – 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე

ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი მოუწყობს ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს დაუშავეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მანჯგალაძის თქმით, 4 ოქტომბერს ყველა უნდა გავიდეს რუსთაველზე.„რეჟიმს ეშინია, ამიტომ ბევრი პროვოკაცია იქნება. ბევრ სატყუარას შემოგვიგდებენ, რომ 4 ოქტომბრის განკითხვის და გამარჯვების დღეს როგორმე კვამლის ფარდა ჩამოაფარონ. გუშინ უსმინეთ ლევან ხაბეშვილს და ბატონ პაატა ბურჭულაძეს? რას არ ეთანხმებით? რა არ მოგეწონათ? ვის აქვს უფრო მარტივი და ცხადი გეგმა? ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი მოუწყობს ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს დაუშავეს. წულუკიანის დასკვნა სინამდვილეში მათი საბრალდებო დასკვნაა, მტრის სურვილი, უკუღმა დანახული სიმართლე, რომელსაც საქართველო არ მიიღებს. ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე. მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ერი და განაჩენი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და მშვიდობიან არჩევნებს

საქართველოს სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ორი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუცია, ერთობლივად მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები და დისკრიმინაციის წახალისება, ეს პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ნდობას.„5 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა 4 ოქტომბერს დანიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები და შესაბამისად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი.იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო, საქართველოს სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ორი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუცია, ერთობლივად მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.საარჩევნო მთლიანობა და ჯანსაღი საარჩევნო გარემო ფუნდამენტურია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. თუმცა, როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ამ პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები და დისკრიმინაციის წახალისება, ეს პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ნდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.აქვე აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, საარჩევნო პერიოდში, არაერთხელ დაფიქსირებულა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება.„გასულ წლებში ასეთი თავდასხმის ობიექტები საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები და წევრებიც  გამხდარან. ამასთანავე, პოლიტიკური დებატები მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით, რიგ შემთხვევებში, შეურაცხმყოფელი განცხადებებით ხასიათდება.  სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტები საზიანოა და ხელს უშლის თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის გამართულ საქმიანობას, საარჩევნო პროცესების შეუფერხებლად წარმართვასთან ერთად ამ პროცესებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რაც თავის მხრივ, უკიდურესად აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვის, ასევე, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის შეუცვლელი როლის გათვალისწინებით, ყველა მხარის ხელშეწყობით საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა უნდა მიეცეს სიძულვილის ენისგან თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები“, – აღნიშნულია განცხადებაში.როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა/წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას.„დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დასანერგად, მნიშვნელოვანია კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიისკენ, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის სამართლიან და თანასწორ პირობებში წარმართვას.ამავდროულად, აღსანიშნავია მედიის განსაკუთრებული როლი წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად და სამართლიანად წარმართვის კონტროლისა და ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იქნება მედიის წარმომადგენლებმა, საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას, გამოავლინონ მაღალი პროფესიული სტანდარტი. სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება და მსგავს ფაქტებს კრიტიკულად გამოეხმაურონ.დასასრულს, სიძულვილის ენის თავიდან აცილება და მასზე ადეკვატური რეაგირება აუცილებელია საარჩევნო მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად. აღნიშნული კი თავის მხრივ არის სამართლიანობისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები პლეი ოფში

ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა ოთხი მატჩი, ორი მოიგო და ამდენივე წააგო.ბოლო ტურში ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება. როგორც წინასწარ ვვარაუდობდით, მერვედფინალში თამაში სწორედ ბოლო ტურის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.მოცემულობა მარტივია: თუ საქართველო დაამარცხებს ბოსნიას, მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს.ოღონდ ჯგუფში რომელ ადგილზე გავა, უკვე დღის ბოლო შეხვედრაზე, საბერძნეთი-ესპანეთის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.უარესი ვარიანტი შანსით: საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგების შემთხვევაშიც რჩება ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი ევრობასკეტს დაემშვიდობებიან.შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ოთხ-ოთხი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის.C ჯგუფი მოგება წაგება სხვაობა ქულებისაბერძნეთი 3 1 342:268 7იტალია 3 1 307:279 7ესპანეთი 2 2 311:264 6საქართველო 2 2 291:302 6ბოსნია-ჰერცეგოვინა 2 2 317:325 6კვიპროსი 0 4 214:371 4 4 სექტემბერი – ხუთშაბათი  16:00 ბოსნია-ჰერცეგოვინა VS საქართველო19:15 იტალია VS კვიპროსი22:30 ესპანეთი VS საბერძნეთი  ჩვენი მეტოქე D ჯგუფიდან იქნება: საფრანგეთი, პოლონეთი, ისრაელი ან სლოვენია. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.გთავაზობთ ამ ჯგუფის სატურნირო მდგომარეობას, დარჩენილი მატჩების განრიგს და თავად შეაფასეთ, ვის რომელ ადგილზე გასვლის რა შანსი აქვს.C ჯგუფის პირველადგილოსანი D-ს მეოთხეს ხვდება, C2 – D3, C3 – D2, C4 – D1.D ჯგუფი მოგება წაგება სხვაობა ქულებისაფრანგეთი 3 1 347:317 7ისრაელი 3 1 321:295 7პოლონეთი 3 1 331:356 7სლოვენია 2 2 363:356 6ბელგია 1 3 293:334 5ისლანდია 0 4 289:325 4 4 სექტემბერი – ხუთშაბათი  საფრანგეთი VS ისლანდიაისრაელი VS სლოვენიაპოლონეთი VS ბელგია  

დონალდ ტრამპი – მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.„მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ პრეზიდენტ პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ყველაფერს გააკეთებს, რათა ადამიანებს დაეხმაროს, რომ იცოცხლონ“.„მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხალხს დავეხმარო, რომ იცოცხლონ. საქმე უკრაინაში არ არის, ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებმა იცოცხლონ. ყოველკვირეულად 7 000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. ვფიქრობ, ამის შეჩერება შემიძლია და ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“, – განაცხადა ტრამპმა. 

გია ვოლსკი – დანაშაულთა ჩამონათვალის გრძელი სიაა, სტრასბურგიც გვეუბნება, რომ საქართველოში არსებობდა ისტორიის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც სადისტური მართვის მექანიზმს სისტემური ხასიათი ჰქონდა

დანაშაულებების ჩამონათვალის გრძელი სიაა. ზოგს დამატებით შესწავლა და სამართლებრივი შეფასებები სჭირდება. სტრასბურგის სასამართლოც გვეუბნება, რომ საქართველოში ისტორიის გარკვეული მონაკვეთი არსებობდა, როდესაც სადისტური მართვის მექანიზმს სისტემური ხასიათი ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვა და საერთაშორისო დონეზე მიღებულ რეზოლუციას ხელი მოაწერა“.„ჩვენი მიდგომა სხვანაირია. სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ და დავამტკიცეთ, რომ რუსეთი დღემდე ოკუპაციას ეწევა. კიდევ კარგი ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა? – ამას სააკაშვილმა პასუხი უკვე გასცა და თქვა, რომ სააკაშვილმა კი არა, საქართველომ დაიწყო ომიო. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვუდგებით, წლები დაგვჭირდა, რომ ჰააგის სასამართლო მოგვეგო რუსეთთან, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გააკეთა. არსებობს იმის პერსპექტივა, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს, მათ შორის, ამ დანაშაულზე. რეალურია, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილი ამბობდა, რუსეთი არაფერ შუაშიაო. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილმა თქვა, რუსეთის საქართველოში შემოჭრა ჩვენი სამხედროების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განაპირობაო. რეალურია ისიც, რომ წლების განმავლობაში რუსეთის უპირატესობის განმტკიცებას ახდენდნენ სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ საკუთარი თავი დაეცვათ მათი შესაძლო აგრესიისგან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები