,,ვიცი რომ ქართველებს სხვანაირი სიყვარული შეგვიძლია ❤️და ამას ყოველ შემხვედრთან ვგრძნობ და ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები რომ ქართველად დავიბადე❤️მიყვარხართ ჩემო ქართველებო!!❤️თქვენთვის მოვკვდები!!!-წერს ლაშა ბექაური.
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპი დაიწყო და პირველი მატჩები უკვე გაიმართა. ქართველი გულშემატკივარი კი განსაკუთრებით დღევანდელ შეხვედრას ელის – ატლანტას „მერსედეს-ბენც სთედიუმზე“ (ტევადობა – 42 500 მაყურებელი) ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება.ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“ 2:0 სძლია და 1/8-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.ხვიჩა კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო „სიეტლ საუნდერსს“ გოლი გაუტანა და ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემიონატზე გოლი მიითვალა.
29 ივნისს ქუთაისში დღისით +22 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმს სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც წვიმს. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც წვიმს. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც წვიმიანი დღეა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სერბეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.„როიტერის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით პოლიციელი განალაგა სპეციალური აღჭურვილობით სამთავრობო შენობების, პარლამენტისა და ახლომდებარე პარკის ტერიტორიაზე.გავრცელებული ცნობით, პროტესტის დასრულების შემდეგ რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციას ფეთქებადი ნივთიერებები ესროლა, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.მანამდე სტუდენტებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დაუყოვნებლივ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დაიწყება. თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.
დედოფლისწყაროში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევიდან ერთი მსხვერპლით დასრულდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი მამა-შვილი მოიყოლა.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, უახლოეს საათებში მათ შესაბამისი კვლევებისათვის,კატასტროფის ბრიგადა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანს.მეორე ავარია დედოფლისწყაროს ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი.ექიმების განმარტებით, დაშავებულს თავის ტრავმა და ძლიერი სისხლდენა აღენიშნება.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.