შაბათი, აგვისტო 23, 2025

თოჯინის „ლაბუბუ“ შემქმნელი,38 წლის ვან ნინი ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ათეულში მოხვდა მისი ქონება ამჟამად 22.7 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება

კომპანია Pop Mart-ის ხელმძღვანელი 38 წლის ვან ნინი შევიდა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულში და გახდა ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი. ეს ყველაფერი ზაფხულის ყველაზე ტრენდული სათამაშოს — ლაბუბუს — პოპულარობისა და გაყიდვების ზრდის წყალობით მოხდა.

ლაბუბუს ბუმბულიანი მონსტრების კულტი ჩინეთში დაიწყო, თუმცა წელს ის მის ფარგლებს გასცდა. ამ დროისთვის, ვანის ქონებამ, რომლის მაღაზიებშიც დაიწყეს ამ სათამაშოების გაყიდვა, 21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მხოლოდ გასულ წელს Pop Mart-მა 188%-იანი მოგება აჩვენა, ხოლო ფლაგმანურმა სერიამ Monsters, რომელშიც ლაბუბუც შედის, შემოსავლის 726%-იანი ზრდა დაფიქსირდა და კომპანიის მთავარი შემოსავლის წყაროდ იქცა.

Pop Mart-ის ისტორია 2010 წელს, პეკინში დაიწყო. თავდაპირველად მაღაზიაში სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდებოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ გადაწყვიტა, შეექმნა საკუთარი სათამაშოები და გაეყიდა ისინი blind box-ის („ბრმა ყუთის“) ფორმატით. ეს ნიშნავს, რომ მყიდველს წინასწარ არ ეცოდინება, რომელი სათამაშო შეხვდება, ამიტომ სასურველის მისაღებად ხშირად ერთზე მეტ ყუთს ყიდულობენ.

ლაბუბუ — პატარა ელფია ცხრა კბილით, წაწვეტებული ყურებით, დიდი თვალებით და კუდის გარეშე. ის შექმნა ჰონგკონგელმა მხატვარმა, კასინგ ლუნმა და 2019 წელს Pop Mart-მა სათამაშოზე ლიცენზია აიღო. პირველად ლაბუბუ 2015 წელს გამოჩნდა კასინგ ლუნის წიგნების სერიაში The Monsters. თავდაპირველად თითოეული ყუთის ფასი 10–30 დოლარს შეადგენდა, თუმცა გადაყიდვაზე მათ ფასი რამდენიმე ათას დოლარამდეც ადის — ელფის უნიკალურობაზეა დამოკიდებული. დღეს Pop Mart-ზე ლაბუბუს ყიდვა თითქმის შეუძლებელია — ისინი წამებში იყიდება და შემდეგ ასჯერ ძვირად გადაინაცვლებს “მოდის მსხვერპლებსა” და კოლექციონერებთან.

ლაბუბუს ტენდენციის პოპულარიზაცია დაიწყო ჯგუფ Blackpink-ის სოლისტმა, ლისამ, ხოლო შემდეგ ელფები რიანას, დუა ლიპას და სხვა ვარსკვლავების ჩანთებზე გამოჩნდნენ. დღეს ისინი განსაკუთრებით პოპულარული არიან მოდის ბლოგერებში, კოლექციონერებსა და ბავშვებში.

ლაბუბუ ძალიან პოპულარული გახდა რუსეთშიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არჩილ მუსელიანცი მოსამართლეს-რა ტანჯვაც და წამებაც მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფართ თქვენ, ქალბატონო პროკურორო, გაიაროთ. [ნებაყოფლობით] ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობასაც დაიბრალებთ

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. “რა ტანჯვაც და წამებაც მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფართ თქვენ, ქალბატონო პროკურორო, გაიაროთ. ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობასაც დაიბრალებთ” - თქვა არჩილ მუსელიანცმა განაჩენის გამოცხადებამდე. არჩილ მუსელიანცს ბრალად ედებოდა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული კამერების განზრახ დაზიანება. პროკურატურის მტკიცებით ამ ქმედების შედეგად, “სახელმწიფოს 534 ლარის ზიანი მიადგა”.

ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია, ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, რა შეუძლია ხალხს

4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია, ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, რა შეუძლია ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„„ტიპებს“ ოპოზიციური პარტიის „ლიდერი“ რომ აწერიათ, Facebook-ზე 8-12 „ლაიქი“ რომ აქვთ და ჭკუას გვარიგებენ ტელევიზიით, რომ მხოლოდ მათ იციან ივანიშვილის დამარცხების გზა – თმენით, დალოდებით, დასვენებით (აგვისტოაო :))) ) და „გარედან“…ოჯახის წევრები არ იწონებენ „ფეისბუქზე“ და „ინტელექტუალური“, სერიოზული სახით, როგორც „გამოცდილი“ პარტმუშაკი აფრქვევს სიჭკვიანეებს… აზრზე არ არიან, რა უნდათ, ან ვინ არიან, ან სად მიდიან… სიტყვა მშვიდობიანი დამხობის და მშვიდობიანი რევოლუციისაც კი ეშინიათ, მუხლებში „კვეთავთ“…არ „მოიღალოთ“ ამ ხალხის ყურებით!!! 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია!!!ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, თუ რა შეუძლია ხალხს! დამხობა ივანიშვილს!!!“ – წერს ხაბეიშვილი.

ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ ოთხ მილიარდ ევროზე მეტი გადაურიცხა

ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ 4,05 მილიარდი ევრო გადაურიცხა.ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც 22 აგვისტოს გამოქვეყნდა.„ეს დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის, არამედ მისი მომავლის მიმართ, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნისა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ აღნიშნა 3,05 მილიარდი ევრო გამოყოფილია პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში უკრაინის აღსადგენად, კიდევ მილიარდი ევრო კი – ERA Loans-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ფინანსდება რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით.„ეს მხარდაჭერა აძლიერებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აღდგენის პროცესს. მადლობა ევროპელ პარტნიორებს“, – დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თავის ტელეგრამარხში.უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.

ვლადიმერ ბოჟაძე -„ლევან გაჩეჩილაძე – შეუვალი ლიდერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა 2007 წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. 2 ნოემბრის აქციის ორგანიზებისთვის მთელი საქართველო მოვიარეთ, ყველა რეგიონი, ყველა რაიონი და 150 000 მოქალაქე შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე. 5 ნოემბერს, მოთხოვნების არ შესრულების გამო ლიდერებმა შიმშილობა გამოაცხადეს. 7 ნოემბერს, დილით ადრე მოშიმშილეები დაარბიეს, მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით. 2007 წლის 7 ნოემბერმა, 2012 წლის 1 ოქტომბერი მოიტანა, ქართველი ხალხის და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება! ლევან გაჩეჩილაძე ამ პროცესის გამორჩეული ლიდერი იყო, დიდება მის ხსოვნას! არავინ და არაფერია დავიწყებული!

Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, თუკი დარღვევები გამოვლინდება, ამ პირებს ვიზები გაუუქმდებათ, ხოლო მათი მფლობელები დეპორტირებულნი იქნებიან.უწყების განცხადებით, ვიზის ყველა მფლობელი გადის „მუდმივ შემოწმებას“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.ამ პროცესის ფარგლებში ხდება სამართალდამცავი ორგანოების მონაცემების, საიმიგრაციო ჩანაწერების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.

ბოლო სიახლეები