კვირა, ივლისი 6, 2025

მამუკა ხაზარაძე – 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, დანაშაულია, ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა! გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შეთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის დაგეგმილი ავანტიურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ! დღევანდელი ეს ღონისძიება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ, მოხდა პარტიის რეგიონული ლიდერების ინფორმირება და თბილისში მოწვევა, ანონსი დაიგზავნა მედიაში და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენ გაგვეხმოვანებინა პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება. სწორედ იმიტომ, რომ ხელი შეეშალათ ჩვენთვის, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ეშინია პროდასავლური ოპოზიციის ჩართვის ამ ბრძოლაში, ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მაკარადი, რაც ჩვენ ვიხილეთ. სულ ტყუილად, „ძლიერ საქართველოს“აქვს თავისი გეგმა, „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა, რომელიც ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება“ „კაგებე“, სუს-ი და ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსულ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს, არის ბრძოლა! ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ყველა შესაძლო ველზე!

ბრძოლა ქუჩაში – აქციებით, პროტესტით, დაუმორჩილებლობით! ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე – არაღიარებით, სანქციებით, იზოლაციით! ბრძოლა არჩევნებში – 3000 ახალი პროტესტის კერის გაჩენით, დაპირისპირების ახალი კერების შექმნით, პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით! საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა და ყველა ადამიანისთვის პროტესტის გამოხატვის უფების მიცემა, ეს არის ჩვენი, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ამოცანა.

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის – ჩვენ შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ შევდივართ დიქტატურის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ წინააღმდეგობაში.

აქვე, მინდა, მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს – ამ რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს. თუმცა, ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება.

როგორც გამოჩნდა სტრატეგია ავირჩიეთ სხვადასხვა. ჩვენ „ძლიერი საქართველო“ მზად ვართ სრული ჩართულობისთვის და სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდეც, ტოტალურად და სრული რესურსით ვიყავით ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება!

აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში, მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის!

დანაშაულია, ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი! რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა, ერთობლივად მოსაგებია“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები