გიორგი გახარია 23 ივნისსაც მზად იყო, ეპასუხა კომისიის შეკითხვებისთვის ამომწურავად. რა თქმა უნდა, დღესაც მზად არის და ის ამომწურავად ისაუბრებს, ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს, – ამის შესახებ პარტია „გახარაია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აქ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თავად კომისია ხომ არ შეუქმნის გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვისას პრობლემას და ხომ არ გათიშავს გამოუწყებლობას.
„ის ისაუბრებს, რა თქმა უნდა, სიმართლეს. აქ შეკითხვა არის მეორე – ეყოფა თუ არა გამბედაობა საგამოძიებო კომისიას, ბოლომდე მოისმინოს გიორგი გახარიას მიერ გაცემული პასუხები, მოისმინოს ის სიმართლე, რომელზეც ისაუბრებს, ხომ არ შეუქმნიან მას პრობლემებს ტექნიკური თვალსაზრისით და თვითონ ხომ არ გათიშავენ რაიმე სახით ამ კომისიის მაუწყებლობას. ეს არის მთავარი შეკითხვა. ის მზად არის და ის უპასუხებს ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც დაისმევა კომისიის ფარგლებში“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვა 16:00 საათისთვის არის დაგეგმილი.