ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

შალვა პაპუაშვილი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, რომ USAID საქმიანობას წყვეტს, ჩემი ხუთი თვის წინანდელი პოსტი გამახსენა, უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი ხუთი თვის წინანდელი პოსტი გამახსენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ბოლო დღეების მხილების შემდეგ უკვე ყველა დონორი სახელმწიფო ეჭვმიტანილია უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში, უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი ხუთი თვის წინანდელი პოსტი გამახსენა, რომელსაც კიდევ ერთხელ გთავაზობთ:

დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული.

მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.

დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, „უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და „სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლადშეძენილი „ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი ამ ჩანერგილი „ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.

მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებსა და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ამგვარი რამ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც ცეკა-ს მეორე მდივანი, რომელიც რესპუბლიკაში იერარქიით მეორე პირი იყო, მოსკოვიდან იყო ხოლმე მოვლენილი.

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლახან განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ეს სწორი პოზიცია, დიდი ხანია, დაკარგული იყო „უცხოური დახმარების“ არასწორ პრაქტიკაში.

საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.

ბოლო დღეების მხილების შემდეგ უკვე ყველა დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია – უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც ეხება USAID-ს პროგრამის ოფიციალურად დასრულებას, ნათქვამია: „უამრავი არასამთავრობოს აღმასრულებელი პირები ამერიკელი გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრებით ტკბებოდნენ, ისინი კი, ვისაც უნდა დახმარებოდნენ, უფრო უკან წავიდნენ“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე, მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აბიტურიენტებს აუცილებლად მიიყვანს სასურველ შედეგამდე.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.გჯეროდეთ საკუთარი თავის – თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.ძვირფასო აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები