ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

“ისანში კოფცოვის ქუჩაზე მეზობელმა – მეზობელი მოკლა, დაპარკინგის გამო შელაპარაკებისას ” – გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის პრობლემებში

თბილისში, ისნის რაიონში მეზობელმა მეზობელმა მოკლა. სასტიკ ანგარიშსწორებას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცებს შორის ჩხუბი პარკინგის გამო დაიწყო და მკვლელობით დასრულდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დანაშაული ცხელ კვალზე გახსნილია.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – დღეს ყორღანაშვილობა გახადეს ევროპული ტრენდი, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილი

ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყორღანაშვილობა დღეს ევროპული ტრენდი გახდა.„სანქციების გვერდის ავლის მცდელობაა და ამაში ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს აჩვენებს, რამხელა კრიმინალური ენერგია დგას ამ ყველაფრის უკან. ფარულად არეგისტრირო ორგანიზაციები საქართველოს მიღმა, გასაგებია, რისთვისაც ხდება ეს ყველაფერი. ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. გარდა იმისა, რომ საუბარი არის იურიდიულ ფორმებზე, რომლებსაც ეძებენ, შინაარსი არის იმაში, რომ ფინანსური ტრანზაქციებიებისთვის გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად. ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა არის, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გვერდი აუარონ სანქციებს. კითხვის ნიშნები არის, რომ ხდება თუ არა ტრანზაქციები და ფულის გადარიცხვები; მეორე – რა არის წყარო ამ ფულის, რამდენად შავია ეს შავი ფული და მესამე – გადასახადებს იხდიან თუ არა. თუ ეს ფული მართლა მოძრაობას საქართველოში, ის ფული, რომლიდანაც გადასახადის გადახდა არ ხდება, არის შავი ფული. ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვს სხვადასხვა ქვეყანას. ყორღანაშვილობა გახადეს დღეს ევროპული ტრენდი, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ ჩეხეთში დარეგისტრირებით ცდილობს.

ტყიბულის მერი – სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს

ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა.როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ, ეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, დაინგრა ხუთი სახლი. მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს.ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას.ადგილზე მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. მუშაობენ ასევე გეოლოგები და დგინდება გამომწვევი მიზეზები“,- განაცხადა ტყიბულის მერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა, ჩვენ ეს არ გვინდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ომში „ძალიან კარგ მდგომარეობაშია“.ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანს აღარ ჰყავს საზღვაო და საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები კი განადგურებულია.დონალდ ტრამპის თქმით, აშშ სრულად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს და ახლა ჰორმუზის სრუტის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.„მთავარია, გავიმარჯვოთ – სწრაფად, მაგრამ გავიმარჯვოთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის უკვე მოგებულია. საკითხი მხოლოდ იმაშია, როდის შევჩერდებით. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, იქ ვიხილოთ ადამიანი, ვინც იცის, რას აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა. ჩვენ ეს არ გვინდა. შეგვიძლია, მათი ელექტროენერგიის სიმძლავრე ერთ საათში დავშალოთ და 25 წელი დასჭირდებათ მის აღსადგენად. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – დონალდ ტრამპმა.

მეწყრული პროცესების გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს  სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

პიტერ სიიარტო – ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ, რეალობა კი – სხვაა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა ვიზიტის შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობამ ვიზიტი უკრაინის საგარეო სამინისტროსთან არ შეათანხმა, რეალობა კი სხვაა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.ამგვარად, სიიარტო ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში უნგრეთის დელეგაცია.სიიარტოს განმარტებით, უნგრული დელეგაციის ვიზიტი წინასწარ იყო შეთანხმებული და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. მისი თქმით, 10 მარტს უნგრეთის საელჩომ უკრაინის საგარეო სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მეთაურობით დელეგაცია „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესამოწმებლად ჩავიდოდა.პიტერ სიიარტო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთში ნავთობის მიწოდება მაშინ შეაჩერა, როდესაც საზღვაო გზით ნავთობის გადაზიდვა ყველაზე არაპროგნოზირებადია და „დრუჟბა“ ერთადერთ რეალურ ალტერნატივად რჩება.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. „არ ვიცი, რას აკეთებს დელეგაცია აქ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა. მათ ეს კერძო მოგზაურობად შეაფასეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები