ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

„დაბლოკეთ ბარათი… შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი…“ – საბანკო ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.

„დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით, სადაც კიბერთაღლითები ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით მოგიწოდებენ:

როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?

არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულებს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას;

თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ;

თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი;

თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით ეს ბარათი გააუქმეთ და ახალი აიღეთ;

შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე;

დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გაქვთ დაყენებული. თუ არა, ბოლო განახლება დააყენეთ“, – აღნიშნულია საქართველოს საბანკო ასოციაციის გაფრთხილებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე მაისურაძემ ეუთო/ოდირ-ის დირექტორთან შეხვედრა გამართა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორთან, მარია ტელალიანთან.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით 7 ივლისს გავრცელებული განცხადების თაობაზე.„შეხვედრაზე ელჩის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთო-ს ძირითადი ღირებულებებისა და ვალდებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულება და იმედი გამოითქვა, რომ მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა გაგრძელდება.ამასთან, ელჩმა შეშფოთება გამოხატა მარია ტელალიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, ეფუძნება ფაქტობრივ უზუსტობებსა და აღქმებს და არ შეესაბამება საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.აღინიშნა, რომ ორგანიზაციის დირექტორის  განცხადება ხელს არ უწყობს ქვეყანაში კონსტრუქციული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და ჩრდილს აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ განცხადებაში გაჟღერებულია გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რაც, შესაძლოა, აღქმული იქნეს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მათივე ცნობით, ყურადღება ასევე გამახვილდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.„ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, აღნიშნული ანგარიში უსაფუძვლო თავდასხმის ობიექტი გახდა ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან – ევროპარლამენტის რეზოლუციამ ეჭვქვეშ დააყენა ორგანიზაციის ანგარიში და მეთოდოლოგია, რითიც შეილახა მისი ავტორიტეტი და რეპუტაცია.ქართულმა მხარემ გამოთქვა წუხილი, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისზე (OSCE/ODIHR)  აღნიშნულ თავდასხმებს არ მოჰყვა სათანადო რეაგირება ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს ელჩმა გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან კონსტრუქციულ ფორმატში.

კახა კალაძე – ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში, რომ კორპუსი აუცილებლად აშენდება, ეს არის ძალიან დიდი შანსი და გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა

ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში, რომ კორპუსი აუცილებლად აშენდება, ეს არის ძალიან დიდი შანსი და გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროგრამის ფარგლებში ახალი კორპუსების მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი.„უმეტეს შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და არ გვაქვს იმისი უფლებამოსილება, იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, თუმცა, მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ამის უფლება და შესაძლებლობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებენ. რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მოხდა მოსახლეობის ვერდაკმაყოფილება. სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც აიღეს ვალდებულება წლების წინ, ვერ შეასრულეს და დააკმაყოფილეს ის შეთანხმება, რომელიც იყო მიღწეული მოსახლეობასთან. უამრავი ასეთი შენობა-ნაგებობა გვქონდა დედაქალაქში, სადაც იყო დაუმთავრებელი მშენებლობები. ძალიან განერვიულებული, დაჩაგრული, გაუბედურებული იყო მოსახლეობა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ელოდებოდა, როდის მიიღებდა საკუთარ საცხოვრებელ ფართს. აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე, საუბარია, რომ მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას, რომელიც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არაფერი ექნება გადასახდელი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. ვიდრე სამშენებლო სამუშაობი დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი. შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი, მაქსიმუმ, ორი წელი სჭირდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას და გადმოგეცემათ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომლებშიც ცხოვრობდით. უბრალოდ, იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული მასში. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ოჯახს, ადამიანს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს – გამოიყენეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ისტორიული უბნებისთვის ასევე გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც, ინვესტორების ჩართულობით, იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მოხდეს ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია“, – განაცხადა თბილისის მერმა.როგორც კალაძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა-რეაბილიტაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების განახლებას დაიწყებს.„მოგიწოდებთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ ჩანაცვლების პროგრამით. ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ. მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურები არიან თქვენ უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღიმილისმომგვრელია ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ, ალექსანდრე ელისაშვილი გახლავთ ჩვენი კანდიდატი – ტატა ხვედელიანი

იქნება თუ არა ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პოსტზე "ლელოსა" და გახარიას გუნდის საერთო კანდიდატი? გავრცელებულ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არცერთ ოპოზიციურ პარტიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ.ელისაშვილის შესაძლო კანდიდატურით კმაყოფილია მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მას რეიტინგიდან გამომდინარე არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, კანდიდატებზე მსჯელობა ახალი დაწყებულია. შესაბამისად, ის ალეკო ელისაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს."ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი გახლავთ ის, რომ შევარჩიოთ კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისთვის იქნებიან მისაღებები და ესენი იქნებიან პარტიულად ნეიტრალური კანდიდატები.რაც შეეხება ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ, ალექსანდრე ელისაშვილი გახლავთ ჩვენი კანდიდატი, ღიმილისმომგვრელია და, რა თქმა უნდა, არ დავადასტურებ, რადგან კანდიდატებზე მსჯელობა ახლა დაიწყო", - განაცხადა ტატა ხვედელიანი.

კაია კალასი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესყიდვის „ტვირთი გაიზიაროს“ – „პირობას თუ დებთ, რომ იარაღს მიაწვდით, მაგრამ ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს არ ნიშნავს,...

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აშშ-ს მოუწოდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესყიდვის „ტვირთი გაიზიაროს“.ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იარაღის ნატო-სთვის მიყიდვისა და შემდგომ უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე.„ჩვენ თუ ვიხდით ამ იარაღის ღირებულებას, ეს ჩვენი, ანუ ევროპის მხარდაჭერაა. უკრაინის დასახმარებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ. თქვენ პირობას თუ იძლევით, რომ იარაღს მიაწვდით, მაგრამ ამბობთ, რომ მის ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მას აძლევთ, არა?“ – აღნიშნა კაია კალასმა.

სინოპტიკოსების გაფრთხილება – 17 ივლისამდე მოსალოდნელია უამინდობა და სითბური ტალღა

17 ივლისამდე საქართველოში უამინდობა გასტანს, ხოლო 18 ივლისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“საუბრობს.„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება +36 +37 გრადუსი.19 ივლისს, დასავლეთ საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 20, 21, 22 ივლისს შესაძლოა, კვლავ მცირე ხანმოკლე წვიმა იყოს.სანაპირო ზოლს რაც შეეხება, 15-დან 17-მდე მოსალოდნელია წვიმა“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი.

ბოლო სიახლეები