პარასკევი, ივლისი 18, 2025

შსს-ს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის, ორი „კანონიერი ქურდია“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“, 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად „ფარეხელა“, 1973 წელს დაბადებული გ.ღ. მეტსახელად „უწყლო“, 1997 წელს დაბადებული თ.გ. მეტსახელად „ბელეშა“, 1968 წელს დაბადებული გ.ქ. მეტსახელად „ჯაგა“, 1998 წელს დაბადებული გ.ზ. მეტსახელად „ჩინელა“, 1985 წელს დაბადებული ი.დ. მეტსახელად „სტალინა“, 2006 წელს დაბადებული ლ.კ. მეტსახელად „ფოხრე“, 1998 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული ნ.ი., 1999 წელს დაბადებული თ.მ., 2000 წელს დაბადებული გ.ღ., 1995 წელს დაბადებული ი.ბ., 1972 წელს დაბადებული ა.რ., 1966 წელს დაბადებული მ.ზ., 1969 წელს დაბადებული ზ.ზ., 1959 წელს დაბადებული მ.ჩ., 1980 წელს დაბადებული ი.კ., 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1974 წელს დაბადებული ვ.ლ. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად „ჭინკას“ და ირაკლი ლეჟავას მეტსახელად „ლაზარეს“, მათ ბრალი „კანონიერი ქურდობისთვის“ დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო 1981 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“. ინტერპოლის მიერ ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – თენგიზ ხოფერია, მეტსახელად „ჭინკა“ და ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად „ლაზარე“ მონაწილეობდნენ.

დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვისა“ და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი აღსაზრდელის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.დაღუპულის ბავშვის დედის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.„რაც მოვიდა პასუხები, არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩვეულებრივი დღე. არაფერი ყოფილა გამოკვეთილი, არც ცუდად გახდომა, არც სხვა წინაპირობა...მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ და დავტოვეთ ბაღში და წამოვედით სამსახურებში. უკვე საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი იყო დაღუპული“, – ამბობს დედა.ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.წყარო: palitravideo.ge

ტემი ბრუსი აცხადებს, რომ აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს

აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.„ამერიკის შეერთებული შტატები ნათლად გმობს ძალადობას. ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს და ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, რომელიც ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას მოიტანს“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას.„ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ ძალისხმევას რეალური დეესკალაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გუშინ აღნიშნა, ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“,- განაცდადა ბრუსმა.ბრუსმა აღნიშნა, რომ შეთანხმების წარმატება დამოკიდებულია ყველა მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.„ეს მოითხოვს ყველა მხარისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, და ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით მათგან“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, მისივე თქმით, აშშ-მა არ დაუჭირა მხარი ისრაელის დარტყმებს.

16 წლის ბიჭს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული – მოზარდი აპარატიდან მოხსნეს

კვლავ მძიმე რჩება 16 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.16 წლის ბიჭი მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს.ექიმების დიდი ძალისხმევის შედეგად ის უკვე მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 10 ივლისის ღამით ზემო ყულარში მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, 16 და 19 წლის მოზარდებს შორის დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. ერთმა ახალგაზრდამ მეორეს მრავლობითი დანის ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შსს-მ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დააკავეს ქალი, რომელმაც ყოფილი შეყვარებული გაიტაცა და გააუპატიურა

ზიმბაბვეში ქალმა ყოფილი შეყვარებული გაიტაცა, სასტუმროში წაიყვანა და გააუპატიურა. რამდენიმე ბრალდებით ქალი უკვე დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ინციდენტი შაბათს, 12 ივლისს, ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში მოხდა. დილით, 26 წლის ამანდა ჩიზანგა ჩაკანიუკა თავისი ყოფილი შეყვარებულის, 38 წლის ლინოს გაპანგას სახლში მივიდა. გოგონას თან ხუთი თანამგზავრი ახლდა.მამაკაცი შავ BMW-ში ჩასვეს და ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროში წაიყვანეს.  ქალის მიერ დაქირავებულ ოთახში შეათრიეს და „ჯადოს მოსახსნელად“ მასთან დაუცველი სექსი აიძულეს. ამის შემდეგ, გოგონას თანამზრახველებმა მამაკაცს 142 აშშ დოლარი წაართვეს და გაუჩინარდნენ, ის კი სასტუმროში მიატოვეს.ქალსა და მის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს გატაცებასა და ძარცვაში.„პოლიციამ გატაცებისა და ძარცვის საქმესთან დაკავშირებით ქალი დააკავა. საქმეში კიდევ ხუთი მამაკაცი ფიგურირებს. დაზარალებულს სახის შეშუპება, ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. ის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციელმა.

პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს

პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, ერთ-ერთ ქართველს მოსამართლეებმა 12 განაჩენი გამოუტანეს ქურდობისთვის. დანარჩენები დაკავებულნი იყვნენ, მათ შორის, მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და პოლონეთში არალეგალურად ყოფნის გამო.პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის (Straż Graniczna) ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანა იძულებით ან ნებაყოფლობით 4 600-ზე მეტს უცხოელს დაატოვებინეს.დეპორტირებულ უცხოელებს შორის იყვნენ პირებიც, რომლებიც სხვისი არალეგალური გადაადგილების ორგანიზებას უწყობდნენ ხელს.

ბოლო სიახლეები