პარასკევი, ივნისი 27, 2025

The Daily Mail: გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის MI-6-ის მომავალი მეთაურის ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო ჩერნიგოვიდან, მეტსახელად „ჯალათი“

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის MI-6-ის მომავალი მეთაურის, ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო ჩერნიგოვიდან, მეტსახელად „ჯალათი“. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მისმა ჟურნალისტებმა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის არქივში შენახული დოკუმენტები შეისწავლეს.

შესწავლილი მასალებით ირკვევა, რომ მეტრეველის ბაბუას კონსტანტინე დობროვოლსკი ერქვა. დობროვოლსკი 1906 წელს ჩერნიგოვის გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. სტატიის თანახმად, მას გერმანული და პოლონური ფესვები ჰქონდა, ხოლო დედა უკრაინელი იყო.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის ყალბი დოკუმენტებით მოსკოვში აღმოჩნდა, სადაც 1926 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1937 წელს ის დნეპროპეტროვსკში გადავიდა. რამდენიმე წელიწადში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

დობროვოლსკი ჯერ წითელი არმიის რიგებში ჩაეწერა, ხოლო 1941 წლის 4 აგვისტოს გერმანელების მხარეს გადავიდა. 1943 წელს, გერმანელებისგან ჩერნიგოვის გათავისუფლებამდე კონსტანტინე დობროვოლსკიმ მეთაურობას მისი შვილის, ასევე კონსტანტინე დობროვოლსკისა და მეუღლის, ბარბარეს გაყვანა სთხოვა.

ამის შემდეგ კონსტანტინე დობროვოლსკის უფროსის კვალი იკარგება. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, დობროვოლსკის სახელი სსრკ-ს მიერ 1969 წელს გამოქვეყნებულ მტრების სიაში ეწერა.

გამოცემის მტკიცებით, დობროვოლსკის შვილი და მეუღლე ბარბარე დიდ ბრიტანეთში აღმოჩნდნენ. 1947 წელს ბარბარე ქართველზე, დავით მეტრეველზე გათხოვდა. დავითმა კონსტანტინეს მისი გვარი, მეტრეველი მისცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა

შემდეგი ორი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით 120 მლნ ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.„რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, აქ მჭიდრო თანამშრომლობა წარმოებდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და იგეგმება დამატებით 120 მლნ ლარის გამოყოფა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს სერიოზული ინვესტიციაა, თუმცა გეგმის მიხედვით ამ ინვესტიციამ უნდა მოგვცეს მთლიანობაში ჯანდაცვაში 150 მლნ ლარის ეკონომია. აქტიურად წარიმართებოდა ამაზე მუშაობა და შესაბამისი პროგრამა აუცილებლად განხორციელდება და ეს დაფინანსებაც იქნება გამოყოფილი “, – განაცხადა კობახიძემ.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სოციალურ ქსელში, მოახლოებულ გამოცდებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, პატრიარქი გამოცდის წინ, აბიტურიენტებს დალოცავს.„კვირას, 29 ივნისს წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტრამპის განცხადებით, იგი აღარ დაუშვებს აშშ-ში რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის წახალისებას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იგი აღარ დაუშვებს ამერიკის შეერთებულ შტატებში რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის წახალისებას.თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს, რომ ეს თემა წინა ადმინისტრაციის დროს აქტუალური იყო, თუმცა აღარ განმეორდება.„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ბაიდენმა ამ ქვეყანას გაუკეთა, თუმცა, ვფიქრობ, ამას თავად არ აკეთებდა, არამედ მისი გარემოცვა, რადგან მას სულაც არ სჯეროდა, რომ კაცებს ქალების სპორტში უნდა ეასპარეზათ. რაც ამ ხალმა ჩვენს ქვეყანას გაუკეთა, ისტორიამ არ უნდა დაივიწყოს. მე არ მსურს ტრანსგენდერობა ყველასთვის. არ მსურს კაცები ქალების სპორტში. ეს აღმაშფოთებელია“, - თქვა ტრამპმა.

„აფეთქება გვეგონა, ისეთი ხმა იყო…“ – სოფელ ნოსირთან მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან სამგზავრო მატარებელი ავტომობილს შეეჯახა.„საშინელი ხმა იყო, აფეთქება გვეგონა. სავარაუდოდ, სირენების ხმა ვერ გაიგო“,- ამბობს ინფორმირებული წყარო.ავტომობილი მარჯვენასაჭიანი იყო, სწორედ ამან გადაარჩინა ქალი. მძღოლს მცირე დაზიანებები აღენიშნება.

ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს ბინა აჩუქა

ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანს ქობულეთში, საკუთარ მშენებარე კორპუსში ბინა აჩუქა.Geo Team-ის ინფორმაციით, ჯანომ მსოფლიო ჩემპიონს საჩუქრის შესახებ უკვე აცნობა. მსოფლიო ჩემპიონს ჯანოს საჩუქრით სარგებლობა 2027 წლიდან შეეძლება.შეგახსენებთ, ეთერ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიგო და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.

ბოლო სიახლეები