ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვაჟა ფშაველა და ნოდარ დუმბაძე – დღეს სამი დიდი ქართველის დაბადების დღეა

დღეს საქართველო სამი ბუმბერაზი ქართველის – ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა ფშაველასა და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს აღნიშნავს.

ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს, ჩარგალში ( დუშეთის მუნიციპალიტეტში) დაიბადა. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები”, „დარეჯანი”, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები”, 1903; „უძმოს-ძმა”, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები შვლის ნუკრის (1883), „ხმელი წიფელი” (1888-1889), „ქუჩი” (1892), „მთიანი მაღალი” (1895). ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში”, „სცენები”, 1889; „ტყის კომედია”, 1911; „ნაკვესები”, 1886-1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი” (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე. ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები”, „ფშავლების ცხოვრებიდან”, „ხევსურები” (1886), „ლაშქრობა” (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით” (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” (1896) და სხვები.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა. ის იყო ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1992-1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.1989 წლის14 აპრილს,სოფელ მატანში ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან 101 წლისთავი აღნიშნეს. 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. მისი ცხედარი 23 ნომებბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200-ლარიანი კუპიურები, რომლებზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტია გამოსახული. მისი სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან ვაკეში.

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა – ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა – ანა ივანეს ასული ბახტაძე – დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს.

ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956-1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარაზიტი, რომელიც ადამიანის კანში იბუდებს – რა ვიცით Dermatobia hominis-ის შესახებ

პარაზიტები ადამიანებსაც გვყავს და ერთ-ერთი მათგანი Dermatobia hominis არის. ესაა ბორასებრთა ოჯახის მწერი, რომელიც ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული.მისი ლარვების განვითარებისთვის ჩვენს კანში არსებული პირობები იდეალურია, იქ მათი მოხვედრისას კი მოწითალო ამობურცული არეალი წარმოიქმნება. თუ ამ ადგილს ხელით შეეხებით, ის ამოძრავდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენს სხეულში სულ სხვა ორგანიზმები იზრდებიან.მაინც როგორც იბუდებს ეს პარაზიტი ადამიანის კანში?ზრდასრულობისას ისინი დაახლოების ბუზის ზომის არიან. შეწყვილების შემდეგ მდედრი კანში კვერცხების გადასატანად სისხლისმწოველ არსებებს იყენებს, როგორიც კოღო ან ტკიპაა. ის შუამავალი მწერების სხეულზე, ძირითადად მუცლის არეში, საკუთარ კვერცხებს ამაგრებს, რასაც ფორეზია ეწოდება.მაშინ, როცა სისხლისმწოველი არსებები ჩვენამდე აღწევენ, კანის სითბო კვერცხებიდან ლარვას ათავისუფლებს. ისინი შიდა ქსოვილებში მწერის ნაკბენიდან ან თმის ფოლიკულებიდან აღწევენ და ამით მათი სიცოცხლის ციკლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ეს მატლები დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში იზრდებიან, შემდეგ კი კანიდან გარეთ გამოდიან და უკვე მიწაში ინაცვლებენ, საიდანაც ბუნებას უკვე ზრდასრული ფორმით უბრუნდებიან.იმ რეგიონში, სადაც Dermatobia hominis არის გავრცელებული, მისით ადამიანთა პარაზიტირების შემთხვევები არც ისე იშვიათია. სიმპტომები მარტივად ამოსაცნობია. ლარვის მიერ კანზე წარმოქმნილი ბურთულა მუწუკს მოგვაგონებს, მაგრამ მის ცენტრში მცირე ზომის ხვრელია. იქიდან მატლები ჰაერს იღებენ.მიუხედავად იმისა, რომ ლარვები ჩვენს კანში სამუდამოდ არ რჩებიან, ექიმები მათ მოშორებას ამჯობინებენ. თუკი პარაზიტები შედარებით ღრმად არიან დაბუდებული, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ჩვეულებრივ, ამისთვის ჭრილობაზე ვაზელინის ან სხვა ამგვარი საშუალების წასმაც საკმარისია, რადგან ლარვებს ჰაერი აღარ ჰყოფნით და გარეთ თავადვე გამიდიან.ზრდასრული მწერი ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის, ვინაიდან კვერცხების გადასატანად სხვა არსებებს იყენებს.

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე – რა ხდება ადგილზე

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ქობულეთის რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.შსს-ს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.ფოტო: „აჭარის მაუწყებელი“

აიათოლა ალი ხამენეი – ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონალური ბაზა იყო, ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და...

ირანი მზადაა, ნებისმიერ ახალ სამხედრო თავდასხმას უპასუხოს, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.მისი თქმით, თეირანი შეძლებს მოწინააღმდეგეებისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენებას, ვიდრე ეს 12-დღიანი ირან-ისრაელის ომის დროს მოხდა.„ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონალური ბაზა იყო. ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და სხვებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.ამასთან, ირანის პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ არ უნდა განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები აშშ-თან, ვიდრე წინაპირობები არ დაკმაყოფილდება.

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ...

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.დიმიტრი სამხარაძის თქმით, ევროკომისია პირდაპირ და ღიად ითხოვს პატიოსნებისა და ოჯახის ღირსების გაცვლას გარყვნილებასა და ჰომოსექსუალების გაბატონებაზე. ასევე ქართული ისტორიისა და სულისკვეთების დავიწყებას.„პირდაპირ და ღიად ითხოვენ:პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ - „ტოლერანტული“ LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო!მშვიდობა - ომით შეცვალეთო!საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები - ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმების გამო – ახლახან ვესაუბრე მხარეებს, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს

აშშ შეშფოთებულია ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.რუბიოს თქმით, ახლახან ესაუბრა შესაბამის მხარეებს.„ამ საკითხზე ვმუშაობთ. ახლახან ვესაუბრე შესაბამის მხარეებს ტელეფონით. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ საკითხით და იმედია, დღეს მოგვიანებით გვექნება განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმების დროს სირიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

ბოლო სიახლეები