კვირა, ივნისი 29, 2025

,,ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი მამა-შვილი მოიყოლა…“ – ტრაგედია კახეთში

დედოფლისწყაროში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ  ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი  მამა-შვილი მოიყოლა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, უახლოეს საათებში მათ შესაბამისი კვლევებისათვის, კატასტროფის ბრიგადა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანს.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

29 ივნისს ქუთაისში დღისით +22 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმს სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც წვიმს. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც წვიმს. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც წვიმიანი დღეა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბელგრადში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სერბეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.„როიტერის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ათობით პოლიციელი განალაგა სპეციალური აღჭურვილობით სამთავრობო შენობების, პარლამენტისა და ახლომდებარე პარკის ტერიტორიაზე.გავრცელებული ცნობით, პროტესტის დასრულების შემდეგ რამდენიმე დემონსტრანტმა პოლიციას ფეთქებადი ნივთიერებები ესროლა, პოლიციამ კი მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.მანამდე სტუდენტებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დაუყოვნებლივ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დაიწყება. თავის მხრივ, ქვეყნის პრეზიდენტი აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.

კახეთში ორი მძიმე ავარია მოხდა – არის მსხვერპლი

დედოფლისწყაროში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევიდან ერთი მსხვერპლით დასრულდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ  ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა  ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ტრაქტორი გადაბრუნდა და შიგ მსხდომი  მამა-შვილი მოიყოლა.სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, უახლოეს საათებში მათ შესაბამისი კვლევებისათვის,კატასტროფის ბრიგადა სხვა საავადმყოფოში გადაიყვანს.მეორე ავარია დედოფლისწყაროს ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.ერთ-ერთი მანქანის  მძღოლი დედოფლისწყაროს  საავადმყოფოშია გადაყვანილი.ექიმების განმარტებით, დაშავებულს თავის ტრავმა და ძლიერი სისხლდენა აღენიშნება.მომხდარ ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კვარა მთელს მსოფლიოში პირველია – რა მაჩვენებლით ლიდერობს ხვიჩა

საფეხბურთო პორტალმა Givemesport-მა მსოფლიოში საუკეთესო დრიბლიორების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი მოტყუებული მეტოქეების სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა და ასახავს იმ მოთამაშეების უნარებს, რომლებიც ბურთის ფლობისას მოწინააღმდეგეებს ყველაზე ეფექტურად სცდებიან.მიუხედავად მრავალი ვარსკვლავის არსებობისა, ყველაზე მაღალი პოზიცია, პირველი ადგილი – ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ერგო. ამჟამად პარი სენ-ჟერმენის რიგებში მოასპარეზე ხვიჩა რეიტინგში არაერთ ისეთ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს, როგორებიც არიან ლეო მესი, კილიან მბაპე, ჯამალ მუსიალა და ვინისიუს ჟუნიორი.კვარაცხელიას უნიკალური სტილი – სწრაფი წყვეტები, მჭიდრო ბურთის კონტროლი და პირდაპირი თამაშისადმი მიდრეკილება – მას გამოარჩევს თანამედროვე ვინგერებისგან. საფეხბურთო წრეებში ხშირად ამბობენ, რომ ის „ძველი სკოლის“ მოთამაშეა, რომელიც თანამედროვე ტაქტიკაში განსაკუთრებულად ანათებს.სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:1. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) 2. რაიან შერკი (ლიონი) 3. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) 4. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) 5. უსმან დემბელე (პსჟ) 6. ლეო მესი (ინტერ მაიამი) 7. ლამინ იამალი (ბარსელონა) 8. დეზირე დუე (პსჟ) 9. ნიკო უილიამსი (ბილბაო) 10. კილიან მბაპე (რეალი) 11. როდრიგო (რეალი) 12. ფლორიან ვირტცი (ბაიერი) 13. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) 14. სავინიო (მანჩესტერ სიტი) 15. ჯეიმი გიტენსი (დორტმუნდი)

ილია მეორემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით 1 ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება.შესაბამისი ბრძანება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოსცა.კომისიას ევალება, შეიმუშაოს საიუბილეო წლის პროგრამა.„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია შემდეგი შემადგენლობით:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი),სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე),ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი),ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია),მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე),ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი),აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე),ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი),ახალქალაქისა კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი),ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია),ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე),გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი),ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი),ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი),თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი,საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.კომისიას ევალება, შეიმუშაოს საიუბილეო წლის პროგრამა“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები