მადრიდის „რეალთან“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
„მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს — ეს ძალიან ძლიერი გუნდია და პატივისცემა ყველა მოთამაშის მიმართ საჭიროა. ჩვენ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები.
მსურს თუ არა, მბაპე სათადარიგოთა სკამზე ვნახო? რთული კითხვაა, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვერაფერს ვიტყვი — რა თქმა უნდა, მბაპესთან ერთად „რეალი“ კიდევ უფრო საშიშია.
მათ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალისტები, მაგრამ, პირველ რიგში, ეს გუნდია, რომელიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშოთ — არ აქვს მნიშვნელობა, მოწინააღმდეგე ვინ იქნება“, – განაცხადა კვარაცხელიამ.