ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ ეუთო/ოდირ-ის დირექტორთან შეხვედრა გამართა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორთან, მარია ტელალიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით 7 ივლისს გავრცელებული განცხადების თაობაზე.

„შეხვედრაზე ელჩის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთო-ს ძირითადი ღირებულებებისა და ვალდებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულება და იმედი გამოითქვა, რომ მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა გაგრძელდება.

ამასთან, ელჩმა შეშფოთება გამოხატა მარია ტელალიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, ეფუძნება ფაქტობრივ უზუსტობებსა და აღქმებს და არ შეესაბამება საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

აღინიშნა, რომ ორგანიზაციის დირექტორის  განცხადება ხელს არ უწყობს ქვეყანაში კონსტრუქციული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და ჩრდილს აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ განცხადებაში გაჟღერებულია გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რაც, შესაძლოა, აღქმული იქნეს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ყურადღება ასევე გამახვილდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, აღნიშნული ანგარიში უსაფუძვლო თავდასხმის ობიექტი გახდა ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან – ევროპარლამენტის რეზოლუციამ ეჭვქვეშ დააყენა ორგანიზაციის ანგარიში და მეთოდოლოგია, რითიც შეილახა მისი ავტორიტეტი და რეპუტაცია.

ქართულმა მხარემ გამოთქვა წუხილი, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისზე (OSCE/ODIHR)  აღნიშნულ თავდასხმებს არ მოჰყვა სათანადო რეაგირება ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს ელჩმა გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან კონსტრუქციულ ფორმატში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.ზელენსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:უკრაინის პრემიერ-მინისტრი – იულია სვირიდენკო; უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი; თავდაცვის მინისტრი – დენის შმიგალი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა; პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა; ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი; იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო; ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი; უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი; უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი; ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო; ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო; ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი;განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.

ტრაგედია გონიოში-დაღუპულია 23 წლის ბიჭი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი.გუშინ გონიოში ავარიის შედეგად სულ 3 პირი დაშავდა და დაზიანდა 3 ავტომობილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) მიერ ორგანიზებულ დახმარების განაწილების ცენტრში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.GHF-ის ცნობით, ხან იუნისის რაიონში, დახმარების განაწილების ობიექტზე "ქაოტურ და საშიშ ტალღაში“ 19 ადამიანი გათელეს, ხოლო ერთი დანით დაჭრეს. ფონდმა დასძინა, რომ მათი აზრით, არეულობები "ჰამასთან დაკავშირებულმა, შეიარაღებულმა პირებმა წამოიყეს“.ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა ბრალდება უარყო და GHF დანაშაულის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათ 21 ადამიანის ცხედარი მიიღეს, რომლებიც ცრემლსადენი გაზისა და დახმარების განაწილების ობიექტზე ჭყლეტის შედეგად ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ - წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა იკრძალება!-მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბოლო სიახლეები