სამშაბათი, ივლისი 8, 2025

გია ვოლსკი – ევროპარლამენტის რეზოლუცია არის შეტევა საქართველოს ინტერესებსა და სტაბილურობაზე, იუკნევიჩიანეს ჭკუაზე რომ დგება ევროპარლამენტი, რასაკვირველია, კრიტიკის საფუძველი გვაქვს

„ერთი მხრივ, ითხოვენ ეუთო/ოდირ-ის ჩამოსვლას და სპეკულირებენ, რომ საქართველომ უარი თქვა, მეორე მხრივ, რეზოლუციას იღებენ, რომ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს და ამ რეზოლუციით ორგანიზაცია საერთოდ დისკრედიტებულია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში დღეისთვის დაგეგმილ დებატებსა და საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე.

„ამ რეზოლუციით არა მარტო მცდელობაა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის, არამედ ეუთო-ოდირ-ი არის გასწორებული მიწასთან. პრაქტიკულად, ახალი არჩევნები ჩატარდესო, მიუხედავად იმისა, რა დაწერა ეუთო/ოდირ-მა. მეორე მხრივ, ითხოვენ, დამკვირვებლად ჩამოვიდეს ეუთო/ოდირ-ი. ეს არის აბსოლუტური გამოვლინება, მანიფესტაცია, რად ღირს ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია – სამარცხვინო, უსამართლო, ორმაგი სტანდარტებით სავსე. ზუსტად იციან, სააკაშვილმა დააშავა და მაინც ითხოვენ მის გათავისუფლებას, ვინაიდან იმ სცენარში ჯდება, რაც თავიდანვე დაწერეს, სააკაშვილი უნდა ყოფილიყო მომაკვდავი, რევოლუციის ლიდერი, სააკაშვილი დღეს უნდა ჩაუდგეს სათავეში დესტაბილიზაციის პროცესს. ეს ყველაფერი აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ჰგონიათ, რომ ხალხი ბრმაა ან უინტელექტო საზოგადოება ცხოვრობს საქართველოში. მოწინააღმდეგესაც და მომხრესაც ესმის, რას წარმოადგენს ეს რეზოლუცია. ეს არის პირდაპირ შეტევა „სახალხო პარტიის“, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სერიოზული მფარველის მხრიდან საქართველოს ინტერესებსა და სტაბილურობაზე. უნდათ ჩვენი ნგრევა, სისხლისღვრა ქვეყანაში. ვითომ არ ყოფილა ეს ყველაფერი: საზღვარი არ დაარღვია, არც რევოლუცია დააპირა, ხალხის სისხლი არ დაღვარა, ვითომ არაფერი გაუკეთებია, არც მკვლელების მფარველობაში იყო ჩართული, რაზედაც სტრასბურგი ლაპარაკობს, და არც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები ყოფილა, რაზეც ასევე სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა, გესტაპო შექმნა საქართველოში და ვითომ ეს ყველაფერი არ ყოფილა. წერენ, რომ ეუთო/ოდირ-ი არაფერს წარმოადგენს, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს. რა შეიძლება, ამაზე ითქვას? ეს იქნება გამოვლენილი იმ არჩევნების დროს, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, არსებობს ფაქტორები, რაც მიუთითებს, რამდენად სამართლაინია ევროპარლამენტის რეზოლუციები.

„ევროპარლამენტის რეზოლუციის გულწრფელობასა და მის ავტორიტეტულობაზე ვისაუბრე, როდესაც ვთქვი, რომ არ შეიძლება, დემოკრატიის შუქურა იყოს სააკაშვილი, რომელმაც გესტაპოს რეჟიმი შექმნა საქართველოში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. მით უმეტეს, ეუთო/ოდირ-ის დასკვნას თუ ფეხქვეშ თელავ, არ უნდა მოითხოვო საქართველოში მისი ჩამოსვლა დამკვირვებლად. ეს არის ინდიკატორი, რამდენად სამართლიანია სხვა დანარჩენი დასკვნები. რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი, რომელიც დაუპირისპირდა საგარეო კურსს ან რამე გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, რაიმე პროექტი არ მიიყვანა ბოლომდე, ფული მოიპარა? ფული არ დახარჯა ქვეყნისთვის თუ რა, ბიძინა ივანიშვილთან რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ, ის, რომ ქვეყნის მმართველობის სათავეშია? რა დააშავა ამ ქვეყანამ, როდესაც დაუპირისპირდნენ პიროტექნიკით? ევროპული ქვეყნისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ პოლიციელს არათუ ხელით შეეხები, სიტყვიერად თუ შეურაცხყოფ, ძალიან მძიმე შედეგს მიიღებ. არაერთი მაგალითი მივიღეთ გერმანიაში, სხვა ქვეყნებში, როდესაც უბრალო კრიტიკის გამო ხალხი არა მარტო დაჯარიმებული, სანქცირებულები არიან, არამედ ციხეში გაუშვეს. ეს რეალობაა. იუკნევიჩიანეს ჭკუაზე რომ დგება ევროპარლამენტი, რასაკვირველია, საფუძველი გვაქვს, სწორედ ასე გავაკრიტიკოთ და კიდევ რბილად ვლაპარაკობ. სანქციებს აწესებს ევროკავშირი და ევროკავშირში არ არის ისეთი ერთგვაროვანი დამოკიდებულება, ზოგს აქვს ინტერესი, საქართველოში განვითარდეს ნგრევის პროცესი და ამას მთელი მეხუთე კოლონა თავისი მედიასაშუალებებით მიესალმებიან. ეს არ არის საერთო დამოკიდებულება. ადამიანები, რომლებსაც უხარიათ, რომ შეიძლება, ვიღაცამ ვინმე დაასანქციროს, პოლიტიკურ წარსულში უნდა დარჩნენ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, ხშირად მას აბრალებენ ათას ტყუილს, აყენებენ შეურაცხყოფას, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.„დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის. ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. იცით, კონკრეტული მუხლითაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდანაც“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადა თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.ჟურნალისტის კითხვაზე, „ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას?“, – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, სიძულვილის მუდმივად დათესვა, ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი, დანარჩენი, ბუნებრივია, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“.ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამოძიების პროცესს თავადაც გააკონტროლებს.„არა მარტო მე, პირველ რიგში, დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, იმედი მაქვს, გამოძიება დაადგენს აბსოლუტურად ყველა დეტალს. მე ვერ ვისაუბრებ ვერსიებზე, ვერსიებზე ისაუბრებენ ძალოვნები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად, მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერსდეს ყველა დეტალით.„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე, სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უაზრობაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ესაუბრება უკრაინაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპმა აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.„მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. ახლა ამის თქმა შემიძლია, რადგან ის კლავს ძალიან ბევრ ჯარისკაცს, თავის ჯარისკაცებსაც და სხვებსაც. ახლა ეს რიცხვი კვირაში 7 000-მდეა და მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე. სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უაზრობაა“, – განაცხადა ტრამპმა.რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება.„დიახ, მე განვიხილავ. ვხედავ, რომ სენატი იღებს და დაამტკიცებს ძალიან, ძალიან მკაცრ სანქციებს. ეს არის არჩევითი კანონპროექტი და მე ამას ძალიან მკაცრად ვუყურებ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს უგზავნის.„ჩვენ გვსურს თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რადგან პუტინი არ ექცევა ადამიანებს სწორად. ამიტომ, ჩვენ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს ვუგზავნით და მე ეს დავამტკიცე“, – განაცხადა ტრამპმა.

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა, დაიხურა მარსელის აეროპორტი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა.„ბიბისის“ ცნობით, ცეცხლი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება ქალაქის შემოგარენს მიუახლოვდა.მანამდე, ხანძრის გამო დახურეს მარსელის აეროპორტი.ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასშტაბური ხანძრების გამო, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მძვინვარებს, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.საფრანგეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ხაზებთან ახლოს გაჩენილი ხანძრების გამო მარსელიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა მატარებელმა შეიძლება ოთხი საათი დაიგვიანოს.მარსელის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.ადგილობრივებმა ფრანგულ მედიას უთხრეს, რომ მოქალაქეების ნაწილი ქალაქის დატოვებას ცდილობს და ამიტომ, გზებზე დიდი საცობებია.ფრანგული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარსელის ჩრდილოეთ ნაწილში მთებში ძლიერი ხანძარია.ფრანგული მედიის ცნობით, მარსელსა და ახლომდებარე რეგიონებში 19 მაისის შემდეგ არ უწვიმია.

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათვისუფლეს

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.მანამდე, სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა.„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში.  სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე  სტუმრად იმყოფებოდა ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ბოლო სიახლეები