კვირა, ივნისი 29, 2025

ილია თოფურია – უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ თოფურიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციების გადმოცემა ადვილი არ არის. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„ყველა წონის საერთო რეიტინგი არ მაინტერესებს – სადაც უნდა, იქ ჩამწერონ.

მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია – ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ.

ჩემ გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამას შევძლებდი. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ.

ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ემოციურად ცოტა უფრო რთული იყო – ის მართლა კარგი ადამიანია.

რაც შეეხება ჩემს ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს, პირველ ადგილს ვოლკანოვსკისთან ნოკაუტს მივანიჭებდი, მერე მოდის ჰოლოუეი და ბოლოს – ოლივეირა.

უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას“, – განაცხადა თოფურიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო მუჯირი – რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური...

რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს…. რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.ორი ათასი წელი გავიდა უფალ იესო ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ზოგიერთ გამონათქვამს დღესაც ძნელად იღებენ ადამიანები და ამის გამო ბრკოლდებიან.დღეს წაკითხულ სახარებაში მაცხოვრის სწორედ ასეთი სიტყვები იყო მოტანილი. იგი ამბობს, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საჭმელზე, სასმელზე, ფულზე, ცივილიზაციისა და კულტურის იმ სიკეთეებზე, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა, რომლებსაც აღმერთებს ადამიანი და თაყვანს სცემს, როგორც კერპებს.როგორ შეიძლება, არ ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე და ვემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს და ველის შროშანებს? როგორც მოისმინეთ, ზუსტად ამას ამბობს მაცხოვარი, მაგრამ იგი ამბობს: „პირველად იზრუნეთ ღვთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ“ (მთ. 6, 33).დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის – ღვთის სიმართლე და სასუფეველზე ზრუნვა თუ მატერიალურ კეთილდღეობასა და კომფორტზე ზრუნვა? ჩვენი ცხოვრების უმეტესობას განა ეს საზრუნავები არ ავსებს? განა პირველად არ ზრუნავენ ადამიანები ხორციელ და მშვინვიერ სიამოვნებაზე, ვიდრე ღმერთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? და განა უფრო მეტად არ ზრუნავენ, როგორც გითხარით, კულტურისა და ცივილიზაციის სიკეთეების მოპოვებაზე, ვიდრე ღვთის სასუფეველსა და მის სიმართლეზე? შედეგად, ნახეთ, რას ვიღებთ: ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს. აქედან ვრწმუნდებით იესო ქრისტეს სიტყვების სისწორეში, რომ რაც მეტია ღვთის სიმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც.აი, დაუკვირდით, უფალი იესო ქრისტე არ ამბობს იმას, რომ ნუ მოიპოვებთ ამ მატერიალურ სიკეთეებს, ვინაიდან ხომ შეუძლებელია ცხოვრება საჭმლისა და ტანსაცმლის გარეშე? ამას არ ამბობს უფალი. არც ის უთქვამს, რომ არ იშრომოთ იმისთვის, რომ იქონიოთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის, არამედ ის ამბობს მხოლოდ ამას, რომ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ, რადგან ღმერთმა იცის, რა გჭირდებათ. შენ თუ პირველად ეძიებ მას – უფალს და სასუფეველს, ის მოგცემს იმ ყველაფერს, რაც საფუძველია შენი ცხოვრებისა (მატერიალურ საფუძველს ვგულისხმობ). ამას აუცილებლად მოგცემს. ამას ამბობს უფალი.მაცხოვრის ამ გამონათქვამში დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას. ე.ი. ადამიანის შესახებ მაცხოვრის ქადაგების მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვეძიოთ პირველად ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ და თაყვანი არ უნდა ვცეთ პირველ რიგში იმას, რასაც ვეთაყვანებით. რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა – პირიქით. ღვთის სიმართლის ძიება კი სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში. შესაბამისად, იზრდება უკმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს შეძლებული ადამიანებიც, თუ არ ცხოვრობენ სულიერად, არიან უკმაყოფილონი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა პირობა აქვთ ცხოვრებისთვის, მაინც უკმაყოფილონი არიან. რატომ ემართებათ ეს? იმიტომ, რომ მათი სულია უკმაყოფილო, სული არ არის დანაყრებული, სულს არ ეძლევა საზრდო, რადგან ადამიანი არ ფიქრობს ღმერთსა და მის სიმართლეზე. უფალმა კი გვითხრა, რომ თუ პირველად ეძიებთ სასუფეველს, იქნებით კმაყოფილიც, დანაყრებულიც, გექნებათ სიხარული და ბედნიერება.ძვირფასო ძმებო და დებო, მაშასადამე, ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი თავად ჩვენშია, იმიტომ, რომ, მიუხედავად მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა, ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, რადგან სულიერად არ უმჯობესდება, სულიერად არ ხდება უკეთესი და, შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რას დაემსგავსა ცხოვრება თანამედროვე სამყაროში.ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად უნდა ვიხსენებდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს უფლის გამონათქვამი, რომელიც დღეს წავიკითხეთ სახარებაში: „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მის სიმართლეს და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ“, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.ამასთან, მეუფემ აბიტურიენტები დალოცა.„დღეს ჩვენთან არიან მოსული ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები. ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, მთელი გულით დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი განათლების სარბიელს. გახსოვდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა – ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები ღვთის წყალობით“, – აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა.

ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესისთან პირველ შეხვედრას იხსენებს

ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესის მეორედ 2025 წლის 29 ივნისს ხვდება. მისი პსჟ ლიონელის „ინტერ მაიამის“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ეთამაშება.ხვიჩა ლეგენდასთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებს:„ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიაზე ლიონელ მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას ადგილზე დავრჩენილიყავით.უცებ მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი ჩამომართვა და თავის ადგილზე დაბრუნდა. საოცარი გრძნობაა, როცა ამხელა ფეხბურთელი დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის. მაგარი პიროვნებაა. ძალიან ვაფასებ“, – ვკითხულობთ სერია „ლეგენდების“ წიგნში „ლიონელ მესი“.22 წლის ქართველი ვარსკვლავი 36 წლის არგენტინელს 2023 წელს პარიზის „შატალეს“ თეატრში შეხვდა. 30 ოქტომბერი იყო, დიეგო მარადონას დაბადების დღე.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 4:0.ატლანტას „მერსედეს ბენც-არენაზე“ გამართულ შეხვედრაში პარიზელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-6 წუთზე გათამაშებული შეტევა ჟოაო ნევეშმა თავური დარტყმით დააგვირგვინა. ფრანგები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში მეტოქეს ერთი მომენტის შემქნის საშუალებაც არ მისცეს, თავად კი ნევეშის დუბლით (39), ტომას ავილესის ავტოგოლით (44) და აშრაფ ჰაკიმის (45+3) ზუსტი დარტყმით შესვენებამდე 4:0 დაწინაურდნენ.ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. მე-4 წუთზე გაიბრწყინა, „ინტერ მაიამის“ სამ მცველს გაცდა და კარის წინ ბრედლი ბარკოლა მონახა, რომელმაც ამ რეალური შანსით ვერ ისარგებლა. ხვიჩა ძალიან მონდომებიული იყო, არაერთხელ გაამწვავა შეტევა, საჯარიმოს სიახლოვიდანაც დაარტყა და „მაიამის“ ისევ მეკარემ უშველა.მეორე ნახევარში ფრანგებმა ტემპი დააგდეს, ამერიკელები კი სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ.საბოლოოდ პსჟ-მ 4:0 მოიგო და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებს. მისი მეტოქე „ბაიერნისა“ და „ფლამენგოს“ წყვილში გამარჯვებული იქნება.

რასა იუკნევიჩიენე – თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება

თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, საჭიროა სასწრაფოდ გადაწყვეტილებების მიღება.„ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, მომდევნო კვირის განმავლობაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მომავალ კვირას იქნება მიღწეული.აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში კონგოსა და რუანდას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.„ვფიქრობ, მომდევნო კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ. როგორც იცით, ჩვენ ვაწვდით ფულს და საკვებს ამ ტერიტორიაზე. ჩართული ვართ, რადგან ხალხი კვდება. ვხედავ ხალხს, რომელთაც არ აქვთ საკვები, არაფერი არ აქვთ. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვაწვდით ამას. ძალიან ცუდია, რომ სხვა ქვეყნები არ ეხმარებიან. არავინ ეხმარება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები