ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს – ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!

მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ იჯდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას, როცა ის ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა.

მან თეა წულუკიანს სთხოვა, რომ მისთვის საკითხზე საუბრის დასრულება ეცლია და არ გაეწყვეტინებინა.

„ჩემთვის მორალურად, ადამიანურად, აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს, იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პროკურატურის პოლიტიკური დევნისთვის. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ და დამსმენად აქციეთ. საქართველოს მაშინ ამ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, ამას ადასტურებს სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში, EUMM -ის 2019 წლის პრესსრელიზი. ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტორლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახოციელებდა საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის EUMM -იც, სუს-იც, მათ შორის გდდ-ის შესაბამისი დანაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დრო და დრო იყვნენ, იმიტომ, რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო. შედეგად, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ, ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ეს რისკები, როცა იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მას კომისიის წევრებმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს იმ მიზეზით, რომ ყოფილი შს მინისტრისთვის კითხვები უნდა დაესვათ.

„ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხეთ!“- მიმართა გახარიამ წულუკიანს, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ თავად გადაწყვეტდა, რას ჩაიწერდა და რას არა.

„მე რას ჩავიწერ და გადმოვიწერ ჩემი საქმეა. მომისმინეთ, კითხვას ვსვამ, აქ მე მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ ისხდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, ჩემგან განსხვავებით. „სისხლის სამართლის კოდექსში“ წერია ეს ვალდებულება. ვალდებულება რომ არ გქონდეთ, ჩართვაზე ვედრებას არ გამოაგზავნიდით“, – მიმართა წულუკიანმა გახარიას.

წულუკიანის ამ რეპლიკას გახარიამ უპასუხა, რომ „მოთმინების ლიმიტი არც მას აქვს“.

„მოთმინების ლიმიტი არც მე არ მაქვს, გთხოვეთ, რომ დამასრულებინეთ. არ მაქვს [აქ ჯდომის] ვალდებულება. ნუ ღელავთ თან, დამშვიდდით!“- განაცხადა გახარიამ. მის ამ განცხადებას კი კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასასამშვიდებელი თავად გახარიაა.

„დასამშვიდებელი ვინაა და გაქცეული ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კარგად ჩანს“,- მიმართა შარმანაშვილმა გახარიას.

თავის მხრივ კი გახარიამ უპასუხა, რომ „ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!“

აქვე, ამ განცხადებას მცირე რეპლიკით უპასუხა წულუკიანმაც.

„მიიღებთ, ალბათ, იქ გარანტიებს და ჩამოხვალთ მერე“,- აღნიშნა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დაშავებული არ გვყავს, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება – ტყიბულის მერი

მეწყერი და მოსახლეობის ევაკუაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში. დანგრეულია 5 სახლი. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, ტერიტორიიდან ევაკუირებული მოსახლეობა საცხოვრისით იქნებიან უზრუნველყოფილნი."სოფელ კურსებში, კერძოდ ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, გამთენიისას, დაინგრა ხუთი სახლი, ევაკუირებულია 38 ოჯახი, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება. ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, მოქალაქეების საცხოვრისით, მოვახდენთ მათ გაყვანას სასტუმროებში.ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი და ველოდებით მათ დასკვნას. საბედნიეროდ, დაშავებული და გარდაცვლილი არ გვყავს", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დღეს ყორღანაშვილობა გახადეს ევროპული ტრენდი, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილი

ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყორღანაშვილობა დღეს ევროპული ტრენდი გახდა.„სანქციების გვერდის ავლის მცდელობაა და ამაში ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს აჩვენებს, რამხელა კრიმინალური ენერგია დგას ამ ყველაფრის უკან. ფარულად არეგისტრირო ორგანიზაციები საქართველოს მიღმა, გასაგებია, რისთვისაც ხდება ეს ყველაფერი. ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. გარდა იმისა, რომ საუბარი არის იურიდიულ ფორმებზე, რომლებსაც ეძებენ, შინაარსი არის იმაში, რომ ფინანსური ტრანზაქციებიებისთვის გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად. ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა არის, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გვერდი აუარონ სანქციებს. კითხვის ნიშნები არის, რომ ხდება თუ არა ტრანზაქციები და ფულის გადარიცხვები; მეორე – რა არის წყარო ამ ფულის, რამდენად შავია ეს შავი ფული და მესამე – გადასახადებს იხდიან თუ არა. თუ ეს ფული მართლა მოძრაობას საქართველოში, ის ფული, რომლიდანაც გადასახადის გადახდა არ ხდება, არის შავი ფული. ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვს სხვადასხვა ქვეყანას. ყორღანაშვილობა გახადეს დღეს ევროპული ტრენდი, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ ჩეხეთში დარეგისტრირებით ცდილობს.

ტყიბულის მერი – სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს

ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა.როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ, ეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, დაინგრა ხუთი სახლი. მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს.ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით უზრუნველყოფას.ადგილზე მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. მუშაობენ ასევე გეოლოგები და დგინდება გამომწვევი მიზეზები“,- განაცხადა ტყიბულის მერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა, ჩვენ ეს არ გვინდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ომში „ძალიან კარგ მდგომარეობაშია“.ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანს აღარ ჰყავს საზღვაო და საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემები კი განადგურებულია.დონალდ ტრამპის თქმით, აშშ სრულად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს და ახლა ჰორმუზის სრუტის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.„მთავარია, გავიმარჯვოთ – სწრაფად, მაგრამ გავიმარჯვოთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ის უკვე მოგებულია. საკითხი მხოლოდ იმაშია, როდის შევჩერდებით. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, იქ ვიხილოთ ადამიანი, ვინც იცის, რას აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია თეირანის და სხვა ადგილების დაბომბვა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის აღდგენა. ჩვენ ეს არ გვინდა. შეგვიძლია, მათი ელექტროენერგიის სიმძლავრე ერთ საათში დავშალოთ და 25 წელი დასჭირდებათ მის აღსადგენად. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – დონალდ ტრამპმა.

მეწყრული პროცესების გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს  სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

ბოლო სიახლეები