ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

გიორგი გახარია – მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე – თუ აქ ვარ ეფექტური – აქ ვიბრძოლებ, თუ საქართველოში – იქ ვიბრძოლებ, თუ ციხეში – ციხეში ვიბრძოლებ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია

საქართველოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია – ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე, თუ მე აქ ვარ ეფექტური – აქ ვიბრძოლებ, თუ ციხეში ვარ ეფექტური – ციხეში ვიბრძოლებ,- ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, მის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან კომენტარში განაცხადა.

გიორგი გახარიას აზრით, ამ ეტაპზე მისი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია.

„ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? რა თქმა უნდა ვაპირებ, ვიზიტები ჯერ კიდევ დაგეგმილი მაქვს. სიმართლე , რომ ვთქვა რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. ხვალ შესაძლოა ვიღაცამ გაიგოს, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული, ან რამდენჯერმე მეტი ფული ყოფილა მოპარული „ქოლცენტრებიდან“ და სასწაული მოხდეს. უნდა გვესმოდეს მთავარი დეტერმინანტი – დილით, როცა მთავრობა იღვიძებს, ბიტკოინსა და ფულს ეძებს, ის კი არ აღელვებს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, ევროკავშირში რა ხდება, ინფლაცია… ამათ მოპარული ფული ადარდებთ ვის ხელშია.

ვარ თუ არა ციხისთვის მზად რას ნიშნავს? ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე. ჩემი ყოველი დღე პოლიტიკური ნაბიჯია და დღეს უბრალოდ ისე მოხდა, რომ მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ მე რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური – აქ ვიბრძოლებ, თუ იქ – იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური – ციხეში ვიბრძოლებ.

ჩემი აზრით, ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია, ამ ადამიანებთან. დღეს ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო განწყობა, უვიზო მიმოსვლა ჰაერში იყო, მაგრამ ეს გადავავადეთ, ამისთვის კი მარტო მე არ მიმიღწევია, ეს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შევძელით და გადავავადეთ. ამის [უვიზო მიმოსვლის] დაკარგვა არ შეიძლება, ეს უბრალოდ ბოროტებაა და „ოცნებას“ ეს აწყობს და ძალიან გაუხარდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე გიორგი გახარია, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით 15 ივლისს გამართულ მოსმენასაც გამოეხმაურა.

„გზავნილი ძალიან მარტივია, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს, რომ კონსენსუსს მიაღწიოს, თუ როგორ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც დამნაშავეები არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ორიენტაციის ცვლილებაში, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები. „ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან დაიმალა და სხვადასხვა სახელმწიფოს მეშვებით ცდილობს, რომ პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესდეს. ყველაფერი მალე გამოჩნდება, როდესაც ამ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებები გამჟღავნდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები მთავრობას მოსთხოვენ გაასაჯაროოს თუ რა სახის წერილი მიიღო ევროკომისიისგან, თუ რა ვადებსა და პირობებზეა საუბარი. [„ქართული ოცნება“] თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის იღვწის და მათთვის შრომობს, მაშინ გაასაჯაროონ. ჩვენი მიზანია, რომ ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით დავიცვათ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ივანიშვილის ცნობილი ფრაზა ხომ გახსოვთ – „საზღვრები გაიხსნა, ხალხი დადის და ხედავენ ცხოვრება როგორია და მერე თვითონაც უნდებათ კარგი, ნორმალური ცხოვრებაო და მერე აქაც იმავეს მოგვთხოვენო“. თვითონ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მოპარული ფულის დასაცავად – ერთმანეთს ესვრიან და ქუჩური სისხლიანი გარჩევები აქვთ. დღეს ჩვენ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს, რომელიც წყალს ატანს ყველაფერს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, რომ ევროპას დავახლოებოდით. ქვეყანას ბოლო 2 თვის განმავლობაში ფული ამოძრავებს. არარაობები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ უცხოური ფონდებისგან ხელფასის მიღების გარდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და „ლელო – ძლიერ საქართველოსთან“ მემორანდუმის გაფორმებას, გიორგი გახარია აღნიშნულს თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ერთმანეთის კონკურენტები არ იყვნენ.

„ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ადამიანთან და უნდა ავუხსნათ, რომ „ოცნება“ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივ ძალად ჩამოყალიბდა.

მემორანდუმის არსი იყო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, რა აზრი აქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და კონკურენციაში ვიყოთ? უნდა ითანამშრომლოთ და ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. სადაც ნეიტრალური კანდიდატებზე შევთანხმდებით, ეს ყველაზე კარგი შედეგი იქნება, ასევე ვაპირებთ საუბარს იმ პატიების ამომრჩევლებთან, რომლებიც დღეს ბოიკოტში არიან, ოღონდ სადაც ნეიტრალური კანდიდატები გვეყოლება წარდგენილი. ჩვენ ყველაფრისთვის ღიად ვართ. პარტიული დაპირისპირებები წარსულში უნდა დავტოვოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.ზელენსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:უკრაინის პრემიერ-მინისტრი – იულია სვირიდენკო; უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი; თავდაცვის მინისტრი – დენის შმიგალი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა; პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა; ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი; იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო; ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი; უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი; უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი; ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო; ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო; ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი;განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.

ტრაგედია გონიოში-დაღუპულია 23 წლის ბიჭი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი.გუშინ გონიოში ავარიის შედეგად სულ 3 პირი დაშავდა და დაზიანდა 3 ავტომობილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) მიერ ორგანიზებულ დახმარების განაწილების ცენტრში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.GHF-ის ცნობით, ხან იუნისის რაიონში, დახმარების განაწილების ობიექტზე "ქაოტურ და საშიშ ტალღაში“ 19 ადამიანი გათელეს, ხოლო ერთი დანით დაჭრეს. ფონდმა დასძინა, რომ მათი აზრით, არეულობები "ჰამასთან დაკავშირებულმა, შეიარაღებულმა პირებმა წამოიყეს“.ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა ბრალდება უარყო და GHF დანაშაულის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათ 21 ადამიანის ცხედარი მიიღეს, რომლებიც ცრემლსადენი გაზისა და დახმარების განაწილების ობიექტზე ჭყლეტის შედეგად ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ - წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა იკრძალება!-მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბოლო სიახლეები