ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის ვოტუმი ჩავარდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მხარი არ დაუჭირა 360-მა ევროდეპუტატმა.
კენჭისყრაში სულ 553 კანონმდებელი მონაწილეობდა. გადაყენების მომხრე იყო 175, თავი შეიკავა 18-მა.
ინიციატივით 75 ევროპარლამენტარი გამოვიდა. ისინი ევროკომისიას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ, ბრალდებებს შორის არის გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაც.