შაბათი, ივნისი 28, 2025

თბილისში 32 000-მდე მიუსაფარი ცხოველი გვყავს… – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი

„მიუსაფარი ცხოველების გამრავლების წყარო პატრონიანი ცხოველებია“, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა პრესკონფერენციისას განაცხადა.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და განვლილ 1 თვეში ცხოველთა მეპატრონეების ცნობიერება საგრძნობლად არის ამაღლებული.

მეორე მხრივ, ადგილზე მისულ ჩვენს თანამშრომლებს ხვდებათ მოცემულობა, რომ ხშირ შემთხვევაში, მოვლა-პატრონობის წესები არ არის დაცული, რაც ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმებთან შეუსაბამობას გულისხმობს. კერძოდ, ყველა მეპატრონე ვალდებულია, საკუთარი ცხოველი დაჩიპოს, გაუკეთოს ვაქცინაცია და შეუქმნას მინიმალური საცხოვრებელი პირობები, ასევე შესაძლებელია სტერილიზაციაზეც იყოს საუბარი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა შევამციროთ.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიუსაფარი ცხოველების გამრავლების წყარო პატრონიანი ცხოველებია. შესაბამისად, ის პროცედურები, რისი ჩატარების აუცილებლობის დანერგვაზეც ჩვენი სააგენტო მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კარდაკარ დავდივართ, ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში და ყველა მისამართს ვამოწმებთ, ვამყარებთ კომუნიკაციას, ვიღებთ მათგან ჯავშნებს, რაც ხსენებულ პროცედურათა ჩატარების პროცესს უფრო მეტად ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს ხდის.

ბოლო კვლევის მიხედვით, ქალაქში 32 000-მდე მიუსაფარი ცხოველი გვყავს. ჩვენმა სააგენტომ, მაგალითად, გასულ წელს დაახლოებით 10 000-მდე სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია გააკეთა. ამის გარდა, ვიცით, რომ კერძო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაც ტარდება ასეთი ღონისძიებები. თუმცა, სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო მასშტაბური ჩართულობა და მუშაობა სჭირდება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველო კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსი აქვს

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსები გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს. ორგანიზაციამ საქართველო მსოფლიოს ხანგძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა.  კეთილდღეობის ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა _ შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5%. გარდა ამისა საქართველო „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის“ კატეგორიაში მოხვდა. ორგანიზაციის შეფასებით დემოკრატიულად ითვლება ისეთი ქვეყნები რომელთა, პოლიტიკური სუბინდექსის, ანუ პოლიტიკური თავისუფლების შეფასება 100%-იანი სისტემით 50%-ს აჭარბებს, ხოლო ავტოკრატიულად ფასდება ის სახელმწიფოები, რომელთა შეფასებაც 50%-ზე დაბალია. ქვეყნები რომლებიც ხანგძლივადიან პერიოდში უწყვეტად ინარჩუნებენ პოლიტიკური სუბინდექსში 50%-ზე მაღალ შეფასებას, მუდმივ დემოკრატიებად სახელდებიან. ამასთან, გამოცემის თანახმად,  ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებად მიიჩნევა ის სახელმწიფოები და ტერიტორიები, სადაც პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი 75%-ზე მაღალია.წელს საქართველოს შეფასება პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 75.1%-ს შეადგენს, რაც მას ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსს ანიჭებს. ფაქტს ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში 75%-ზე მაღალი შეფასება მხოლოდ 2013 წლიდან მოყოლებული უწყვეტად აქვს. 2013 წლამდე პერიოდში ამ შესაძლებლობას საქართველო მუდმივად მოკლებული იყო. ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა 2012 წლის შემდეგ მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების 12 წლიანი პერიოდიც შეაჯამა. საქართველო მსოფლიოს იმ 50-მდე ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც დემოკრატიამ, ანუ პოლიტიკურმა თავისუფლებამ გრძელვადიანი პროგრესი განიცადა, საქართველოს საზოგადოება კი მსოფლიოს მოსახლეობის იმ 9%-ში მოხვდა, რომელმაც  2012 წელთან შედარებით წინსვლა განიცადა ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების გაუმჯობესების თვალსაზრისით. პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 82.4%-ი დაიმსახურა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 81.8%. გარდა ამისა,  საქართველო უმცირესობების უფლებების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყნას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა, ხოლო ბიუროკრატიის სიჯანსაღის და კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგში მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.ბიუროკრატიის სიჯანსაღით და კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: ლატვიას, ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, მალტას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.ორგანიზაცია ზოგადი თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. კრიტერიუმები ჯგუფურად თავს იყრის და ნაწილდება  სამ აგრეგატულ ინდექსში: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი და ლეგალური თავისუფლების ინდექსი.რაც შეეხება კეთილღეობის ინდექსს, მისი შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების უფლებების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს  4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და  კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო, და მსოფლიოში 47-ე ადგილზე გავიდა. ორგანიზაციის განმარტებით „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი ეძლევა ქვეყნას, რომელიც კეთილდღეობის რეიტინგში პირველიდან 41-ე პოზიციამდე დაიკავებს სარეიტინგო ადგილს. საქართველო წელს 47-ე ადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად. წელს საქართველო კეთილდღეობის რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს.თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების,  გაეროს,  ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.https://www.atlanticcouncil.org/in-depth-research-reports/report/the-path-to-prosperity-the-2025-freedom-and-prosperity-indexes/https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/scorecards

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველო - სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 32 კილომეტრში მოხდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.შეთანხმების თანახმად, ამერიკულ კომპანიებს ჩინეთიდან იშვიათი წიაღისეულის მიღება გაუადვილდებათ, რომლებიც მიკროჩიპების წარმოებისთვისაა მნიშვნელოვანი. ასევე, სანაცვლოდ, ამერიკამ გააუქმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ნაწილი.ბესენტმა Fox Business Network-ის გადაცემაში განაცხადა, რომ ტრამპისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შემდეგ ლონდონში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „ყველაფერი მოაგვარეს“.„შეთანხმების ნაწილი იყო ტარიფების შემცირება და იშვიათი მიწის მაგნიტების ამერიკაში ჩამოტანის კვლავ დაწყება. ისინი ჩვენი სამრეწველო ბაზის დიდი ნაწილის ბირთვს წარმოადგენდნენ“, – თქვა ბესენტმა.

ცვლილებები რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება 

საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ივლისიდან საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.„2025 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და სომხეთს შორის კომერციული მიზნით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული (დაკვეთით), მგზავრების გადაყვანისას, ყველა გადამზიდველმა სავალდებულოდ უნდა შეავსოს მგზავრთა სია, რომელიც ECMT-ის საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.ამასთან, მგზავრთა სია სავალდებულოა ყველა M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (მინივენები, ავტობუსები და მიკროავტობუსები) შემთხვევაში. დოკუმენტი უნდა შეივსოს ელექტრონულად, ლათინური ასოებით, მგზავრობის დაწყებამდე. ბეჭდური ვერსია უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე და წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოს. სია უნდა ამოიბეჭდოს მხოლოდ A4 ფორმატზე,“ - განმარტავს სამინისტრო.გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან მუნიციპალიტეტებში შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველის დაყენება სავალდებულო ხდება.მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველმა განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში.ცნობისთვის, აღნიშნული რეგულაცია თვითმმართველ ქალაქებში 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა.ლაქ-საღებავების პროდუქცია შემოწმდება2025 წლის 1-ლი ივლისიდან ლაქ-საღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება.საუბარია, მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა შემოწმდება.ბაზარზე პროდუქციის ზედამხედველობას ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეაჩეროს პროდუქტის იმპორტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდებასასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნულს გულისხმობს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები.კერძოდ, 2025 წლის 1-ლი ივლისიდან სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან გატანის ნებართვის (ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვის გარდა) მოპოვებისთვის ასაკობრივი ცენზი - 18 წლიდან განისაზღვრება. სასიგნალო იარაღით/მისი ვაზნით ვაჭრობის, ამ იარაღის/ვაზნის დამზადების (წარმოება) და სასიგნალო იარაღის შეკეთებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი იქნება 100 ლარი. ცვლილებების თანახმად:ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვისთვის – 8 ლარი. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარის ოდენობით.როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი. თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლას აძვირებს1-ლი ივლისიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ღირებულებას კვლავ აძვირებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით გაიზრდება და 5.83 დოლარით განისაზღვრება. მანვე დასძინა, რომ ღირებულება ყოველ მომდევნო წელს გადაიხედება.

„რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, მოხდეს რაღაც, რაც ამ ომს მოაგვარებს“ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, რაღაც მოხდეს, რაც მას „მოაგვარებს”. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა და მითხრა: „მე მინდა, დაგეხმარო ირანის საკითხში“. მე ვუთხარი: „გამიწიე ანგარიში, ირანს მე მოვაგვარებ და დამეხმარე რუსეთის საკითხში. ეს უნდა მოვაგვაროთ“. ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები