სამშაბათი, ივლისი 8, 2025

გია ვოლსკი – ეუთო/ოდირს შეუტიეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა დაწერა, ახლა კიდევ გვკარნახობენ, მოვიწვიოთ და შემდეგ ამ ორგანიზაციას გადაუარონ

ეუთო/ოდირს შეუტიეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა დაწერა, ახლა კიდევ გვკარნახობენ, მოვიწვიოთ და შემდეგ ამ ორგანიზაციას გადაუარონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ამ დასკვნის მიმართ უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ ოპოზიციონერებს.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები. აქედან გამომდინარე, არცერთი სახელმწიფო, მით უმეტეს, საქართველო არ დაუშვებს, რამე მოხდეს ისეთი, რაც კითხვებს გამოიწვევს. კითხვები გამოიწვია ეუთო/ოდირიის დასკვნამ, არათუ კითხვები, ასეთი გააფთრებული შეტევა პრაქტიკაში არ არსებობდა ევროპულ სივრცეში. შეუტიეს, რადგან დადებითი დასკვნა დაწერა. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეუთო/ოდირის განცხადება ერთია, მაგრამ მეორეა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომლის მიმართაც უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ ოპოზიციონერებს, მეხუთე კოლონას, გარეთა აქტორებს, გადაუარეს, ბულინგის ასეთი ხარისხი ევროპულ ისტორიას არ მოსწრებია. ეუთო-ს გენერალური მდივნის, დამკვირვებლების განცხადება იყო, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზე. აქედან გამომდინარე, გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორც ეკადრება განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები და არანაირი წინაპირობა არ უნდა შევუქმნათ რაიმე დაპირისპირებას, მით უმეტეს, ევროპის ფორმატში, რომელიც არაერთხელ საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას. ასე რომ, ჩავატაროთ არჩევნები ისეთი, როგორც ეკადრება დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოს.

არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ დონეზე, როგორც ტარდება ევროპულ ქვეყნებში. მით უმეტეს, განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, თითქოს პოლიტიკური პატიმრებია და გარკვეული გარემოებებია შექმნილი, არ ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს. გადახედონ, რა ხდება ევროპულ სახელმწიფოებში, მაშინ როდესაც სახელმწიფო სისტემას უპირისპირდება გარკვეული აგრესია, რა ხდება გინდ პოლიციის, გინდ სასამართლოს მხრიდან. ზუსტად ამ გზით მივდივართ ჩვენც. ასე რომ, არჩევნებს არაფერი ემუქრება. განცხადება თუ კეთდება, რომ 20 წლის განმავლობაში ისტორიას არ ახსოვს ასეთი მოვლენა, ისტორიას არც ის ახსოვს არც 20, არც 30 წლის განმავლობაში, რომ კვალიფიციური, ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებული დადებითი შეფასება ფეხქვეშ ყოფილიყო გაგდებული, აბუჩად აგდებული. აქედან გამომდინარე, კიდევ გვკარნახობენ, რომ მოვიწვიოთ ორგანიზაცია, შემდეგ ამ ორგანიზაციას გადაუარონ და კიდევ საშუალება მივცეთ, გარკვეულ სპეკულაციებს, ბულინგს ჰქონდეს ადგილი. ვფიქრობ, გვეყოფა ძალა იმისათვის, მათ შორის, ე.წ. კრიტიკულ მედიას, როგორც თვითონ უწოდებენ თავის თავს, ეყოფა ძალა, ობიექტურად, სამართლიანად შეაფასოს და გვქონდეს ისეთი არჩევნები, როგორიც ტარდება სხვა ქვეყნებში, სადაც არ აქვთ აუცილებლობა, ვინმე გარედან ამოწმებდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეუთო/ოდირ-მა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც, მათ შორის, ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან გამონაკლისს“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რასა იუკნევიჩიენე – ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო, ერთ დროს დემოკრატიის მედროშე, ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? – საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა...

ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო - ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, ვხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას და აღიარებენ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ.„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაფერისი დამთხვევაა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას იმავე საღამოს განვიხილავთ, როგორც ბელარუსს. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო - ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? რომ დღეს ვილაპარაკებდით არა მხოლოდ ბელარუსებსა და ლუკაშენკოს პატიმრებზე, არამედ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის პატიმრებზე?..ევროპარლამენტის წევრებისა და ევროკავშირის ელჩების წინააღმდეგაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. გვესმის, რომ ეს განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის ხედვებს. ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ,” - განაცხადა იუკნევიჩიენემ.იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ “საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო არჩევნები არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს” და ევროპარლამენტარებს რეზოლუციაში ამის შესახებ შესწორების მხარდაჭერა შესთავაზა, ისევე როგორც მზია ამაღლობლის შესახებ შესწორების.“საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა. უვიზო მოგზაურობა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევა და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ირაკლი კობახიძე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, ხშირად მას აბრალებენ ათას ტყუილს, აყენებენ შეურაცხყოფას, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.„დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის. ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. იცით, კონკრეტული მუხლითაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდანაც“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადა თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.ჟურნალისტის კითხვაზე, „ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას?“, – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, სიძულვილის მუდმივად დათესვა, ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი, დანარჩენი, ბუნებრივია, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“.ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამოძიების პროცესს თავადაც გააკონტროლებს.„არა მარტო მე, პირველ რიგში, დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, იმედი მაქვს, გამოძიება დაადგენს აბსოლუტურად ყველა დეტალს. მე ვერ ვისაუბრებ ვერსიებზე, ვერსიებზე ისაუბრებენ ძალოვნები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად, მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერსდეს ყველა დეტალით.„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე, სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უაზრობაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ესაუბრება უკრაინაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპმა აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.„მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. ახლა ამის თქმა შემიძლია, რადგან ის კლავს ძალიან ბევრ ჯარისკაცს, თავის ჯარისკაცებსაც და სხვებსაც. ახლა ეს რიცხვი კვირაში 7 000-მდეა და მე არ ვარ კმაყოფილი პუტინით. პუტინი აშშ-ს ბევრ სისულელეს ეუბნება უკრაინაზე. სიმართლე ისაა, რომ ის ყოველთვის კეთილგანწყობილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უაზრობაა“, – განაცხადა ტრამპმა.რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება.„დიახ, მე განვიხილავ. ვხედავ, რომ სენატი იღებს და დაამტკიცებს ძალიან, ძალიან მკაცრ სანქციებს. ეს არის არჩევითი კანონპროექტი და მე ამას ძალიან მკაცრად ვუყურებ“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს უგზავნის.„ჩვენ გვსურს თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რადგან პუტინი არ ექცევა ადამიანებს სწორად. ამიტომ, ჩვენ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს ვუგზავნით და მე ეს დავამტკიცე“, – განაცხადა ტრამპმა.

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა, დაიხურა მარსელის აეროპორტი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა

ტყეში გაჩენილი ხანძარი მარსელს მიუახლოვდა.„ბიბისის“ ცნობით, ცეცხლი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება ქალაქის შემოგარენს მიუახლოვდა.მანამდე, ხანძრის გამო დახურეს მარსელის აეროპორტი.ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასშტაბური ხანძრების გამო, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მძვინვარებს, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.საფრანგეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ხაზებთან ახლოს გაჩენილი ხანძრების გამო მარსელიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა მატარებელმა შეიძლება ოთხი საათი დაიგვიანოს.მარსელის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.ადგილობრივებმა ფრანგულ მედიას უთხრეს, რომ მოქალაქეების ნაწილი ქალაქის დატოვებას ცდილობს და ამიტომ, გზებზე დიდი საცობებია.ფრანგული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარსელის ჩრდილოეთ ნაწილში მთებში ძლიერი ხანძარია.ფრანგული მედიის ცნობით, მარსელსა და ახლომდებარე რეგიონებში 19 მაისის შემდეგ არ უწვიმია.

ბოლო სიახლეები