ორშაბათი, ივლისი 14, 2025

ქუთაისში ორი მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა-ავტოსაგზაო შემთხვევას ორივე მძღოლის  სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

“ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, რომ 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიღუპნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბაიბა ბრაჟე – მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიისთვის არასასურველი პირების სიაში შევიყვანო – აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა

მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.„ლატვიაში ამ ფიზიკური პირების შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, - წერს ბაიბა ბრაჟე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, გარდაცვლილის მეგობრებსა და აღზრდილებს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამშენებლო ფაკულტეტის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ინჟინრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორ რევაზ მახვილაძის გარდაცვალების გამო.ბატონ რევაზს ღირსეული ადგილი ეკავა საქართველოს საინჟინრო და სამეცნიერო წრეებში. მისი მოღვაწეობა მოიცავდა 150-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, ორ საავტორო მოწმობასა და რვა სახელმძღვანელოს, რომელთაგან ბევრი დღემდე აქტიურად გამოიყენება როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკულ-საინჟინრო საქმიანობაში.რევაზ მახვილაძე იყო მაგალითი პროფესიული კეთილსინდისიერებისა და მაღალი აკადემიური კულტურისა. ათწლეულების განმავლობაში მან აღზარდა ინჟინერთა არაერთი თაობა, რომელთა უმეტესობა წარმატებით მოღვაწეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი რევაზის ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, მის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.ვინც ცხოვრებას რწმენით, პასუხისმგებლობითა და მომავლის იმედით ემსახურება, ის მუდამ იცოცხლებს ჩვენს მეხსიერებაში - ასეთი იყო ბატონი რევაზი. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისში, სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თბილისის მერთან ერთად მივიდა.მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.„ამ ეტაპზე რაც შემილძლია, დაგიდასტუროთ, ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია. ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. თუ ამას მოემატება რიცხვი, უახლოეს პერიოდში გეტყვით.  მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“,- განაცხადა შს მინისტრმა.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ვაგზლის მოედნის მიმდებარედ შენობის ნაწილი ჩამოინგრა

ე.წ. ვაგზლის მოედნის მიმდებარედ შენობის ნაწილი ჩამოინგრა.ამ დროისთვის, უცნობია მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კორუფციაში და ცდილობენ, პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები, რომლებიც შეიძლება, არსებობდეს მათ მიმართ, ამისთვის მარტივად ურიგებენ ფულს...

არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება.„არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ „ნაცები“ და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება. ასეთი არის, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, მას ჰქონდა მეტსახელიც სახელფასო გრაფაში და იმავე წყაროდან ფინანსდება ასევე ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ვიღაცებს სურთ საკუთარი ბრალდებების გადაფარვა, არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები