ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, “მებრძოლების” (!) მიერ ხელისუფლების “დამხობის” (!) და “ყველას დასჯის” (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.
საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“,- წერს შალვა პაპუაშვილი.